საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს შეხვდა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თამაზ ბორაშვილი დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, თამაზ ბორაშვილმა შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ალი ნაგიევთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენები და საერთაშორისო უსაფრთხოების წინაშე მდგარი თანამედროვე გამოწვევები. ხაზი გაესვა გლობალური საფრთხეების დაძლევის პროცესში ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობას.
შეხვედრის დასასრულს, თამაზ ბორაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა გულთბილი მასპინძლობისთვის და საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
შეხვედრას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე გიორგი ბახუაშვილი, მოადგილე დავით არჩვაძე და დაზვერვის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
1795034854
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: თუ ვინმეს დემოკრატიული პრინციპის დასამარების მცდელობა ჰქონდა, ეს არის დღევანდელი ბრიუსელი
თუ ვინმეს დემოკრატიული პრინციპის დასამარების მცდელობა ჰქონდა, ეს არის დღევანდელი ბრიუსელი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ბ...
1795034202
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ე.წ. პოლიტიკური აგენტურული ძალები საზოგადოებაზე რომ ფიქრობდნენ, აგენტები ვერ იქნებოდნენ, აგენტმა არ იცის, რა არის სამშობლოს ცნება
თუ „კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ“ რამე გადააფასა, როგორ შეიძლება ყოველდღე, ყოველი მოვლენისა და პროცესის დროს, ყველა მხრივ, ყოველდღე საზოგადოებას შეურაცხყოფა მიაყენო იმ უტიფრობით, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ?,...
1795033706
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ვერავის დააშინებენ, ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება შანტაჟს არ ექვემდებარება
ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება შანტაჟს არ ექვემდებარება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ განაცხ...
1795033616
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: უკვე ვხედავთ კონსტიტუციურ პროცესზე გამოხმაურებებს, ეს არის შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში ჩარევის ნათელი მაგალითი
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვებთან დაკავშირებით ბრიუსელიდან გაკეთებულ განცხადებებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში ჩარევა უწოდა. როგორ...
1795033545
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: თურმე „კოლექტიური ნაცმოძრაობისთვის“ ქვეყნის ღალატი უმაღლესი დიპლომატიის მწვერვალი ყოფილა
„თურმე „კოლექტიური ნაცმოძრაობისთვის“ ქვეყნის ღალატი უმაღლესი დიპლომატიის მწვერვალი ყოფილა. დღეს საზოგადოებას ეს უთხრეს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავ...































