გურამ მაჭარაშვილი: ვეთანხმებით სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, თავად იყოს ანაკლიის პორტის 100%-იანი წილის მესაკუთრე, გარწმუნებთ, უფრო მეტი ინვესტორი გამოჩნდება - საქართველო მსოფლიოს არაერთი ძლიერი ქვეყნისთვის, შუა დერეფნის მნიშვნელოვანი რგოლია
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, სახელმწიფო გახდეს პორტის 100%-ის მფლობელი, ხოლო ტერმინალები იჯარით გადაეცეს საერთაშორისო პარტნიორებს. დეპუტატმა გადაწყვეტილება პოზიტიურად შეაფასა და თქვა, რომ ამგვარად კიდევ უფრო მეტი ინვესტორი შემოვა საქართველოში. მაჭარაშვილმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ყველა საერთაშორისო პარტნიორისთვის ცხადი ხდება საქართველოს როლი შუა დერეფანში, ხოლო ანაკლიის პორტი დერეფნის მნიშვნელოვანი ლოგისტიკური საყრდენია:
„დერეფანი აქტიურდება ყოველდღიურად და, რა თქმა უნდა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის არსებობა არის საკმაოდ დიდი ინტერესის საგანი ბევრი ქვეყნისთვის, პირველ რიგში ჩვენთვის. ამ შემთხვევაში, ამას ეკონომიკურთან ერთად, პოლიტიკური გავლენაც ექნება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
დეპუტატმა აღნიშნა ისიც, რომ დღევანდელ ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ გარემოში, შუა დერეფანი და ანაკლიის პორტი ყველაზე სტაბილური და უსაფრთხო მარშრუტია.
„ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რა ისტორია და ქრონოლოგია აქვს ანაკლიის პორტის პროექტს. ყველამ ვიცით, რა მოხდა ხაზარაძესთან დაკავშირებით: მას რეალურად ჰქონდა მართვის სათავეები სახელმწიფოსგან მიღებული და, შესაბამისად, აიღო ვალდებულებებიც. მრავალ ჯერზე გადავადების მიუხედავად, მან ვერ შეასრულა ეს ვალდებულებები - მიიღო კიდეც ის შედეგი, რაც მიიღო, მათ შორის საერთაშორისო და საარბიტრაჟო სასამართლოებში. მხედველობაში მაქვს დავის წაგება. ანუ, ერთი მხრივ, ვერ შეასრულა ის ვალდებულება, რაც ჰქონდა სახელმწიფოსთან და მეორე მხრივ, უჩივლა საკუთარ სახელმწიფოს და თავადვე დაჯარიმდა. ასეთი არასწორი მიდგომები, ბუნებრივია, გარკვეულ კვალს ტოვებს მნიშვნელოვან პროექტებზე. მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს რეალობა შეცვლილია, ასევე ცალსახად იკვეთება შუა დერეფნის მნიშვნელობაც. დერეფანი აქტიურდება ყოველდღიურად და, რა თქმა უნდა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის არსებობა არის საკმაოდ დიდი ინტერესის საგანი ბევრი ქვეყნისთვის, პირველ რიგში ჩვენთვის. ამ შემთხვევაში, ამას ეკონომიკურთან ერთად, პოლიტიკური გავლენაც ექნება. ამიტომაც არის, რომ აბსოლუტურად სწორია და ვეთანხმებით სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, თავად იყოს პორტის 100%-იანი წილის მესაკუთრე და გარწმუნებთ, რომ ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი ინვესტორი გამოჩნდება, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო უკვე არა მხოლოდ ჩვენი აზრით, არამედ, მათ შორის, ევროპელების სიტყვებითაც, არის შუა დერეფნის მნიშვნელოვანი რგოლი. ფაქტია, რომ შუა დერეფანი ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, ჩინეთისთვის და სხვა სახელმწიფოებისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო მარშრუტს. დღევანდელ ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ გარემოში კი ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
1783429430
საზოგადოებაშიო მესამე: სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში მსახურებისას ვეცადე, მესწავლა ეშხი, სიყვარული სამეგრელოსი, რის გარეშეც შეუძლებელია, შეიცნო ქართული სული, კულტურა და ალბათ იყო კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოსი
„ჩვენ, როგორც ადამიანები, მეტად თუ ნაკლებად ვცოდავთ. ამიტომ, უნდა ვიცოდეთ სინანულიც. წმინდა იოანე ნათლისმცემელი, სინანულის ეს დიდი მქადაგებელი, გვახსენებს, გვასწავლის, რომ დროებითი, მიწიური სიცოცხლე მ...
1783427284
ახალი ამბებივეტერინარული კლინიკები რეგიონებში პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციასა და ჩიპირებას უფასოდ ჩაატარებენ
სურსათის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა შეხვედრა იმ ვეტერინარული კლინიკების წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჰიპერპოპულაციის პროგრამის ფარგლებში პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზ...
1783426732
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: პირდაპირ ითქვა, რომ უკრაინისა და საქართველოს მიღება ნატოში იყო ილუზია და ასევე, ღიად უთხრეს უკრაინას - რუსეთთან ომს თქვენ გამო ვერ გავმართავთო
„ნატოს წამყვანი ქვეყნები თავად ამბობენ, რომ ნატოს მომავალი ძალიან ბუნდოვანია და აცხადებენ, რომ საჭიროა ურთიერთობების გადატვირთვა. ამ გადატვირთვისას უსაფრთხოების არქიტექტურაში ისინი რუსეთს მოიაზრებენ დ...
1783426424
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი გეგელიას განცხადებაზე: ასე აზროვნებს „აგენტურული“, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ თითოეული წარმომადგენელი - არანაირი სუვერენიტეტი, არანაირი საკუთარი დღის წესრიგი, მხოლოდ გარე მითითებებით მოქმედება
„ასე აზროვნებს „აგენტურული“, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ თითოეული წარმომადგენელი. არანაირი სუვერენიტეტი, არანაირი დამოუკიდებლობა, არანაირი საკუთარი დღის წესრიგი. მხოლოდ გარე მითითებებით მოქმედე...
1783424643
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ევროკავშირმა გაფართოება უნდა აღიქვას, როგორც განახლებისა და გლობალური ლიდერობის დაბრუნების ისტორიული შესაძლებლობა და არა როგორც ტვირთი ან ქველმოქმედების აქტი, როგორც ამას ზოგიერთი წარმოაჩენენ
ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ შთაბეჭდილება, თითქოს, კანდიდატი ქვეყნები ერთმანეთის კონკურენტები არიან და არა პარტნიორები. ასეთი ფრაგმენტაცია მხოლოდ გვასუსტებს,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომა...




























