გია აბაშიძე: „ნაცასპიტების“ ანტიქართული ბუნება ყველაზე თვალსაჩინოდ მაშინ ჩანს, როდესაც ისინი ნიკოლ ფაშინიანითა და, როგორც თავად აცხადებენ, ყარაბაღის „ჩაბარების“ პოლიტიკით აღფრთოვანებას ვერ მალავენ

„ეს პოლიტიკური მეძავეები ერთხმად ალაპარაკდნენ აფხაზეთთან დაკავშირებულ ტრავმულ მეხსიერებაზე და თითქოსდა „წარსულისთვის თვალის გასწორებას“ ითხოვენ, რეალურად კი საზოგადოებაში დამთრგუნველი და კაპიტულანტური განწყობების დათესვას ცდილობენ“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, აფხაზეთთან დაკავშირებულ ტრავმულ მეხსიერებაზე მათი გააქტიურება შემთხვევითი არ არის. ისინი საზოგადოებაში კაპიტულანტური განწყობების დათესვასა და ოკუპირებული ტერიტორიების დათმობის იდეის დამკვიდრებას ცდილობენ.

ანალიტიკოსის შეფასებით, აღნიშნული ჯგუფების პოზიცია განსაკუთრებით მკაფიოდ ვლინდება მაშინ, როდესაც ისინი ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკასა და ყარაბაღის „ჩაბარების“ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ.

„ნაცმანქურთების“ ჯგუფი, უცხოური დაკვეთითა და დირექტივებით, სისტემატურად ცდილობს ქართველი ხალხის ეროვნული ღირსების შეურაცხყოფას და ჩვენი ყველაზე მტკივნეული ჭრილობებით მანიპულაციას.

ეს პოლიტიკური მეძავეები ერთხმად ალაპარაკდნენ აფხაზეთთან დაკავშირებულ ტრავმულ მეხსიერებაზე და თითქოსდა „წარსულისთვის თვალის გასწორებას“ ითხოვენ, რეალურად კი საზოგადოებაში დამთრგუნველი და კაპიტულანტური განწყობების დათესვას ცდილობენ. მათი მოღალატეობრივი გზავნილები იმ სცენარის ნაწილია, რომლის მიხედვითაც ოკუპაციის პრობლემა თითქოს მოუგვარებელია, ხოლო აფხაზეთის კონტროლი იქ მცხოვრებლებისთვის მიმზიდველი არ არის და მეტიც - რუსეთზე მეტ ხიფათს ქმნის. ამაზე მძიმე ცილისწამება და საკუთარი მიწა-წყლის მტრისთვის ჩაბარების მცდელობა წარმოუდგენელია.

„ნაცასპიტების“ ანტიქართული ბუნება ყველაზე თვალსაჩინოდ მაშინ ჩანს, როდესაც ისინი ნიკოლ ფაშინიანითა და, როგორც თავად აცხადებენ, ყარაბაღის „ჩაბარების“ პოლიტიკით აღფრთოვანებას ვერ მალავენ. ეს არის ღია მინიშნება და გზავნილი ქართველი საზოგადოებისთვის, თუ რას უმზადებენ ისინი ჩვენს ქვეყანას - ტერიტორიების უსიტყვო დათმობას და მტრის წინაშე მუხლებზე დაჩოქებას.

ჯამში, ამ განცხადებების უკან ერთადერთი მიზანი დგას: გარე პატრონების დავალებით, აგენტურა ქართველ ხალხს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დათმობისა და „ტვირთისგან“ გათავისუფლების იდეას აპარებს. მაგრამ კარგად უნდა გაიაზრონ როგორც აგენტებმა, ისე მათმა მფარველებმა, რომ ამას ვერასდროს ეღირსებიან! 90-იანი წლების კონფლიქტები ქართველი ხალხისთვის უდიდესი ტრაგედია და საერთო ეროვნული ტკივილია, რომლის გაუფასურებას, ისტორიის დამახინჯებას და ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებების მიწასთან გასწორებას არავინ აპატიებს.

საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ყოველი ასეთი მცდელობა მკაცრ პასუხს მიიღებს“, - წერს აბაშიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786951425

ახალი ამბები

თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციის მხრიდან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იდეის „ტვირთად“, შეუსრულებელ ამოცანად წარმოჩენა და ტერიტორიული დათმობებისა და სუვერენული ინტერესების კომპრომისის წარმატებულ მოდელად აღქმა საშიში პრეცედენტია

„ოპოზიციის მხრიდან ტერიტორიული დათმობებისა და სუვერენული ინტერესების კომპრომისის წარმატებულ მოდელად წარმოჩენა არის ნაღმი, რომელიც აუცილებლად აფეთქდება“, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი...

თამთა მეგრელიშვილი

1786951303

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი თამთა მიქელაძის განცხადებაზე: დღეს ანექსიის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ და მხარს უჭერენ რუსეთისთვის აფხაზეთის დათმობას

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი გვარამიას მიერ რუსეთისთვის აფხაზეთის დათმობის მხარდაჭერაზე თამთა მიქელაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის შეფასებითაც, „ეს იყო შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსი გ...

დავით ქართველიშვილი

1786950407

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი გვარამიაზე: ამ უსამშობლო აგენტს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 230 000-მა ჩვენმა თანამოქალაქემ მიეცით ხმა - ოდნავადაც არ გრცხვენიათ?

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ეხმიანება ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც აფხაზეთის თემაზე საუბრის...

ლევან მაჭავარიანი

1786948674

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდე...

სამართალდამცველებმა

1786948470

საზოგადოება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

18 აგვისტოს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ზემო ვაკის სატუმბო სადგურის ტერიტორიაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 18 აგვისტოს...

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი