დავით ქართველიშვილი თამთა მიქელაძის განცხადებაზე: დღეს ანექსიის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ და მხარს უჭერენ რუსეთისთვის აფხაზეთის დათმობას

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი გვარამიას მიერ რუსეთისთვის აფხაზეთის დათმობის მხარდაჭერაზე თამთა მიქელაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის შეფასებითაც, „ეს იყო შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსი გასცდა ტრადიციულ პოლიტიკურ რიტორიკას და შემოგვთავაზა კონფლიქტის მოგვარების რაციონალური და პრაგმატული პარადიგმა“.

ქართველიშვილის თქმით, ჯერ კიდევ გუშინწინ იგივე ადამიანები ბრალს უყენებდნენ მოქმედ ხელისუფლებას, რომ იგი ემზადება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისთვის, დღეს კი პირდაპირ ანექსიის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ, იწონებენ და მხარს უჭერენ რუსეთისთვის აფხაზეთის დათმობას.

„ჯერ კიდევ გუშინწინ იგივე ადამიანები ბრალს უყენებდნენ მოქმედ ხელისუფლებას, რომ იგი ემზადება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისთვის. შემდეგ, გუშინ, თვითონვე დაიწყეს საუბარი საქართველოს იმ ნაწილების, რომელთა ოკუპაციაშიც - სასარგებლო იდიოტების თუ რუსეთის აგენტურის როლში - თავად მონაწილეობდნენ, ვითარცა „ბალასტის“ მოშორების თაობაზე. დღეს კი პირდაპირ ანექსიის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ, იწონებენ და მხარს უჭერენ რუსეთისთვის აფხაზეთის დათმობას. ამ ყველაფრის შემდეგ რომელიმე ნორმალურ ადამიანს შეიძლება ამ მოღალატეებთან დისკუსიის გაგრძელება? ან რატომ დააბრალეს საკუთარ ჯარისკაცებს ომის დაწყება, ან ვინ აბარებს ქვეყანას რუსეთს ნაწილ-ნაწილ?! ერთადერთი, რაც ვიცი, ის არის, რომ ნორმალური საზოგადოება უკიდურესი გადაღლის ისეთ დონემდეა უკვე მისული ამ მოღალატეების მხრიდან საქართველოს განადგურების მიზნით ყოველდღიური აქტიურობის გამო, რომ ქვეყანაში ამ ყველაფრის აღმოფხვრის სამართლებრივი მექანიზმების არსებობის თაობაზე უკვე სერიოზული ეჭვები გვებადება“, – წერს ქართველიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786950407

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი გვარამიაზე: ამ უსამშობლო აგენტს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 230 000-მა ჩვენმა თანამოქალაქემ მიეცით ხმა - ოდნავადაც არ გრცხვენიათ?

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ეხმიანება ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც აფხაზეთის თემაზე საუბრის...

ლევან მაჭავარიანი

1786948674

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდე...

სამართალდამცველებმა

1786948470

საზოგადოება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

18 აგვისტოს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ზემო ვაკის სატუმბო სადგურის ტერიტორიაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 18 აგვისტოს...

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

1786948130

ახალი ამბები

ქართველმა მოსწავლეებმა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს

ქართველმა მოსწავლეებმა ინფორმატიკის 38-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს - ვერცხლის მედალი მოიპოვა ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლე ანდრია ვასა...

ქართველმა მოსწავლეებმა

1786946776

ახალი ამბები

ზურაბ რურუა სამადაშვილისა და გვარამიას განცხადებებზე: ნელ-ნელა უნდათ საზოგადოებას შეაპარონ, რომ ისინი იბრძვიან იმისთვის, რათა საქართველომ აფხაზეთი აღიაროს

„ნელ-ნელა უნდათ საზოგადოებას შეაპარონ, რომ ისინი იბრძვიან იმისთვის, რომ საქართველომ აფხაზეთი აღიაროს, თითქოს წარსულია და ჩვენი ტრავმაა“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ რურუა ა...

ზუკა რურუა