თენგიზ შარმანაშვილი: ოპონენტების მთავარი ამოცანაა, თავი აარიდონ იმ საკითხებს, რომელიც არის უმძიმესი და მთავარი მტკიცებულება საქმეში, რომ ისინი არაკონსტიტუციურები არიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპონენტების მთავარი ამოცანა იმ საკითხებისთვის თავის არიდებაა, რომლებიც, მისი თქმით, მათი არაკონსტიტუციურობისა და პარტიების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

შარმანაშვილის თქმით, წარსულში ჩადენილი დანაშაულების გარდა, აღნიშნული პარტიების გაუქმების არგუმენტი მომავალში არსებული საფრთხეცაა, რადგან მისი თქმით, მათ პასუხებში სწორედ პოლიტიკური საფრთხის შემცველი დამოკიდებულება იკვეთება.

მან ასევე ისაუბრა დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაზე იმ იმ ბრალდებაზე, რომ თითქოს კომისია მიკერძოებული იყო. შარმანაშვილის თქმით, მიკერძოება იქნებოდა მხოლოდ გარკვეული კატეგორიის პირების მოწვევა და სხვების არა.

„მათი მთავარი ამოცანაა, თავი აარიდონ იმ საკითხებს, რომელიც არის უმძიმესი და მთავარი მტკიცებულება საქმეში, რომ ისინი არაკონსტიტუციურები არიან და მათი პარტიები უნდა გაუქმდეს ამ უდიდესი დანაშაულების გამო და არა მხოლოდ ამის, არამედ იმის გამოც, რომ მომავალშიც საფრთხის შემცველნი არიან. მათი პასუხებიდან ჩანს მათი დამოკიდებულება, რომ პოლიტიკური საფრთხის მატარებლები არიან. ამის გამო რომ ამას თავი აარიდონ, მეორეხარისხოვან საკითხებზე, პოლიტიკურ განცხადებებზე ითხოვენ ხოლმე ჩვენს პასუხებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ წამოვეგებით და იმ ძირითად ხაზს, რაშიც მათ ბრალი ედებათ, რითაც ჩვენი გაგებით უტყუარად მტკიცდება, რომ მათ უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი და ადასტურებს მათ არაკონსტიტუციურობას, ამას თავს ვერ აარიდებენ, ჩვენ ამის საშუალებას არ მივცემთ.

ჩვენ მაშინ ვიქნებოდით მიკერძოებულები მხოლოდ გარკვეული ტიპის ადამიანები მოგვეწვია [საგამოძიებო კომისიაზე] და მეორე კატეგორიის ადამიანები არ მოგვეწვია.

თვითონ არ მოვიდნენ, მეტიც, 9-ჯერ გავაფრთხილეთ, რომ არ მოსვლა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევდა. არ მოვიდნენ, ამის გულისთვის ციხეში წავიდნენ და ახლა მე მთხოვენ პასუხს მე რატომ არაფერი მათქმევინეო. იმდენად არანაირი მტკიცებულებები და არანაირი სათქმელი არ აქვთ არც საზოგადოებისთვის და არც სასამართლოსთვის, ასეთ ავანტიურაზე და ტყუილებზეც კი მიდიან“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795096101

ახალი ამბები

პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ფონიჭალაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს

პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ფონიჭალაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. „დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე...

 ლევან ვეფხვაძე

1795095066

ახალი ამბები

ზურაბ რურუა მიხეილ სააკაშვილზე: მისი მხრიდან ჩვენი საამაყო ფეხბურთელების შეურაცხყოფა ამორალური საქციელია

მიხეილ სააკაშვილი კვლავ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს აკრიტიკებს. მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტმა დაწერა, რომ ნაკრების გულშემატკივრობას წყვეტს, ის კიდევ ერთ სტატუსს აქვეყნებს და ამჯერად გიორგი მამარდა...

ზურაბ რურუა

1795094641

ახალი ამბები

ფონიჭალაში აფეთქებული კორპუსიდან მაშველებმა ბავშვი ცოცხალი ამოიყვანეს

თბილისში, ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი ბავშვი გამოიყვანეს, მცირეწლოვანი გოგონა კონტაქტურია და ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.  თბილისში, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრე...

ფონიჭალაში აფეთქებული კორპუსიდან მაშველებმა ბავშვი ცოცხალი ამოიყვანეს

1795093837

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.5933 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5927 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...

ლარის კურსი

1795092617

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ და უცხოური აგენტურის განცხადებას ნაკლები ყურადღება უნდა მივაქციოთ

„ამ ფორმატის აღდგენის აუცილებლობა თავად ცხოვრებამ მოიტანა, ჩვენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა და პოლიტიკური დიალოგი არ გვაქვს, მაგრამ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობა გვაქვს, ამიტომ ამ მიმართულები...

ირაკლი ქადაგიშვილი