თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციის მხრიდან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იდეის „ტვირთად“, შეუსრულებელ ამოცანად წარმოჩენა და ტერიტორიული დათმობებისა და სუვერენული ინტერესების კომპრომისის წარმატებულ მოდელად აღქმა საშიში პრეცედენტია
„ოპოზიციის მხრიდან ტერიტორიული დათმობებისა და სუვერენული ინტერესების კომპრომისის წარმატებულ მოდელად წარმოჩენა არის ნაღმი, რომელიც აუცილებლად აფეთქდება“, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ხოლო კონფლიქტის მოგვარება უნდა მოხდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საფუძველზე.
„ტერიტორიული მთლიანობის იდეა თანამედროვე სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობისთვის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი არ არის მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგი - ეს არის ეროვნული ღირსებისა და სამართლიანობის აღდგენის უალტერნატივო მიზანი.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ისტორიული მეხსიერების დაცვა საქართველოს ეროვნული იდენტობის ფუნდამენტური ნაწილი და ის ღირებულებითი ღერძია, რომლის ირგვლივაც თაობები ერთიანდებიან.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზები და აფხაზეთის რეგიონთან ურთიერთობის ფორმატები საქართველოს პოლიტიკურ დისკუსიაში განსხვავებული სტრატეგიული პოზიციებიდან ფასდება.
ოპოზიციის მხრიდან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იდეის „ტვირთად“, შეუსრულებელ ამოცანად წარმოჩენა და ტერიტორიული დათმობებისა და სუვერენული ინტერესების კომპრომისის წარმატებულ მოდელად აღქმა საშიში პრეცედენტია და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.
ეს მიდგომა, მოქალაქეებში იმედგაცრუების, ნიჰილიზმისა და სახელმწიფოს მიმართ ნდობის დაკარგვის გარდა, აგრესიის ლეგიტიმაციას ემსახურება, რაც შემდგომი ექსპანსიისკენ კიდევ ერთი გზაა.
აგრესორისთვის ტერიტორიის დათმობა არ აჩერებს კონფლიქტს. მეტიც, როცა სახელმწიფო თავად ამბობს უარს საკუთარი ტერიტორიების დაცვაზე ან მათ დაბრუნებაზე, საერთაშორისო პარტნიორებსა და ორგანიზაციებს აღარ რჩებათ სამართლებრივი საფუძველი, მხარი დაუჭირონ ამ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და არაღიარების პოლიტიკას.
ოპოზიციის მხრიდან ტერიტორიული დათმობებისა და სუვერენული ინტერესების კომპრომისის წარმატებულ მოდელად წარმოჩენა არის ნაღმი, რომელიც აუცილებლად აფეთქდება.
ეროვნული ინტერესების ხარჯზე გაკეთებული კომპრომისი გრძელვადიანი მშვიდობის გარანტია არ არის და ვერც იქნება. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. კონფლიქტის მოგვარება უნდა მოხდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საფუძველზე. არაღიარების პოლიტიკა და პარტნიორების მხარდაჭერა რჩება უცვლელ პრიორიტეტად.
ისტორიული ტკივილი, დევნილთა უფლებები და დაღუპული გმირების ხსოვნა ქმნის მყარ კულტურულ და მორალურ ბარიერს, რომელიც გამორიცხავს საზოგადოების მხრიდან ოკუპაციასთან შეგუებას ან ტერიტორიების „ტვირთად“ აღქმას. შესაბამისად, ოპოზიციის გზავნილი: „კომპრომისი სუვერენიტეტის ხარჯზე!“ - მიუღებელია. კეთილი ინებეთ და ანგარიში გაუწიეთ ისტორიულ წარსულსა და ხალხის ურყევ ნებას!“, – წერს მეგრელიშვილი.
1786950407
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი გვარამიაზე: ამ უსამშობლო აგენტს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 230 000-მა ჩვენმა თანამოქალაქემ მიეცით ხმა - ოდნავადაც არ გრცხვენიათ?
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ეხმიანება ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც აფხაზეთის თემაზე საუბრის...
1786948674
ახალი ამბებისამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდე...
1786948470
საზოგადოებაჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
18 აგვისტოს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ზემო ვაკის სატუმბო სადგურის ტერიტორიაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 18 აგვისტოს...
1786948130
ახალი ამბებიქართველმა მოსწავლეებმა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს
ქართველმა მოსწავლეებმა ინფორმატიკის 38-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს - ვერცხლის მედალი მოიპოვა ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლე ანდრია ვასა...
1786946776
ახალი ამბებიზურაბ რურუა სამადაშვილისა და გვარამიას განცხადებებზე: ნელ-ნელა უნდათ საზოგადოებას შეაპარონ, რომ ისინი იბრძვიან იმისთვის, რათა საქართველომ აფხაზეთი აღიაროს
„ნელ-ნელა უნდათ საზოგადოებას შეაპარონ, რომ ისინი იბრძვიან იმისთვის, რომ საქართველომ აფხაზეთი აღიაროს, თითქოს წარსულია და ჩვენი ტრავმაა“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ რურუა ა...






























