მაკა ბოჭორიშვილი: არანაირი შეზღუდვები დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით ევროკავშირს არ აქვს

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სამიტის ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ევროკავშირს დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით არანაირი შეზღუდვები არ აქვს, თუმცა ეს საკითხი არაერთხელ გამოყენებულა პოლიტიკურ კონტექსტში.

„არანაირი შეზღუდვები დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით ევროკავშირს არ აქვს. ეს მათი მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებაა, რომელიც ასევე ინსტრუმენტად იყო გამოყენებული საქართველოსთან ურთიერთობებში. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ კეთდებოდა განცხადებები ამ თუ იმ პროგრამის შეჩერების თაობაზე ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან, რასაც შემდეგ იყენებდნენ იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით შექმნილიყო პოლიტიკური დღის წესრიგი და გვქონოდა გარკვეული გამოხმაურება.

ამისთვის ხშირად იყო გამოყენებული ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან პროგრამები და სხვადასხვა დაფინანსების საკითხები. საქართველოს მხრიდან არანაირ დაფინანსებას პრობლემა არ შექჰმნია. ერთი ისაა, რომ წესებისა და კანონის მიხედვით უნდა გადაიდგას ნაბიჯები, ამაში უცნაური არაფერია. კანონები მიღებულია საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ არასდროს გვითქვამს დიალოგზე უარი და არასდროს გვითქვამს ახსნაზე უარი. თუ ვინმეს სურს სიღრმეებში ჩახედვა, ამის შესაძლებლობაც არსებობს“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ კანონების მიღება სრულად ემსახურება ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს და ხელისუფლება მუდმივად მზადაა დიალოგისა და დამატებითი განმარტებებისთვის.

„რა თქმა უნდა, ჩვენ არასდროს დაგვიშურებია ჩვენი ახსნა და ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, თუ რატომ მოხდა და რატომ ხდება ამა თუ იმ კანონის მიღება. ეს არის ძალიან კარგად ახსნილი. ეს, პირველ რიგში, გამომდინარეობს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საზოგადოების ინტერესებიდან და მიმართულია ჩვენს ქვეყანაში სწორედ დემოკრატიული წესრიგისა და სტაბილურობის დასაცავად.

კიდევ ერთხელ, თუ ვინმეს სურს დამატებითი ინფორმაციის მიღება, თუ რას ემსახურება კანონები, რა თქმა უნდა, მათ აქვთ ამის შესაძლებლობა. თუკი ექნებათ სურვილები, კიდევ ერთხელ, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დიალოგისთვის და მივაწოდოთ ის ახსნა-განმარტებები, რაც მათ ესაჭიროებათ იმისთვის, რომ ასეთი რიტორიკა აღარ ვიხილოთ ევროკავშირის მხრიდან”, - განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777912175

სპორტი

მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე რევაზ მილდიანმა ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე რევაზ მილდიანმა ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. ეგვიპტეში მიმდინარე ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონ...

მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე რევაზ მილდიანმა ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

1777909714

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გავუსვი საქართველოს სტრატეგიულ როლს ევროპასა და აზიას შორის საიმედო ხიდის რანგში

„ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გავუსვი საქართველოს სტრატეგიულ როლს ევროპასა და აზიას შორის საიმედო ხიდის რანგში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ი...

ირაკლი კობახიძე

1777908215

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: არავის ენანება არც 1 თეთრი, არც 50 და არც თუნდაც 150 მილიონი იმაში, რასაც მოაქვს კონკრეტული შედეგი, მთავარია, ყველაფერი იყოს გონივრულად გააზრებული, სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ფარმაცევტულ კომპანიებს ეხება საქმე

„არავის  ენანება არც 1 თეთრი, არც 50 და არც თუნდაც 150 მილიონი იმაში, რასაც მოაქვს კონკრეტული შედეგი, მთავარია, ყველაფერი იყოს გონივრულად გააზრებული. სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ფარმაცევტულ კომპანიებს...

 ირაკლი კობახიძე

1777907481

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი კაია კალასზე: კარგად გამოჩნდა ვინ არის მთავარი მურმანის ეკალი ამ ურთიერთობებში და ვინ ცდილობს ურთიერთობების აწყობას

„კარგად გამოჩნდა ვინ არის მთავარი მურმანის ეკალი ამ ურთიერთობებში და ვინ ცდილობს ურთიერთობების აწყობას“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ...

ლევან მახაშვილი

1777905873

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედ...

მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა