მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი მხრიდან არანაირი ანტიდასავლური რიტორიკა არ არსებობს და თუ არსებობს რეაქციები ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან, სწორედ იმ ნაბიჯებს უკავშირდება, რომელსაც ვხედავთ ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ანტიევროპული რიტორიკის ბრალდებები უსაფუძვლოა და კრიტიკა მხოლოდ უსამართლო ნაბიჯებზე რეაქციაა.


„წუხილი, რომელიც ისმის ხოლმე და უკავშირდება თითქოს ანტიევროპულ რიტორიკას, ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც გვაქვს საპასუხო. ჩვენი მხრიდან არანაირი ანტიდასავლური რიტორიკა არ არსებობს და, თუ არსებობს რეაქციები ქართული პოლიტიკური წრეებისა და პოლიტიკოსების მხრიდან, სწორედ იმ ნაბიჯებს უკავშირდება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან. კონკრეტულად, როდესაც საქართველოს შესახებ უსამართლო რეზოლუციები მიიღება, შეუძლებელია, ეს დარჩეს კომენტარის ან პასუხის გარეშე. როდესაც პოლიტიკოსები სცემენ პასუხს, ეს არ უნდა იყოს თარგმნილი როგორც ანტიევროპული რიტორიკა. ეს არის უბრალოდ რეაქციები იმ უსამართლო ნაბიჯებზე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.


მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ევროპარლამენტის ბოლო წლების რეზოლუციებში ბევრი უსამართლო და რეალობას მოწყვეტილი ნარატივია, რაც საქართველოს შესახებ მძიმე სურათს ქმნის.

„თუ ჩავიხედავთ იმ რეზოლუციებში, ძალიან ბევრ უსამართლობას და დეზინფორმაციას ნახავთ. შეგიძლიათ წაიკითხოთ ევროპარლამენტის 10 რეზოლუცია, ბოლო 4 წლის განმავლობაში მიღებული და ძალიან ბევრს ნახავთ ასეთს. ძალიან ბევრი ისეთი ნარატივია ამ რეზოლუციებში და ისეთი რამ არის მოცემული, რომელიც სრულიად აკარგვინებს ფასს, მოწყვეტილია რეალობას და ძალიან მძიმე სურათს ხატავს საქართველოს შესახებ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777912175

სპორტი

მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე რევაზ მილდიანმა ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე რევაზ მილდიანმა ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. ეგვიპტეში მიმდინარე ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონ...

მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე რევაზ მილდიანმა ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

1777909714

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გავუსვი საქართველოს სტრატეგიულ როლს ევროპასა და აზიას შორის საიმედო ხიდის რანგში

„ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გავუსვი საქართველოს სტრატეგიულ როლს ევროპასა და აზიას შორის საიმედო ხიდის რანგში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ი...

ირაკლი კობახიძე

1777908215

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: არავის ენანება არც 1 თეთრი, არც 50 და არც თუნდაც 150 მილიონი იმაში, რასაც მოაქვს კონკრეტული შედეგი, მთავარია, ყველაფერი იყოს გონივრულად გააზრებული, სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ფარმაცევტულ კომპანიებს ეხება საქმე

„არავის  ენანება არც 1 თეთრი, არც 50 და არც თუნდაც 150 მილიონი იმაში, რასაც მოაქვს კონკრეტული შედეგი, მთავარია, ყველაფერი იყოს გონივრულად გააზრებული. სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ფარმაცევტულ კომპანიებს...

 ირაკლი კობახიძე

1777907481

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი კაია კალასზე: კარგად გამოჩნდა ვინ არის მთავარი მურმანის ეკალი ამ ურთიერთობებში და ვინ ცდილობს ურთიერთობების აწყობას

„კარგად გამოჩნდა ვინ არის მთავარი მურმანის ეკალი ამ ურთიერთობებში და ვინ ცდილობს ურთიერთობების აწყობას“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ...

ლევან მახაშვილი

1777905873

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედ...

მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა