გივი მიქანაძე: ჩვენი მიზანია, თბილისთან ერთად, ქუთაისი გავხადოთ მეორე საუნივერსიტეტო ჰაბი, ამავდროულად, გავაძლიეროთ ხუთი რეგიონული უნივერსიტეტი

ჩვენი მიზანია, სახელმწიფო უნივერსიტეტებმა იმუშაონ სახელმწიფო დაკვეთაზე. აქ საუბარი გვაქვს იმ პროფესიების აქტიურ ლობირებაზე, რომელზეც დეფიციტური მოცემულობაა და მოთხოვნადია ბაზარზე, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განათლების სისტემის რეფორმის კონცეფციასთან დაკავშირებით, საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან“ ერთად განაცხადა.

მიქანაძის თქმით, საჭიროა, განათლების სამინისტრომ, ეკონომიკის სამინისტროსთან და ბიზნესსექტორთან ერთად, რეგულარულად აწარმოოს ბაზრის კვლევა, რათა იცოდნენ, რა არის ბაზრის მოთხოვნილება.

გივი მიქანაძე ამბობს, რომ განათლების სამინისტროს მუდმივი კომუნიკაცია აქვს ეკონომიკის განვითარების სამინისტროსთან, ისევე როგორც ბიზნესსექტორთან და ამ კომუნიკაციაში უშუალოდ პრემიერია ჩართული.

„მოდით, რამდენიმე კონკრეტულ ელემენტზე გავამახვილოთ ყურადღება, რომ საზოგადოებისთვის ყველაფერი ცხადზე ცხადი იყოს და რამე არასწორი აღქმა არ შევქმნათ. პირველი არის ის, რომ ეს რეფორმა ძირითადად ეხება სახელმწიფო უნივერსიტეტებს. დღეს საქართველოში მოქმედებს 64 უმაღლესი სასწავლებელი, რომელთაგან 19 არის სახელმწიფო და 45 არის კერძო უმაღლესი სასწავლებელი.

ჩვენი კონკრეტული მიზანია, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებმა იმუშაონ სახელმწიფო დაკვეთაზე. რას ნიშნავს ეს. აქ საუბარი გვაქვს იმ პროფესიების აქტიურ ლობირებაზე, რომელზეც დეფიციტური მოცემულობაა და მოთხოვნადია ბაზარზე. როგორ შეიძლება, ეს დაკვეთა მივიღოთ – ეს ჰაერიდან ვერ მოვა. ამისთვის საჭიროა, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, ეკონომიკის სამინისტროსთან და ბიზნესსექტორთან ერთად, რეგულარულად აწარმოოს ბაზრის კვლევა, რათა ჩვენ პულსზე გვედოს ხელი, ყოველწუთიერად ვიცოდეთ, ბაზრის მოთხოვნილება რა არის.

ერთი ამომავალი პრინციპია, რომელსაც ვერ გავექცევით ვერც ჩვენ და ვერც ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც განვითარებაზეა ორიენტირებული, ბაზარი ჩვენ ვერ მოგვერგება. ჩვენ უნდა მოვერგოთ ბაზრის მოთხოვნილებას. ამიტომ ჩვენ უნდა მივყვეთ იმ მაჯისცემას, რომელიც ბაზრის მოთხოვნილებიდან გამომდინარეა.

ეს რეგულარული კვლევები მოგვცემს საშუალებას, განვსაზღვროთ ახლო, რამდენიმეწლიან პერსპექტივაში, კონკრეტულად რა პროფესიებზე და რა რაოდენობის სპეციალისტებზეა მოთხოვნილება. ისევე როგორც გრძელვადიან პერსპექტივაში – შეიძლება, დღეს აქტუალური არ არის, მაგრამ იკვეთებოდეს მოცემულობები, რომ მაგალითად, 5, 7, 10 წელიწადში კონკრეტული მიმართულებით გვესაჭიროება კონკრეტული პროფესიები და ახლავე დავიწყოთ პირველადი შემზადება, კონკრეტული პროცესების წარმართვა, რომ ამას შევხვდეთ მომზადებული.

ამ კონტექსტიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სამინისტროს აქტიური კომუნიკაცია ეკონომიკის განვითარების სამინისტროსთან, ისევე როგორც ბიზნესსექტორთან და მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ორივესთან მუდმივი კომუნიკაციაა.

ამ კომუნიკაციაში უშუალოდ პრემიერ-მინისტრი არის ჩართული, მთელი მთავრობა ვართ ჩართული, რათა ერთმანეთს ხელი შევუწყოთ და საბოლოო ჯამში, ეს მოგვცემს იმ შედეგს, რომელიც ამ ქვეყანას კიდევ უფრო გააძლიერებს ეკონომიკურად, კიდევ უფრო მეტი ოჯახი და კონკრეტული ადამიანები იქნებიან უზრუნველყოფილი მაღალანაზღაურებადი სამუშაოთი. რაც მთავარია, ჩვენ არ გვექნება საჭიროება, რომ კონკრეტულ სპეციალობებზე, კონკრეტულ პროფესიებზე შემოვიყვანოთ უცხოეთიდან ადამიანები, არამედ შევძლებთ, ჩვენ ადგილზე, ადგილობრივი მოსახლეობა მაქსიმალურად დავასაქმოთ და მივცეთ მათ შესაბამისი, ღირსეული ანაზღაურება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ამასთან, გივი მიქანაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიზანია, თბილისთან ერთად, დეკონცენტრაციის და ბალანსის მეტ-ნაკლებად დაცვის მიზნით, ქუთაისი გახდეს მეორე საუნივერსიტეტო ჰაბი.

„დეკონცენტრაციასთან დაკავშირებით დღეს მოცემულობა გვაქვს ასეთი – სტატისტიკური მონაცემები გვეუბნება, რომ 85 პროცენტი სტუდენტების არის კონცენტრირებული დედაქალაქში, 15 პროცენტი კონცენტრირებულია ქუთაისსა და რეგიონებში. ჩვენ გვაქვს ხუთი რეგიონული უნივერსიტეტი – ეს არის ზუგდიდის, ბათუმის, ახალციხის, თელავისა და გორის უნივერსიტეტები.

ქუთაისში გვაქვს ორი სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჩვენი მიზანია, რომ თბილისთან ერთად, დეკონცენტრაციის და ბალანსის მეტ-ნაკლებად დაცვის მიზნით, ქუთაისი გავხადოთ მეორე საუნივერსიტეტო ჰაბად.

შესაბამისად, დატვირთვა გადავიტანოთ თბილისიდან ნაწილობრივ ქუთაისში. ამავდროულად, ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ ის ხუთი რეგიონული უნივერსიტეტი და მათ მივცეთ უფრო შედარებით ვიწროპროფილური დატვირთვა. როცა ვუყურებთ ბაზრის მოთხოვნილებებს ზოგად კონტექსტში და იმ შესაძლებლობებს, რომელიც საქართველოსთან მიმართებით არსებობს, მოთხოვნად პროფესიებს, ყველაზე მეტად იკვეთება ამ ეტაპზე აგრარული სექტორის მიმართულებით მოთხოვნილებები. ასევე, პედაგოგების მომზადების სექტორი. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ხუთი უნივერსიტეტი ძირითადად ამ მიმართულებებით უნდა იყოს დატვირთული.

შესაძლოა, სადღაც კიდევ რაღაც მიმართულებები მცირედით დაემატოს, მაგრამ ძირითადი დატვირთვა უნდა მოდიოდეს თბილისსა და ქუთაისში მდებარე სახელმწიფო უნივერსიტეტებზე, რომლებიც ამ რესურსს გადაანაწილებს. რუსთავის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. მეშვიდე კომპონენტი, მეშვიდე გამოწვევა სწორედ ინფრასტრუქტურასთან არის დაკავშირებული. ქალაქში როცა გადავადგილდებით და სახელმწიფო უნივერსიტეტების შენობებს ვხედავთ, გარედანაც ვხედავთ, რომ ეს ინფრასტრუქტურა საკმაოდ მოძველებულია, ხშირ შემთხვევაში და საჭიროებს შემდგომ განახლებას“, - დასძინა მიქანაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761069008

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ნიკოლ ფაშინიანთან, დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობას

თბილისის აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმის წინ, ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. მ...

ირაკლი კობახიძე

1761067959

ახალი ამბები

ISFED-ის მორიგი ტყუილები და მანიპულაცია

ორგანიზაცია ISFED-მა გამოაქვეყნა კვლევა სათაურით - „ქართული ოცნების“ ონლაინ მედიის ეკოსისტემის ფინანსური წყაროები. აღნიშნულ კვლევაში, სხვა მედია სააგენტოებთან ერთად, ISFED-ს არც „შპს პირველი“ გამორჩენ...

ISFED-ის მორიგი ტყუილები და მანიპულაცია

1761066450

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში იმყოფება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაც...

ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

1761064948

ახალი ამბები

გივი მიქანაძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ინფორმაციას განათლების სამინი...

გივი მიქანაძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

1761062699

ახალი ამბები

ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლით გზაზე, 32 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს

ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლით გზაზე, 32 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ავტომობილი დაეჯახა და მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თანასოფლელების თქმით, გარდაცვლილი კაცი აღნ...

პოლიცია