გივი მიქანაძე: განათლების რეფორმის კონცეფციის განხილვას ვგეგმავთ შესაბამის მიზნობრივ ჯგუფებთან, რათა მოვისმინოთ მათი მხრიდან არგუმენტირებული პოზიციები და ჩამოგვიყალიბდეს საბოლოო ხედვა

უახლოესი დღეების, კვირების განმავლობაში შესაბამის მიზნობრივ ჯგუფებთან ვგეგმავთ წარმოდგენილი კონცეფციის განხილვას, რათა მოვისმინოთ მათი მხრიდან არგუმენტირებული პოზიციები და საბოლოო ხედვა ჩამოგვიყალიბდეს, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განათლების სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა - მაკა ცინცაძესთან“ ერთად განაცხადა.
მიქანაძის თქმით, გასულ კვირას პრემიერ-მინისტრმა წარადგინა კონცეფციის სამუშაო ვერსია, რომელიც მრავალთვიანი მუშაობის შედეგია.
„პრეზენტაციის დროს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა და შემდგომში, როდესაც კომენტარები გაკეთდა ჩემი მხრიდან, თუ ჩემი მოადგილეების მხრიდან, რომლებიც სხვადასხვა ეთერს სტუმრობდნენ, ცალსახად ითქვა იმის შესახებ, რომ ჩვენ უახლოესი დღეების, კვირების განმავლობაში შესაბამის მიზნობრივ ჯგუფებთან ვგეგმავთ, წარმოდგენილი კონცეფცია განხილულ იქნეს. მოვისმინოთ მათი მხრიდან არგუმენტირებული პოზიციები, რათა საბოლოო ხედვა ჩამოგვიყალიბდეს.
მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან შეიქმნა სამთავრობო, სპეციალური კომისია, რომელიც მუშაობდა სწორედ ამ საკითხზე და მრავალთვიანი მუშაობის შედეგის წარდგენა მოხდა გასულ კვირას, როდესაც პრემიერმა საჯაროდ წარადგინა კონცეფციის სამუშაო ვერსია. ასე იყო ის სწორედ საზოგადოების წინაშე წარდგენილი და მიწოდებული“,- აღნიშნა მიქანაძემ.
მიქანაძის განმარტებით, დოკუმენტი ექვემდებარება შემდგომ განხილვებს, ოღონდ ეს არ უნდა იყოს მიზანმიმართული, პროვოკაციული განცხადებები, რომლებიც არანაირი არგუმენტებით არ არის გაჯერებული.
„მცდელობა არის და, სამწუხაროდ, ვხედავთ გასული დღეების განმავლობაში, რომ რიგი, კონკრეტული ჯგუფების მხრიდან მიზნობრივად ხდება საზოგადოებისთვის არასწორად ინტერპრეტირება იმ დოკუმენტისა, რომელიც გასაჯაროვდა და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია. მიზანი მარტივია, ყველასთვის ცნობილია, რომ ეს სფერო ძალიან მგრძნობიარეა, რადგან ის ეხება ყველა ოჯახს. არ არსებობს ოჯახი, რომელსაც კვეთა არ ჰქონდეს განათლების სისტემასთან. როდესაც უმაღლეს განათლებას ეხება, აქ კიდევ უფრო მეტი მოთხოვნილებებია“, - დასძინა განათლების მინისტრმა.
1761069008
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ნიკოლ ფაშინიანთან, დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობას
თბილისის აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმის წინ, ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. მ...
1761067959
ახალი ამბებიISFED-ის მორიგი ტყუილები და მანიპულაცია
ორგანიზაცია ISFED-მა გამოაქვეყნა კვლევა სათაურით - „ქართული ოცნების“ ონლაინ მედიის ეკოსისტემის ფინანსური წყაროები. აღნიშნულ კვლევაში, სხვა მედია სააგენტოებთან ერთად, ISFED-ს არც „შპს პირველი“ გამორჩენ...
1761066450
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში იმყოფება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაც...
1761064948
ახალი ამბებიგივი მიქანაძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ინფორმაციას განათლების სამინი...
1761062699
ახალი ამბებიბაკურციხე-გურჯაანის შემოვლით გზაზე, 32 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს
ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლით გზაზე, 32 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ავტომობილი დაეჯახა და მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თანასოფლელების თქმით, გარდაცვლილი კაცი აღნ...