ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ყულევის ნავსადგურში შემოსულ პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემთან და ტვირთთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საჭიროდ თვლის განცხადება გააკეთოს ყულევის ნავსადგურში შემოსულ პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემთან და ტვირთთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ახორციელებს, როგორც გემების, ასევე, გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება.
„მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, ყულევის საზღვაო ნავსადგურში რუსეთის ფედერაციის პორტიდან შემოვიდა პანამის დროშის ქვეშ მცურავი თბომავალი „KAYSERI“, რომელზეც დატვირთული იყო ერთ-ერთი რუსული კომპანიიდან (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან) გამოგზავნილი, იმპორტის საბაჟო პროცედურებში მოქცევისთვის განკუთვნილი 100 000 ტონამდე ნედლი ნავთობი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგად, დადასტურებულია, რომ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთის გამომგზავნ და მიმღებ კომპანიებზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები (ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებით).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემდგომი საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით ტვირთი ჩამოიცალა დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, როგორც გემების, ასევე, გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
1761069008
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ნიკოლ ფაშინიანთან, დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობას
თბილისის აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმის წინ, ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. მ...
1761067959
ახალი ამბებიISFED-ის მორიგი ტყუილები და მანიპულაცია
ორგანიზაცია ISFED-მა გამოაქვეყნა კვლევა სათაურით - „ქართული ოცნების“ ონლაინ მედიის ეკოსისტემის ფინანსური წყაროები. აღნიშნულ კვლევაში, სხვა მედია სააგენტოებთან ერთად, ISFED-ს არც „შპს პირველი“ გამორჩენ...
1761066450
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში იმყოფება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაც...
1761064948
ახალი ამბებიგივი მიქანაძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ინფორმაციას განათლების სამინი...
1761062699
ახალი ამბებიბაკურციხე-გურჯაანის შემოვლით გზაზე, 32 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს
ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლით გზაზე, 32 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ავტომობილი დაეჯახა და მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თანასოფლელების თქმით, გარდაცვლილი კაცი აღნ...