ISFED-ის მორიგი ტყუილები და მანიპულაცია

ორგანიზაცია ISFED-მა გამოაქვეყნა კვლევა სათაურით - „ქართული ოცნების“ ონლაინ მედიის ეკოსისტემის ფინანსური წყაროები. აღნიშნულ კვლევაში, სხვა მედია სააგენტოებთან ერთად, ISFED-ს არც „შპს პირველი“ გამორჩენია და არც ახალი ზღაპრის შეთხზვა დაიზარეს.
ე.წ. კვლევა ალბათ უფრო საინტერესო წასაკითხი იქნებოდა, ავტორს მაგალითად, პენსიონერების ნაქურდალი ფულით დაფინანსებული მედიები რომ ეხსენებინა, თუმცა, ამისათვის მათი წინამორბედების პოზიდან გამოსვლაა საჭირო, რაც მათთვის შეუძლებელია.
სამაგიეროდ ზუსტად იმ გზას დაადგნენ, რაც მათთვის ორგანულია - საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. კვლევის ავტორმა რიცხვებით მანიპულირება და მკითხველების დაჯერება გადაწყვიტა, თითქოს „შპს პირველმა“ მოგებული ტენდერებით „მილიონები იშოვა“, მაგრამ იქ, სადაც ISFED-მა 2020 წლის არჩევნების ეგზიტპოლის შედეგები ჯერ გააყალბა, შემდეგ აღიარა და ბოლოს დირექტორი გადადგა, რთული წარმოსადგენია, მკითხველის ნდობა დაიმსახუროს.
ის, რომ ISFED-ში ანალიზის უნარი არ აქვთ, ამას სულ რაღაც ნახევარ წუთში დარწმუნდებით:
➡️ დავიწყოთ იმ ფაქტით, რომ 6-წლიანი შემოსავლების ჯამურად დათვლა ვერაფერს მივაწერეთ, დიდი რიცხვის მიღებისა და მკითხველების შეცდომაში მარტივად შეყვანის გარდა
➡️ ISFED-ი ამბობს, რომ Newshub.ge 2020 წლამდე იყო Pia.ge. არადა 2023 წლამდე იყო Pia.ge. 3 წელი შეეშალათ, ვაპატიოთ
➡️ კვლევის ავტორს არ აწყობს იმ ფაქტის აღნიშვნა, რომ „შპს პირველი“ ოთხ მედიაპლატფორმას აერთიანებს და მხოლოდ Newhub.ge-ს ახსენებს
➡️ მართალია ბოლო წლებში „შპს პირველმა“ ჯამურად 2,6 მილიონი ლარის ტენდერებში გაიმარჯვა, მაგრამ კვლევის ავტორს რატომღაც „გამორჩა“, რომ ამ თანხას უნდა მოაკლოს დღგ 18% და რა თქმა უნდა, არც იმაზე საუბარი აწყობს, რომ დარჩენილი თანხა ათეულობით ქვეკონტრაქტორ სააგენტოზე ნაწილდება
➡️ ISFED-გან განსხვავებით, გამჭვირვალობაზე საუბარი არ გვეუხერხულება და იმასაც ვიტყვით, რომ საბოლოოდ კომპანიაში, 2 წლის განმავლობაში, შემოსავლის და არა მოგების სახით, დარჩა 970 ათას ლარამდე, რომლის უდიდესი ნაწილი ადმინისტრაციული ხარჯების გასასტუმრებლად მიემართა
ISFED, ხედავ, რა კარგია გამჭვირვალობა? შენ კი ებრძვი მას და საკუთარი ფინანსების დეკლარირებას არ ახდენ.
საინტერესო იქნებოდა იმ რადიკალური ონლაინმედიების დაფინანსებაზე გესაუბრათ, რომლებსაც თქვენნაირი ენჯეოები მფარველობენ.
თქვენს კვლევაში ჩამოთვლილი ყველა ონლაინმედია, რომელსაც „ქართული ოცნების“ ეკოსისტემას უწოდებთ, ყოველთვის დაბალანსებულ და ობიექტურ ინფორმაციას აქვეყნებს, რაც წლებია, კარგად იციან მკითხველებმა. ისიც კარგად იცის ქართულმა საზოგადოებამ, რომ სხვისი ქვეყნის ინტერესებს იცავთ და ჩვენი ქვეყნისთვის არაფერს აკეთებთ.
სამაგიეროდ არ იციან თქვენ როდის, რამდენს და რისთვის იღებდით ფულს. თუმცა, ალბათ, აღარც არის საინტერესო. დრომ ყველაზე კარგად შეაფასა თქვენი „დამსახურება“ ერისა და ქვეყნის წინაშე.
ჩვენი და ჩვენი მეგობარი ონლაინმედიების მკითხველებს კი მადლობა მრავალწლიანი ნდობისა და ერთგულებისთვის.
Newshub.ge-ს რედაქცია
1761069838
ახალი ამბებიფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ყულევის ნავსადგურში შემოსულ პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემთან და ტვირთთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საჭიროდ თვლის განცხადება გააკეთოს ყულევის ნავსადგურში შემოსულ პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემთან და ტვირთ...
1761069008
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ნიკოლ ფაშინიანთან, დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობას
თბილისის აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმის წინ, ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. მ...
1761066450
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში იმყოფება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაც...
1761064948
ახალი ამბებიგივი მიქანაძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ინფორმაციას განათლების სამინი...
1761062699
ახალი ამბებიბაკურციხე-გურჯაანის შემოვლით გზაზე, 32 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს
ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლით გზაზე, 32 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ავტომობილი დაეჯახა და მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თანასოფლელების თქმით, გარდაცვლილი კაცი აღნ...