შიო მესამე: სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში მსახურებისას ვეცადე, მესწავლა ეშხი, სიყვარული სამეგრელოსი, რის გარეშეც შეუძლებელია, შეიცნო ქართული სული, კულტურა და ალბათ იყო კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოსი

„ჩვენ, როგორც ადამიანები, მეტად თუ ნაკლებად ვცოდავთ. ამიტომ, უნდა ვიცოდეთ სინანულიც. წმინდა იოანე ნათლისმცემელი, სინანულის ეს დიდი მქადაგებელი, გვახსენებს, გვასწავლის, რომ დროებითი, მიწიური სიცოცხლე მხოლოდ მომზადებაა მარადიულისთვის და მომავალ სამსჯავროზე მოგვიწევს პასუხისგება თითოეული ფუჭად წარმოთქმული სიტყვისთვისაც კი“, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. 

მისივე თქმით, „მარხვის პერიოდში წმინდა ეკლესია მოგვიწოდებს, პატივი მივაგოთ ამ დიდ მოღვაწეს, უდიდეს წმინდანს, შევისმინოთ მისი მოწოდებებისა და ქადაგების“.

„დღეს არის ამ შესანიშნავი ტაძრის დღესასწაული, რომელიც ნაკურთხია წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის სახელზე. დღეს ვიხსენებთ ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ტაძრის მშენებლობაში. ეს ტაძარი განსაკუთრებულია სენაკელებისთვის, რადგან ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი ხალხის, მრევლისა მონაწილეობდა ამ ტაძრის მშენებლობაში. განსაკუთრებით საყვარელია ეს ტაძარი სენაკელებისთვის. მინდა, განსაკუთრებით გავიხსენო მღვდელ-მონაზონი ამბაკონი, რომელიც იყო მოთავე ტაძრის მშენებლობის, მთავარი ორგანიზატორი. ყველას მადლობა ამ შესანიშნავი ტაძრის აგებისთვის.

მინდა, განსაკუთრებული სიყვარული გამოვთქვა სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიისადმი. ვმადლობ უფალს, რომ მომიწია ამ ძვირფას ეპარქიაში მსახურება და მომზადება თურმე, როგორც ყოფილა ღვთის ნება, კათოლიკოს-პატრიარქის საპატრიარქო მსახურებისთვის.

მადლობა უნდა ვუთხრა ღმერთს, რომ აქ მომიწია მსახურება, ვინაიდან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე ამ ეპარქიაში. ვისწავლე თქვენთან ურთიერთობით და იმ დიდი წმინდანების მოხსენიებით, მათ ცხოვრებაზე მუშაობით, შესწავლით, რომლებიც იღწოდნენ ამ წმინდა ეპარქიაში. ალბათ ვეცადე, შეძლებისდაგვარად მესწავლა მთავარი რამ, ეს არის ეშხი, სიყვარული, დიდი სილამაზე და კულტურა სამეგრელოსი, რისი ცოდნის გარეშეც შეუძლებელია, დღეს შეიცნო ქართული სული, ჩვენი კულტურა და ალბათ იყო კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოსიც.

ვმადლობ უფალს, რომ ეს ყველაფერი მომცა და თქვენთან ერთად მამსახურა ამდენი წელი. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, გაგახაროთ, შეგეწიოთ წმინდა იოანე ნათლისმცემელი. მისი ლოცვით, უფალი შეგვეწიოს სინანულის სწავლაში და ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებაში.

წმინდა იოანე ნათლისმცემლის ლოცვით, ღმერთმა დალოცოს სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო, ყოველი თქვენგანი. ღმერთმა გაამთლიანოს და გააძლიეროს, გადაარჩინოს ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა შიო მესამემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783434414

ახალი ამბები

მიმოქცევაში სამი ახალი ეროვნული საფოსტო მარკა გაეშვა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით 2026 წლის 7 ივლისიდან მიმოქცევაში შემდეგი ეროვნული საფოსტო მარკები გაეშვა. აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების...

საფოსტო მარკა გაეშვა

1783429810

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6393 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6403 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...

იტალია

1783428710

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: ვეთანხმებით სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, თავად იყოს ანაკლიის პორტის 100%-იანი წილის მესაკუთრე, გარწმუნებთ, უფრო მეტი ინვესტორი გამოჩნდება - საქართველო მსოფლიოს არაერთი ძლიერი ქვეყნისთვის, შუა დერეფნის მნიშვნელოვანი რგოლია

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, სახელმწიფო გახდეს პორტის 100%-ის მფლობელი, ხოლო ტერმინალები იჯარით...

გურამ მაჭარაშვილი

1783427284

ახალი ამბები

ვეტერინარული კლინიკები რეგიონებში პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციასა და ჩიპირებას უფასოდ ჩაატარებენ

სურსათის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა შეხვედრა იმ ვეტერინარული კლინიკების წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჰიპერპოპულაციის პროგრამის ფარგლებში პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზ...

ძაღლები

1783426732

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: პირდაპირ ითქვა, რომ უკრაინისა და საქართველოს მიღება ნატოში იყო ილუზია და ასევე, ღიად უთხრეს უკრაინას - რუსეთთან ომს თქვენ გამო ვერ გავმართავთო

„ნატოს წამყვანი ქვეყნები თავად ამბობენ, რომ ნატოს მომავალი ძალიან ბუნდოვანია და აცხადებენ, რომ საჭიროა ურთიერთობების გადატვირთვა. ამ გადატვირთვისას უსაფრთხოების არქიტექტურაში ისინი რუსეთს მოიაზრებენ დ...

გურამ მაჭარაშვილი