დავით სონღულაშვილი: თუ გვინდა, რომ ქართული ღვინო იყოს ხარისხთან ასოცირებული, ხარისხზე ზრუნვა უნდა დაიწყოს ვენახიდან
თუ ჩვენ გვინდა, რომ ქართული ღვინო იყოს ხარისხთან ასოცირებული, ხარისხზე ზრუნვა უნდა დაიწყოს ვენახიდან, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმ,ა „რუსთავი 2-ის" ეთერში.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქართული ღვინო ბაზარზე ხარისხიან პროდუქტად პოზიციონირებდეს აუცილებელია სწორედ ის როფორმები, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის სააგენტო ახორციელებენ:
„როდესაც ვსაუბრობთ, რომ ქართული ღვინო 8 000-წლიანი ისტორიის არის, აუცილებლად უნდა ვაპოზიციონიროთ, რომ ქართული ღვინო და ხარისხიანი ღვინო არის ერთი და იგივე. ამისთვის მნიშვნელოვანია რიგი რეფორმები, რომლებსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის სააგენტო ახორციელებენ - დაწყებული ყურძნის ჩაბარების დროს ხარისხის დიფერენცირების კონტროლიდან, დასრულებული ხარისხიანი ვენახების გაშენებით.
თუ ჩვენ გვინდა, გვქონდეს ხარისხიანი ღვინო, ეს შეუძლებელია ხარისხიანი ვენახის გარეშე; ხარისხიანი ვენახი კი შეუძლებელია შესაბამისი ვაზის ნერგისა და შესაბამისი ადგილის გარეშე. ამ ყველაფრის ერთობლიობამ კი გამოიწვია ის, რომ აუცილებლად უნდა იყოს განსაზღვრული ადგილი, შესწავლილ იქნას ნიადაგი, თუ სად შენდება ვენახი, და გამოყენებულ იქნას სერტიფიცირებული ვაზის ნერგი, რაც ნიშნავს იმას, რომ ის უნდა იყოს ხარისხიანი. ასევე, დარგვის დროს ცალსახად უნდა იყოს განსაზღვრული, რომ ერთ მეტრზე ქვევით არ იყოს გრუნტის წყალი. რაც, ერთობლიობაში, ქმნის შესაძლებლობას, რომ გაშენდეს მინიმალური ხარისხის ვენახი, რომელიც აკმაყოფილებს ხარისხიანი ღვინის სტანდარტს“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
1777915379
მსოფლიოგერმანიის ქალაქ ლაიფციგში ავტომობილი ხალხში შევარდა - დაიღუპა 2 ადამიანი
გერმანიის ქალაქ ლაიფციგში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო dpa და გამოცემა Bild პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებენ. დაღუპულთა რაოდენობა...
1777912982
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაზე: როდესაც კითხულობ ამ ყალბი პათეტიკით გაჯერებულ ტექსტს იმ საელჩოს მხრიდან, რომელიც ორი წამყვანი ქართული მედიის მოკვლას ცდილობს, მხოლოდ ერთი შეფასება გიჩნდება - ნიანგის ცრემლები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეხმიანება დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას, რომელშიც საუბარია საქართველოში პრესის თავისუფლების მხრივ გაუარესებულ ვითარებაზე. პაპუაშვილის შეფასებ...
1777912175
სპორტიმსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე რევაზ მილდიანმა ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე რევაზ მილდიანმა ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. ეგვიპტეში მიმდინარე ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონ...
1777909714
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გავუსვი საქართველოს სტრატეგიულ როლს ევროპასა და აზიას შორის საიმედო ხიდის რანგში
„ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გავუსვი საქართველოს სტრატეგიულ როლს ევროპასა და აზიას შორის საიმედო ხიდის რანგში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ი...
1777908215
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: არავის ენანება არც 1 თეთრი, არც 50 და არც თუნდაც 150 მილიონი იმაში, რასაც მოაქვს კონკრეტული შედეგი, მთავარია, ყველაფერი იყოს გონივრულად გააზრებული, სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ფარმაცევტულ კომპანიებს ეხება საქმე
„არავის ენანება არც 1 თეთრი, არც 50 და არც თუნდაც 150 მილიონი იმაში, რასაც მოაქვს კონკრეტული შედეგი, მთავარია, ყველაფერი იყოს გონივრულად გააზრებული. სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ფარმაცევტულ კომპანიებს...































