ზაალ ანჯაფარიძე: როგორც ჩანს, გარე პატრონების დავალებით აგენტურამ გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ შემოუგდოს ჩვენს ხალხს ცხინვალის და აფხაზეთის დათმობა, როგორც „განგრენოზული“ კიდურის ამპუტაცია
„საქართველოს იურისდიქციისგან ცხინვალის და აფხაზეთის მოწყვეტის შემდეგ, დაიწყო ნარატივის შემოპარება, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია დაჩქარდებოდა, თუ ის ამ ტერიტორიებზე საბოლოოდ უარს იტყოდა. ინფორმირებულმა ხალხმა მითხრა, რომ ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში ეს იდეა დახურულ კარს მიღმა შეხვედრებზე რამდენჯერმე „ჩააწვეთეს“ ქართულ მხარეს“, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, გარე პატრონების დავალებით აგენტურამ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ შემოუგდოს ქართულ საზოგადოებას ცხინვალის და აფხაზეთის დათმობა, როგორც „განგრენოზული“ კიდურის ამპუტაცია. მისივე შეფასებით, უცხოური გავლენის აგენტურამ კიდევ ერთხელ განაშიშვლა საკუთარი თავიც და ზრახვებიც, რაც სხვა ბოროტებასთან ერთად, არჩევნებზე დახვდებათ წინ.
„საქართველოს იურისდიქციისგან ცხინვალის და აფხაზეთის მოწყვეტის შემდეგ, დაიწყო ნარატივის შემოპარება, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია დაჩქარდებოდა, თუ ის ამ ტერიტორიებზე საბოლოოდ უარს იტყოდა. ინფორმირებულმა ხალხმა მითხრა, რომ ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში ეს იდეა დახურულ კარს მიღმა შეხვედრებზე რამდენჯერმე „ჩააწვეთეს“ ქართულ მხარეს. ალბათ, გახსოვთ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებული სკანდალი, როდესაც მან აფხაზეთს საქართველოს სახელმწიფოს „განგრენა“ უწოდა და შემდეგ ამას უარყოფდა. მოკლედ, უცხოური აგენტურა ჩვენს პოლიტიკურ და ექსპერტულ სპექტრში პერიოდულად წამოწევდა ამ რეგიონების „თავიდან მოშორების“ თემას, ისევ და ისევ ევროატლანტიკური გზის გახსნის მოტივით. არ მინდა ჭრილობების გახსნა, და კიდევ სხვა მგრძნობიარე საკითხების გახსენება.
მოკლედ, ახლა უცხოურმა აგენტურამ ისევ გაააქტიურა სეპარატისტული რეგიონების თემა ოღონდ ახალი არანჟირებით. ის დითირამბებს უძღვნის სომხეთის პრემიერ ფაშინიანს, რომელმაც „დათმო“ ყარაბაღი და ამით ევროინტეგრაციისკენ გზა გაუხსნა სომხეთს. ეს შედარება და პარალელი მხოლოდ ოპოზიციის მზარდ მორალურ-გონებრივ დეგრადაციაზე მიუთითებს. ჯერ ერთი, სომხეთს ყარაბაღი სამხედრო ძალით დაათმობინა აზერბაიჯანმა და ეს ტერიტორია საერთაშორისოდ იყო აღიარებული როგორც აზერბაიჯანის განუყოფელი ნაწილი. როგორც ჩანს, გარე პატრონების დავალებით აგენტურამ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ შემოუგდოს ჩვენს ხალხს ცხინვალის და აფხაზეთის დათმობა, როგორც „განგრენოზული“ კიდურის ამპუტაცია.
უცხოური გავლენის აგენტურამ კიდევ ერთხელ განაშიშვლა საკუთარი თავიც და ზრახვებიც. ეს კი სხვა ბოროტებასთან ერთად, არჩევნებზე დახვდებათ წინ“, - წერს ანჯაფარიძე.
1786950407
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი გვარამიაზე: ამ უსამშობლო აგენტს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 230 000-მა ჩვენმა თანამოქალაქემ მიეცით ხმა - ოდნავადაც არ გრცხვენიათ?
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ეხმიანება ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც აფხაზეთის თემაზე საუბრის...
1786948674
ახალი ამბებისამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდე...
1786948470
საზოგადოებაჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
18 აგვისტოს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ზემო ვაკის სატუმბო სადგურის ტერიტორიაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 18 აგვისტოს...
1786948130
ახალი ამბებიქართველმა მოსწავლეებმა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს
ქართველმა მოსწავლეებმა ინფორმატიკის 38-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს - ვერცხლის მედალი მოიპოვა ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლე ანდრია ვასა...
1786946776
ახალი ამბებიზურაბ რურუა სამადაშვილისა და გვარამიას განცხადებებზე: ნელ-ნელა უნდათ საზოგადოებას შეაპარონ, რომ ისინი იბრძვიან იმისთვის, რათა საქართველომ აფხაზეთი აღიაროს
„ნელ-ნელა უნდათ საზოგადოებას შეაპარონ, რომ ისინი იბრძვიან იმისთვის, რომ საქართველომ აფხაზეთი აღიაროს, თითქოს წარსულია და ჩვენი ტრავმაა“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ რურუა ა...






























