რუბიოს თქმით, ტრამპს სი ძინპინისთვის ირანთან დაკავშირებით დახმარება არ უთხოვია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პეკინში ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან მოლაპარაკებების დროს მას ირანთან ომში დახმარება არ სთხოვა. ამის შესახებ რუბიომ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

რუბიოს თქმით, ტრამპმა და სი ძინპინმა ირანში ომი და ჰორმუზის სრუტის ბლოკადა განიხილეს.

„ჩინურმა მხარემ განაცხადა, რომ ისინი არ ემხრობიან ჰორმუზის სრუტის მილიტარიზაციას და არც გადასახადის სისტემის დაწესებას და ეს ჩვენი პოზიციაა“, - განაცხადა აშშ-ის უმაღლესმა დიპლომატმა ტრამპს, სი ძინპინსა და ქვეყნების დელეგაციებს შორის ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.

მედიის ცნობით, მოსალოდნელი იყო, რომ ტრამპი ჩინეთის ლიდერს ირანთან აშშ-ისრაელის ომის დასრულებასა და ჰორმუზის სრუტის გარშემო არსებული ჩიხის მოგვარებაში დახმარებას სთხოვდა. თუმცა, რუბიომ აღნიშნა, რომ ტრამპმა „მას არაფერი სთხოვა“.

„ჩვენ ჩინეთს დახმარებას არ ვთხოვთ. ჩვენ მათი დახმარება არ გვჭირდება“, - განაცხადა რუბიომ.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ტრამპმა და სი ძინპინმა ირანთან დაკავშირებით საერთო ენა იპოვეს, ჩინეთმა კი კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არ ეთანხმება ირანის მიერ ბირთვული იარაღის შემუშავებას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778770259

ახალი ამბები

ფოჩხუა: 1000 დოლარს რომ გადაუხდიან ნაცები, ჯო უილსონი გამოვარდება და საქართველოს მთავრობას კომუნისტური ჩინეთის გავლენის ქვეშ მყოფად მოიხსენიებს, თითქოს ნანახი არ ჰქონდეს მისი ქვეყნის პრეზიდენტის დითირამბები სი ძინპინთან

„ხვალ რომ 1000 დოლარს გადაუხდიან ნაცები, ჯო უილსონი გამოვარდება და საქართველოს მთავრობას კომუნისტური ჩინეთის გავლენის ქვეშ მყოფ ძალად მოიხსენიებს“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ტრამპისა და სი...

 ნინო ფოჩხუა

1778768297

ახალი ამბები

მახაშვილი: მოლდოვისგან გასაკვირი არაფერია, ბოლო წლებში ვნახეთ, მოლდოვის პრეზიდენტმა როგორ მოასუფთავა მედიასივრცე და დატოვა მხოლოდ ის ერთი-ორი არხი, რომლებიც პირდაპირ სამთავრობო პროპაგანდაა

ეს არის გაგრძელება იმ ძალისხმევის, რასაც ჩვენ ვაკვირდებით ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომ მათთვის არასასურველი ხმები გააჩუმონ, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევ...

ლევან მახაშვილი:

1778766812

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტის მიერ ქართული მედიისთვის აკრედიტაციის შეჩერების საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება საინტერესოა იმ მხრივაც, რომ სრულად აშიშვლებს დღევანდელი ბრიუსელის ფარისევლობას

„ევროკავშირის მიერ ათასობით ევრო დაიხარჯა საქართველოს პარლამენტში მოქმედი აკრედიტაციის წესის დისკრედიტაციის კამპანიაში, დღეს კი აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტს მედიისთვის საქართველოს პარლამენტზე გაცილები...

შალვა პაპუაშვილი

1778765267

მსოფლიო

ნიკოლ​ ფაშინიანი: ჩვენ რუსეთთან კონფლიქტში არ შევალთ, პირველ რიგში იმიტომ, რომ რუსეთთან დაპირისპირება ჩვენს მასშტაბებს აღემატება - ჩვენ მოკრძალებული სახელმწიფო ვართ

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი რუსეთთან კონფლიქტში არ შევა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მოსკოვთან დაპირისპირება არც ერევნის მიზანი და არც მისი მასშტაბია. „ჩვენ რუსეთთან კონფლიქტში ა...

ნიკოლ ფაშინიანი

1778764033

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6802 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6818 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ლარის კურსი