გენადი არველაძე: CAREC-ის სავაჭრო პალატების ალიანსი, კერძო სექტორს დაეხმარება, უფრო აქტიურად განახორციელოს ბიზნესპროექტები შუა დერეფანში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ CAREC-ის (ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა) მინისტრთა 25-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიების ფარგლებში ჩამოყალიბდა CAREC-ის სავაჭრო პალატების ალიანსი, რომელშიც საქართველოც გაერთიანდა. ალიანსი თანამშრომლობის ღია პლატფორმაა, რომელიც CAREC-ის წევრი ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატებს და ბიზნესასოციაციებს აერთიანებს.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, CAREC-ის სავაჭრო პალატების ალიანსში საქართველოს გაერთიანება ხელს შეუწყობს ქვეყნის თანამშრომლობას აღნიშნული პროგრამის სხვა მონაწილე სახელმწიფოებთან შემდეგი მიმართულებებით - კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება, რეგიონის საინვესტიციო და ბიზნესშესაძლებლობების, მათ შორის, ახალი ბიზნესპარტნიორობების ხელშეწყობა.
„ალიანსი კერძო სექტორს დაეხმარება, უფრო აქტიურად განახორციელოს ბიზნესპროექტები შუა დერეფანში და ხელი შეუწყოს ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით თანამშრომლობას“, - აღნიშნა გენადი არველაძემ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მონღოლეთში ვიზიტის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა CAREC-ის მინისტრთა 25-ე კონფერენციასა და სადისკუსიო პანელში, რომელიც შუა დერეფნის განვითარების მიმართულებებს მიეძღვნა.
1790778170
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: ევროკავშირის შექმნის იდეა ეფუძნებოდა თითოეული წევრი სახელმწიფოს მნიშვნელობას ევროკავშირში, ფაქტობრივად ვეტოს გაუქმება ნიშნავს ამა თუ იმ ქვეყნების ოკუპირებას ევრობიუროკრატების მხრიდან
რატი იონათამიშვილმა ევროკომისიის მიერ ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების ფორმის ცვლილებაზე „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდ...
1790775597
ახალი ამბებივახტანგ ცინცაძე: საქართველოს ეკონომიკა აგრძელებს სწრაფი ტემპებით განვითარებას, რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება როგორც ექსპორტის, ისე ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით
„საქართველოს ეკონომიკა აგრძელებს სწრაფი ტემპებით განვითარებას, აგვისტოს თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 6.3% შეადგინა, ხოლო იანვარი-აგვისტოს საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.6%-ს გაუტოლდა“, - განაცხად...
1790775274
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: „ლელო“ და გახარია უნდათ გამიჯნონ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისგან“ და ეს ყველაფერი არის ხელოვნურად შექმნილი ხმაური და აჟიოტაჟი, ჩვენს მოქალაქეებს აღქმა გაუჩნდეთ, რომ ეს ორი პარტია ცალკე მდგომი აყალიბებს დღის წესრიგს
არის ხელოვნური პროცესები და გადალაგება ოპოზიციაში. „ლელო“ და გახარია უნდათ გამიჯნონ უცხოელმა პატრონებმა „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისგან“ და ეს ყველაფერი არის ხელოვნურად შექმნილი ხმაური და აჟიოტაჟ...
1790773987
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 30 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6047 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6051 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რ...
1790772750
საზოგადოებაპარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ქონების გადასახადზე 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება და ქონების გადასახადის ვალდებულება მხოლოდ იმ მოქალაქეებზე გავრცელდება, რომელთა წლიური შემოსავალი 100 ათასი ლარი ან მეტია
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით, 91 ხმით მიიღო, უქმდება მოქმედი მრავალსაფეხურიანი სისტემა (40 000 ლარიანი ზღვა...





























