ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას, საჭიროების შემთხვევაში, დედაქალაქის მერია სასტუმროებში დააბინავებს

თბილისის მერი კახა კალაძე ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის N16-ში მომხდარი აფეთქების ადგილზე იმყოფება.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო პოლიციის, რაიონის გამგეობისა და მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებიან.

დედაქალაქის მერის თქმით, მუნიციპალიტეტი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, კორპუსის ყველა მცხოვრები დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს.

„ფონიჭალაში დღეს დილით სამწუხარო ფაქტი მოხდა - აფეთქება, რომელიც გამოწვეულია ბუნებრივი აირის გაჟონვით. ამ წუთებში მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. შვიდ ადამიანს ეძებენ. პარალელურად, მობილიზებულია მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური. ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები. ერთობლივად მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებებისა და სამუშაოების გატარება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პარალელურად, საცხოვრებელი კორპუსის მდგრადობას თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია სწავლობს.

„თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია ახორციელებს მთლიანად საცხოვრებელი კორპუსის შესწავლას მდგრადობასთან დაკავშირებით. მობილიზებული გვაქვს სასტუმროები. უკვე ყველაფერი უზრუნველყოფილია და თუ აუცილებლობა იქნება, მთლიანად კორპუსის მაცხოვრებლებს, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ. ეს გვეცოდინება შემოწმების შემდეგ, როდესაც მუნიციპალური ლაბორატორია სამუშაოებს დაასრულებს. ამის შემდეგ უკვე გვეცოდინება რეალურად რამდენი ოჯახის გადაყვანა იქნება შესაძლებელი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795068322

მსოფლიო

ჩინეთში პუტინისა და ტრამპის შეხვედრა მიმდინარეობს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთში, ქალაქ შენჟენში წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს შეხვდა. როგორც რუსული მედია წერს, შეხვედრის დასაწყ...

ჩინეთში პუტინისა და ტრამპის შეხვედრა მიმდინარეობს

1795065258

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 19 ნოემბერს საქართველოში

19 ნოემბერს ქუთაისში წვიმა იქნება, დღისით +18 და ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ნალექია მოსალოდნე...

ამინდი, შემოდგომა, წვიმა

1795064182

მსოფლიო

ტრამპი: მოუთმენლად ველი სი ძინპინსა და ვლადიმერ პუტინთან ისტორიულ სამმხრივ შეხვედრას

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებთან სამმხრივ, ისტორიულ შეხვედრას მოუთმენლად ელის. მოუთმენლად ველი დღეს, მოგვიანებით, პრეზიდენტ სიძინპინსა...

ტრამპი

1795035279

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: გამჭვირვალობის კანონი სხვადასხვა ქვეყანაში მიიღეს მას შემდეგ, რაც ჩვენ ქარცეცხლში გაგვატარეს

საინტერესოა, რამდენი ხანი დასჭირდებათ, რომ ამ რეკომენდაციის ავტორები რუსებად შერაცხონ, საინტერესოა, რამდენ ხანში მონათლავენ ამ რეკომენდაციას რუსულად, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირ...

ირაკლი კირცხალია

1795034854

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: თუ ვინმეს დემოკრატიული პრინციპის დასამარების მცდელობა ჰქონდა, ეს არის დღევანდელი ბრიუსელი

თუ ვინმეს დემოკრატიული პრინციპის დასამარების მცდელობა ჰქონდა, ეს არის დღევანდელი ბრიუსელი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ბ...

ირაკლი კირცხალია