ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანია
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანია.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო- სამედიცინო დახმარების არაერთი ბრიგადაა მობილიზებული.
„ამ მიმართულებით, შეიძლება, ითქვას, რომ შეფერხება არ არსებობდა. პირველივე წუთებიდან, როგორც კი მივიღეთ ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ადგილზე გაჩნდა ყველა საჭირო ბრიგადა. შესაბამისად, ადამიანები, ვისაც ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა, უკვე ყველა გადაყვანილია შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. ყველასთვისაა ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, დახმარება.
ოთხი ადამიანია ამ დროისთვის ჰოსპიტალიზებული. მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანი გახლავთ, - განაცხადა სარჯველაძმე.
მან ასევე აღნიშნა, რომ მცირეწლოვანი განსაკუთრებული ყურადღებისა და დაკვირვების ქვეშაა.
„სხვადასხვა სახის და სიმძიმის დაზიანებებია და მეთვალყურეობის პროცესშია თითოეული მათგანი. იმის მიხედვით, თუ როგორ განისაზღვრება საჭიროება სამედიცინო დახმარების, თითოეული მათგანისთვის აღნიშნული სამედიცინო დახმარება იქნება ხელმისაწვდომი“,- განაცხადა სარჯველაძემ.
1795064182
მსოფლიოტრამპი: მოუთმენლად ველი სი ძინპინსა და ვლადიმერ პუტინთან ისტორიულ სამმხრივ შეხვედრას
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებთან სამმხრივ, ისტორიულ შეხვედრას მოუთმენლად ელის. მოუთმენლად ველი დღეს, მოგვიანებით, პრეზიდენტ სიძინპინსა...
1795035279
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: გამჭვირვალობის კანონი სხვადასხვა ქვეყანაში მიიღეს მას შემდეგ, რაც ჩვენ ქარცეცხლში გაგვატარეს
საინტერესოა, რამდენი ხანი დასჭირდებათ, რომ ამ რეკომენდაციის ავტორები რუსებად შერაცხონ, საინტერესოა, რამდენ ხანში მონათლავენ ამ რეკომენდაციას რუსულად, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირ...
1795034854
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: თუ ვინმეს დემოკრატიული პრინციპის დასამარების მცდელობა ჰქონდა, ეს არის დღევანდელი ბრიუსელი
თუ ვინმეს დემოკრატიული პრინციპის დასამარების მცდელობა ჰქონდა, ეს არის დღევანდელი ბრიუსელი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ბ...
1795034202
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ე.წ. პოლიტიკური აგენტურული ძალები საზოგადოებაზე რომ ფიქრობდნენ, აგენტები ვერ იქნებოდნენ, აგენტმა არ იცის, რა არის სამშობლოს ცნება
თუ „კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ“ რამე გადააფასა, როგორ შეიძლება ყოველდღე, ყოველი მოვლენისა და პროცესის დროს, ყველა მხრივ, ყოველდღე საზოგადოებას შეურაცხყოფა მიაყენო იმ უტიფრობით, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ?,...
1795033706
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ვერავის დააშინებენ, ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება შანტაჟს არ ექვემდებარება
ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება შანტაჟს არ ექვემდებარება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ განაცხ...































