ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი სამი წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
ინგოროყვას კლინიკის ექიმის ანი დალაქიშვილის ინფორმაციით, სამი წლის გოგონას, რომელიც მაშველებმა ფონიჭალაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ექიმის ცნობით, ჩატარებული კომპიუტერულ-ტომოგრაფიული მონაცემებით, გოგონას რაიმე მწვავე ტრავმული დაზიანება არ გამოუვლინდა.
ასევე, ექიმის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან ინგოროყვას კლინიკაში შეყვანილია კიდევ ორი ადამიანი, დედა-შვილი, რომელთა მდგომარეობაც, ასევე, დამაკმაყოფილებელია.
„ინგოროყვას კლინიკაში შემთხვევის ადგილიდან შემოსულია სამი პაციენტი. ამ ეტაპზე დედა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა ბინაზე, რაც შეეხება 11 წლის ბიჭს, მისი მდგომარეობაც შედარებით დამაკმაყოფილებელია, განაგრძობს მკურნალობას ინტენსიურ განყოფილებაში. ერთი საათის წინ შემოვიდა სამი წლის გოგონა, რომლის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. ჩატარებული კომპიუტერულ-ტომოგრაფიული მონაცემებით რაიმე მწვავე ტრავმული დაზიანება არ გამოვლინდა“, - განაცხადა ექიმმა.
ცნობისთვის, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 19 ნოემბერს დილით მოხდა. დაშავებული ოთხი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მაშველები 7 ადამიანს ეძებდნენ. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 3 წლის ბავშვი ცოცხალი იპოვეს. ნანგრევებში 3 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს - ორი ქალისა და ერთი ბავშვის, ხოლო დაკარგული კიდევ 3 ადამიანის ძებნა ამ დრომდე გრძელდება.
1795096101
ახალი ამბებიპროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ფონიჭალაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს
პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ფონიჭალაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. „დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე...
1795095066
ახალი ამბებიზურაბ რურუა მიხეილ სააკაშვილზე: მისი მხრიდან ჩვენი საამაყო ფეხბურთელების შეურაცხყოფა ამორალური საქციელია
მიხეილ სააკაშვილი კვლავ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს აკრიტიკებს. მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტმა დაწერა, რომ ნაკრების გულშემატკივრობას წყვეტს, ის კიდევ ერთ სტატუსს აქვეყნებს და ამჯერად გიორგი მამარდა...
1795094641
ახალი ამბებიფონიჭალაში აფეთქებული კორპუსიდან მაშველებმა ბავშვი ცოცხალი ამოიყვანეს
თბილისში, ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი ბავშვი გამოიყვანეს, მცირეწლოვანი გოგონა კონტაქტურია და ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. თბილისში, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრე...
1795093837
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.5933 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5927 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1795092617
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ და უცხოური აგენტურის განცხადებას ნაკლები ყურადღება უნდა მივაქციოთ
„ამ ფორმატის აღდგენის აუცილებლობა თავად ცხოვრებამ მოიტანა, ჩვენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა და პოლიტიკური დიალოგი არ გვაქვს, მაგრამ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობა გვაქვს, ამიტომ ამ მიმართულები...































