გარყვნილი ქმედება საკლასო ოთახში და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 4 არასრულწლოვანი
არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედება - ამ მძიმე ბრალდებით ქვემო ქართლში ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი დააკავეს.
"კურიერის" მიერ მოპოვებული საქმის მასალებით ირკვევა, რომ 50 წლამდე მამაკაცი, საკუთარ მოსწავლეებზე რამდენიმე თვის განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა. იდენტიფიცირებულია დანაშაულის ექვსი ეპიზოდი, დაზარალებულები კი, 11 და 12 წლის გოგონები არიან.
საქმის მასალებში დევს მეექვსე კლასის მოსწავლეების საკმაოდ მძიმე ჩვენებები, რომელსაც "კურიერი" არასრულწლოვანთა ინტერესებიდან გამომდინარე არ ასაჯაროებს.
ბრალდებული პედაგოგი დანაშაულს არ აღიარებს. ადვოკატი ირწმუნება, რომ ფაქტების ნაწილი მოსწავლეებმა გამოიგონეს, ნაწილი კი გამოძიებამ გააზვიადა.
გამოძიების ინფორმაციით, მძიმე დანაშაულის შესახებ მალევე ცნობილი გახდა სკოლის დირექტორისთვის, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ამბავი საგანმანათლებლო დაწესებულების კედლებიდან არ უნდა გასულიყო. სწორედ ამიტომ, პოლიციისთვის შეუტყობინებლობის ბრალდებით, პროკურატურამ ბრალი დირექტორსაც წარუდგინა, თუმცა პირველი ინსტანციის მოსამართლე მადონა მაისურაძემ, საქმეში დირექტორის პასუხისმგებლობა ვერ დაინახა და მის მიმართ გამოსცა განჩინება სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. გადაწყვეტილება უსაფუძვლოდ მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ, რომელმაც სკოლის დირექტორს აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.
უმძიმესი დანაშაულის დამალვას სკოლის ადმინისტრაცია ახლაც აქტიურად ცდილობს. "კურიერის" გადამღები ჯგუფის გამოჩენამ თანამშრომლები იმდენად გააღიზიანა, რომ ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული სკოლის მასწავლებელი, ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა სექტემბერში დაიწყება.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 საბერძნეთში გიორგი ბაჩიაშვილის ვილა გაძარცვეს - წაღებულია 90 ათასი ევროს ღირებულებების ძვირფასეულობა
🔵 სახალხო დამცველმა დასაქმებული ქალების მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტები დაადგინა
1782670204
ახალი ამბებითამთა მეგრელიშვილი: ლიბერალიზმის შინაარსის ქვეშ ერთიანდებიან სახელმწიფოები და ცდილობენ, ამ ტერმინით თავისუფლება გადათარგმნონ, რომელსაც თითქოს ყველას აძლევენ
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ბუდაპეშტში გამართულ პრაიდთან დაკავშირებით ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, განცხადებას ეხმაურება, რომელშიც მან უნგრეთის LGBTIQ+...
1782668024
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც გამიზნულია იმისთვის, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნან ამ რეზოლუციებით
„ეს არის ჩვეულებრივად, პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც გამიზნულია იმისთვის, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნან ამ რეზოლუციებით - ნეგატიური, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და კიდევ უფრო შეუწყონ ხ...
1782665015
მსოფლიოევროპაში უპრეცედენტო სიცხე გრძელდება - დანიასა და ჩეხეთში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა
ევროპაში უპრეცედენტო სიცხე გრძელდება. გერმანიაში, დანიასა და ჩეხეთში მაღალი ტემპერატურის რეკორდები დაფიქსირდა. რეკორდული ტემპერატურა დაფიქსირდა ჩეხეთში. ჩეხეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის (CHM...
1782662715
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე: ვიქტორ ყიფიანმა პარტია - „ჯერ საქართველო“ დააფუძნა - საქართველოს საკუთარი დღის წესრიგი სჭირდება და არა სხვისი ნების შემსრულებლებლები
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ვიქტორ ყიფიანის მიერ დაფუძნებულ პარტიას ეხმიანება სახელწოდებით „ჯერ საქართველო“. ანანიძის თქმით, საქართველოს საკუთარი დღის წესრიგი სჭირდება და არა სხვი...
1782659493
ახალი ამბებისიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, პოლიციის მანქანა დააზიანა - პოლიციელებზე თავდასხმისთვის 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით იმერეთში ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26 ივნისს, ზესტაფონში, სამართალდამცველ...































