გია აბაშიძე: „ქართულ ოცნებას“ ე.წ. რუსეთუმეობას სწორედ ის „ნაცასპიტები“ აბრალებენ, რომლებიც კრემლის სასარგებლო იდიოტები იყვნენ და არიან

„კრემლის კურსი საქართველოს მიმართ სულ უფრო მეტ კითხვას ბადებს. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, გია ზურაბაშვილის განცხადებების ფონზე, მოსკოვის არათანმიმდევრული პოლიტიკა კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება: მოსკოვი, ერთი მხრივ, საკუთარ მოსახლეობას აზარალებს, მეორე მხრივ კი ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომლებიც ნაცოპოზიციას „ქართული ოცნების“ ე.წ. პრორუსულობაზე სპეკულირებისკენ მეტად უბიძგებს“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ანალიტიკოსის შეფასებით, მოსკოვი დღესაც ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომლებიც საქართველოს აზარალებს და ნაცოპოზიციას პროპაგანდისთვის საბაბს აძლევს, თუმცა „ქართული ოცნების“ ე.წ. რუსეთუმეობაზე სწორედ ის პოლიტიკური ძალები საუბრობენ, რომელთა მმართველობის პერიოდშიც რუსეთისთვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნა.

„კრემლის კურსი საქართველოს მიმართ სულ უფრო მეტ კითხვას ბადებს. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, გია ზურაბაშვილის განცხადებების ფონზე, მოსკოვის არათანმიმდევრული პოლიტიკა კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება: მოსკოვი, ერთი მხრივ, საკუთარ მოსახლეობას აზარალებს, მეორე მხრივ კი ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომლებიც ნაცოპოზიციას „ქართული ოცნების“ ე.წ. პრორუსულობაზე სპეკულირებისკენ მეტად უბიძგებს.

ქართული ღვინის დაუსაბუთებელი აკრძალვა ამ წინააღმდეგობის ნათელი გამოხატულებაა. რუსეთში ჩვენი ღვინო მაღალი ხარისხითა და შედარებით დაბალი ფასით გამოირჩევა, მაშინ როცა ორჯერ და მეტად ძვირადღირებული ევროპული ღვინოები ბაზარზე თავისუფლად იყიდება. ამგვარი შერჩევითი მიდგომა ეკონომიკური თვალსაზრისითაც გაუმართლებელია და ბუნებრივ კითხვას აჩენს: რატომ უნდა შეიზღუდოს კარგი ქართული პროდუქცია, თუ მასზე მოთხოვნა არსებობს და ის მომხმარებლისთვისაც ხელსაყრელია? შედეგად, ზარალდება როგორც ქართველი მწარმოებელი, ისე რუსი მომხმარებელი.

კითხვებს აჩენს უნივერსიტეტების დამეგობრებისა და სტუდენტთა გაცვლის ინიციატივაც. მოსკოვს, როგორც ჩანს, არ აღელვებს, რომ მსგავსი შეთავაზებები უსამშობლო „ნაცკლასტერისთვის“ მორიგ პოლიტიკურ იარაღად იქცევა და საშუალებას აძლევს, საზოგადოებაში კვლავ იყბედოს მთავრობის ე.წ. რუსეთუმეობაზე.

ამ ბრალდებების აბსურდულობა განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს, თუ სააკაშვილის რეჟიმის პერიოდს გავიხსენებთ — სწორედ მაშინ შეიქმნა რუსეთისთვის ყველაზე ხელსაყრელი ვითარება. უტიფარი „ნაცების“ დღევანდელი რიტორიკა გაღმა შედავების კლასიკური მცდელობაა: 2008 წლის ომი, საქართველოს ტერიტორიების დამატებითი ოკუპაცია, რუსეთის საოკუპაციო ბაზების დაბრუნება, ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობის საქართველოსთვის დაკისრების შესახებ მუხანათურ რეზოლუციაზე ხელმოწერა და სტრატეგიული ობიექტების რუსული კომპანიებისთვის გადაცემა — ეს ყველაფერი „ნაცმანქურთების“ მმართველობის პერიოდს უკავშირდება.

ამ სურათს პატიმარი ექსპრეზიდენტის ამასწინანდელი და მალევე წაშლილი ფეისბუქგანცხადებაც ავსებს. სააკაშვილი თავად საუბრობს რუსეთის მაშინდელი ხელისუფლების მონაწილეობაზე ე.წ. ვარდების რევოლუციასა და მის ხელისუფლებაში მოსვლის პროცესში.

ლამაზად შეფუთული განცხადებების ფონზე, მოსკოვი დღესაც ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომლებიც საქართველოს აზარალებს, ნაცოპოზიციას კი საკუთარი პროპაგანდისთვის საბაბს აძლევს. მაგრამ მთავარი ისაა, რომ სწორედ სააკაშვილის ავტოკრატიისას შეიქმნა რუსეთისთვის ხელსაყრელი პირობები. თავად სააკაშვილის ბოლო განცხადებებიც ამ გარემოებებს ადასტურებს. „ქართულ ოცნებას“ ე.წ. რუსეთუმეობას სწორედ ის „ნაცასპიტები“ აბრალებენ, რომლებიც კრემლის სასარგებლო იდიოტები იყვნენ და არიან“, - წერს აბაშიძე. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795689243

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტმა საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. პრეზიდენტმა საარჩევნო ადმინისტრაციის პ...

საქართველოს პრეზიდენტი

1795688215

ახალი ამბები

პრემიერი: საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული ნებისმიერი მოლაპარაკებების შინაარსის თაობაზე, ეს პრინციპი უნდა იყოს უზრუნველყოფილი რუსეთთან მოლაპარაკებების შემთხვევაშიც, სპეცწარმომადგენელმა ახსენა 3 საკითხი, რომელიც დააყენა ბატონმა გალუზინმა

„საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული ნებისმიერი მოლაპარაკებების შინაარსის თაობაზე. ბუნებრივია, ეს პრინციპი უნდა იყოს უზრუნველყოფილი რუსეთთან მოლაპარაკებების შემთხვევაშიც“, - ამის შესახებ საქართველოს პ...

ირაკლი კობახიძე

1795688064

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: დიალოგი უნდა გაგრძელდეს ერთი მარტივი მიზეზის გამო, რუსეთი არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა, თუმცა ეს დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს

დიალოგი უნდა გაგრძელდეს ერთი მარტივი მიზეზის გამო, რუსი ხალხი არის ჩვენთვის ძვირფასი ხალხი, ეს არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გ...

ირაკლი კობახიძე

1795687974

ახალი ამბები

პრემიერი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრაზე: ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ ე.წ. „დიფ სთეითის“ მიერ მოსყიდული ევროპელი ბიუროკრატები იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდება ისევ და ისევ ევროპის ინტერესებს

„ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ ე.წ. „დიფ სთეითის“ მიერ მოსყიდული ევროპელი ბიუროკრატები იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდება ისევ და ისევ ევროპის ინტერესებს, ამ შემთხვევაშიც ვხედავ...

ირაკლი კობახიძე

1795686925

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ცესკოს თანამშრომლებს: თქვენი ერთადერთი ორიენტირი უნდა იყოს კანონი, თქვენი საქმიანობის ერთადერთი საზომი - ობიექტურობა, ხოლო თქვენი ერთგულების ერთადერთი ადრესატი - საქართველოს სახელმწიფო

„სიმბოლურია, რომ დღეს სწორედ იმ ისტორიულ შენობაში შევიკრიბეთ, სადაც 108 წლის წინ, 1918 წლის 22 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დაამტკიცა დამფუძნებელი კრების არჩევნების დებულება და აირჩია ცენტრა...

 შალვა პაპუაშვილი