მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ამ ხნის განმავლობაში აქვს მტკიცედ ჩამოყალიბებული პოზიცია და დამოკიდებულება უკრაინასთან, რაც არაერთხელ გამოგვიხატავს საერთაშორისო ფორმატებში

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ერევანში გამართული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში ჟურნალისტებთან საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებზე ისაუბრა.

„პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრა ზოგადად ეთმობა ევროპისთვის მნიშვნელოვან თემებს და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ დაკავშირებადობაზე იყო ერთ-ერთი პანელური დისკუსია, სადაც პრემიერ-მინისტრმა მიიღო მონაწილეობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა როგორც უსაფრთხოების კონტექსტში, ასევე ეკონომიკური განვითარების კონტექსტში, სადაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის როლი, ჩვენი ქვეყნის როლი სწორედ დაკავშირებადობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში. ზოგადად, ფორმატი შესაძლებლობას იძლევა, რომ იყოს შეხვედრები ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან ასევე, ევროპის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან. ამ შემთხვევაშიც იყო ასეთი შესაძლებლობები და გვქონდა ორმხრივი საუბრები სხვადასხვა საკითხებზე“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელ კოლეგასთან და პრეზიდენტთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების საკითხსაც.

„გვქონდა საუბარი უკრაინელ კოლეგასთან, ასევე პრეზიდენტთან. ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე, იმ გამოწვევებზე, რაც ჩვენს შორის არის, და იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარება. მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველოს აქვს თანმიმდევრული და მტკიცე პოზიცია, რომელიც ეხება უკრაინასთან დამოკიდებულებას, ასევე უკრაინის მხარდაჭერას. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ასევე ვიხილოთ უკრაინის მხრიდან იგივე დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით. შეხვედრა წინასწარ არ ყოფილა დაგეგმილი, შეხვედრა შედგა სწორედ ამ ფორმატის ფარგლებში, უკრაინული მხარის ინიციატივით, და რამდენიმე წუთს გასტანა. ჩვენ მოვახერხეთ, რომ იმ მნიშვნელოვან საკითხებს შევხებოდით, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებობს“, - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მინისტრმა, ასევე, ხაზი გაუსვა დიპლომატიური ურთიერთობების მნიშვნელობას და საქართველოს მტკიცე, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ პოზიციას უკრაინასთან.

„კონკრეტული თარიღი არ დასახელებულა, თუმცა იყო ამაზეც საუბარი, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში მნიშვნელოვანია დიპლომატიური ურთიერთობები, მათ შორის ელჩების ყოფნა ქვეყანაში. კიდევ ერთხელ, საქართველოს ამ ხნის განმავლობაში აქვს მტკიცედ ჩამოყალიბებული პოზიცია და დამოკიდებულება უკრაინასთან, რაც არაერთხელ გამოგვიხატავს საერთაშორისო ფორმატებში, სადაც ეს შესაძლებელია და მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობები იყოს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777909714

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გავუსვი საქართველოს სტრატეგიულ როლს ევროპასა და აზიას შორის საიმედო ხიდის რანგში

„ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გავუსვი საქართველოს სტრატეგიულ როლს ევროპასა და აზიას შორის საიმედო ხიდის რანგში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ი...

ირაკლი კობახიძე

1777908215

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: არავის ენანება არც 1 თეთრი, არც 50 და არც თუნდაც 150 მილიონი იმაში, რასაც მოაქვს კონკრეტული შედეგი, მთავარია, ყველაფერი იყოს გონივრულად გააზრებული, სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ფარმაცევტულ კომპანიებს ეხება საქმე

„არავის  ენანება არც 1 თეთრი, არც 50 და არც თუნდაც 150 მილიონი იმაში, რასაც მოაქვს კონკრეტული შედეგი, მთავარია, ყველაფერი იყოს გონივრულად გააზრებული. სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ფარმაცევტულ კომპანიებს...

 ირაკლი კობახიძე

1777907481

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი კაია კალასზე: კარგად გამოჩნდა ვინ არის მთავარი მურმანის ეკალი ამ ურთიერთობებში და ვინ ცდილობს ურთიერთობების აწყობას

„კარგად გამოჩნდა ვინ არის მთავარი მურმანის ეკალი ამ ურთიერთობებში და ვინ ცდილობს ურთიერთობების აწყობას“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ...

ლევან მახაშვილი

1777905873

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედ...

მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა

1777904609

ახალი ამბები

პრემიერი: სიტყვა პატიმარს სააკაშვილი რომ ახსენებს, ეს უკვე, რა თქმა უნდა სირცხვილია, 25 000-მდე პატიმარი ჰყავდათ ციხეებში, ეს იყო სისტემური დანაშაული, რასაც ჩადიოდა მაშინდელი ხელისუფლება

„სიტყვა „პატიმარს“ სააკაშვილი რომ ახსენებს, ეს უკვე, რა თქმა უნდა, სირცხვილია“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს შეეხებოდ...

ირაკლი კობახიძე