„ღვინის ხარისხის გაუმჯობესების რეფორმა აზღვევს როგორც ინვესტორს, ისე მომხმარებელს“ - ლევან მეხუზლა
„მეღვინეობის დარგში შემოღებული ყველა რეგულაცია ემსახურება ხარისხის გაუმჯობესებას. რეფორმა აზღვევს როგორც ინვესტორს, ისე მომხმარებელს, იმ ობიექტური პირობების გათვალისწინებით, როდესაც საერთაშორისო ბაზრებზე იკლო ღვინის მოხმარებამ და გაზდრილია კონკურენცია“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ.
„ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ შესული ცვლილებებით, 2026 წლის 1 მაისიდან, სამეწარმეო ვენახის გაშენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობის საფუძველზე.
ლევან მეხუზლას განცხადებით, შეთანხმების მიღება მარტივია და ეხება მხოლოდ იმ მევენახეს, რომელიც გეგმავს ვენახი გააშენოს მიმდინარე წლის 1 მაისის შემდგომ პერიოდში.
„შეთანხმების მისაღებად საჭიროა ნიადაგის ლაბორატორიული ანალიზები. საქართველოში არსებობს ლაბორატორიები, რომლებიც ნიადაგის ანალიზებს ძალიან წარმატებით და ეფექტიანად აკეთებენ და არიან აკრედიტებული ამ სფეროში. ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ ნიადაგის წყლის დგომა არ იყოს 1 მეტრზე ნაკლები, რაც არის სრულიად სამართლიანი, რადგან წყლიან ნიადაგზე ვენახის გაშენებული ვენახი იძლევა უხარისხო ყურძენს. შეთანხმების მისაღებად განაცხადის წარმოსადგენის დროს, ასევე აუცილებელია ნაკვეთის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
მისი თქმით, ვენახის გაშენების მსურველებს არ ექნებათ ვაზის ნერგების შერჩევის პრობლემა.
„კანონით აკრძალულია მხოლოდ ჰიბრიდული ჯიშების გაშენება და სხვა ჯიშებზე არ იქნება შეზღუდვა. ჩვენ რთველის მანძილზე ურთიერთობა გვაქვს 20 ათასამდე მევენახესთან და პრაქტიკაში გვხვდება შეცდომები, როდესაც ვენახი გაშენებული ჭალაში, ან ზღვის დონიდან მაღალ სიმაღლეზე, რაც ემსახურება რაოდენობის ზრდას და არა ხარისხის გაუმჯობესებას. ჩვენი მიზანია, ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესება და ქართული ღვინის პოზიციონერების გაუმჯობესება გლობალურ ბაზარზე“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.
მისი თქმით, სააგენტო უფლებამოსილია სამეწარმეო ვენახის გაშენების თაობაზე არ გასცეს თანხმობა, თუ განმცხადებელი ვერ წარადგენს სამეწარმეო ვენახის გაშენების წესით განსაზღვრულ სრულ დოკუმენტაციას ან წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება ამ წესის დადგენილ მოთხოვნებს.
1777917458
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ამ ხნის განმავლობაში აქვს მტკიცედ ჩამოყალიბებული პოზიცია და დამოკიდებულება უკრაინასთან, რაც არაერთხელ გამოგვიხატავს საერთაშორისო ფორმატებში
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ერევანში გამართული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში ჟურნალისტებთან საქართველოსა და უკრაინის ურთიერ...
1777915379
მსოფლიოგერმანიის ქალაქ ლაიფციგში ავტომობილი ხალხში შევარდა - დაიღუპა 2 ადამიანი
გერმანიის ქალაქ ლაიფციგში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო dpa და გამოცემა Bild პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებენ. დაღუპულთა რაოდენობა...
1777912982
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაზე: როდესაც კითხულობ ამ ყალბი პათეტიკით გაჯერებულ ტექსტს იმ საელჩოს მხრიდან, რომელიც ორი წამყვანი ქართული მედიის მოკვლას ცდილობს, მხოლოდ ერთი შეფასება გიჩნდება - ნიანგის ცრემლები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეხმიანება დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას, რომელშიც საუბარია საქართველოში პრესის თავისუფლების მხრივ გაუარესებულ ვითარებაზე. პაპუაშვილის შეფასებ...
1777912175
სპორტიმსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე რევაზ მილდიანმა ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე რევაზ მილდიანმა ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. ეგვიპტეში მიმდინარე ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონ...
1777909714
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გავუსვი საქართველოს სტრატეგიულ როლს ევროპასა და აზიას შორის საიმედო ხიდის რანგში
„ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გავუსვი საქართველოს სტრატეგიულ როლს ევროპასა და აზიას შორის საიმედო ხიდის რანგში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ი...































