საქსტატი: იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტი 57.2%-ით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშით, 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 6 874.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 17.9 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 60.2 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 57.2 პროცენტით გაიზარდა და 4 141.5 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
უწყების ანგარიშით, 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 62.6 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან ჩინეთი – 654.8 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 578.6 მლნ. აშშ დოლარითა და თურქეთი – 350.0 მლნ. აშშ დოლარით.
2026 წლის იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები არის წარმოდგენილი 828.8 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 20.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები, 523.7 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 262.1 მლნ. აშშ დოლარით.
1795035279
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: გამჭვირვალობის კანონი სხვადასხვა ქვეყანაში მიიღეს მას შემდეგ, რაც ჩვენ ქარცეცხლში გაგვატარეს
საინტერესოა, რამდენი ხანი დასჭირდებათ, რომ ამ რეკომენდაციის ავტორები რუსებად შერაცხონ, საინტერესოა, რამდენ ხანში მონათლავენ ამ რეკომენდაციას რუსულად, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირ...
1795034854
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: თუ ვინმეს დემოკრატიული პრინციპის დასამარების მცდელობა ჰქონდა, ეს არის დღევანდელი ბრიუსელი
თუ ვინმეს დემოკრატიული პრინციპის დასამარების მცდელობა ჰქონდა, ეს არის დღევანდელი ბრიუსელი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ბ...
1795034202
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ე.წ. პოლიტიკური აგენტურული ძალები საზოგადოებაზე რომ ფიქრობდნენ, აგენტები ვერ იქნებოდნენ, აგენტმა არ იცის, რა არის სამშობლოს ცნება
თუ „კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ“ რამე გადააფასა, როგორ შეიძლება ყოველდღე, ყოველი მოვლენისა და პროცესის დროს, ყველა მხრივ, ყოველდღე საზოგადოებას შეურაცხყოფა მიაყენო იმ უტიფრობით, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ?,...
1795033706
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ვერავის დააშინებენ, ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება შანტაჟს არ ექვემდებარება
ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება შანტაჟს არ ექვემდებარება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ განაცხ...
1795033616
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: უკვე ვხედავთ კონსტიტუციურ პროცესზე გამოხმაურებებს, ეს არის შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში ჩარევის ნათელი მაგალითი
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვებთან დაკავშირებით ბრიუსელიდან გაკეთებულ განცხადებებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში ჩარევა უწოდა. როგორ...































