რატი იონათამიშვილი: სააკაშვილის მოღალატეობრივი განცხადება პირდაპირი აღიარებაა, რომ „ნაცები“ სტრასბურგსა და ჰააგაში რუსების მოკავშირეები იყვნენ საქართველოს წინააღმდეგ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, საერთაშორისო სასამართლოში მტკიცებულების სახით წარსადგენად, დიდი ძალისხმევის შედეგად მოიპოვა იმ „ისკანდერის“ ნარჩენები, რომელიც 2008 წელს რუსებმა გორში ისროლეს.

იონათამიშვილის თქმით, დავების მოგების ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი სწორედ ეს იყო.

რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ ამ თემაზე მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის მოღალატეობრივი და აღიარება, რომ სტრასბურგსა და ჰააგაში რუსების მოკავშირეები იყვნენ.

„სააკაშვილის მოღალატეობრივი განცხადება პირდაპირი აღიარებაა, რომ სტრასბურგსა და ჰააგაში „ნაცები“ რუსების მოკავშირეები იყვნენ საქართველოს წინააღმდეგ. ფაქტობრივად, მისი განცხადება კიდევ ერთხელ ხსნის, რომ ისკანდერი, რომელიც 2008 წელს, რუსებმა გორში ისროლეს, „ნაცებმა“ გადამალეს და ჩვენ დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რათა ამ ისკანდერის ნარჩენები მოგვეპოვებინა, ის, როგორც მტკიცებულება, საერთაშორისო სასამართლოში წარგვედგინა.

საერთაშორისო სასამართლოში დავების მოგების ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი სწორედ ეს იყო. ამ ყველაფრის შემდეგ, სააკაშვილი მოღალატეობრივ განცხადებას რომ აკეთებს, უკვე ეჭვი ჩნდება, რომ ერთადერთი ინტერესი, რაც ამ ადამიანს ჰქონდა, იყო, ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად დაეზიანებინა, მაგრამ საბოლოო ჯამში, რასაც მიაღწია, ისიც კარგად ვიცით - პენიტენციური სისტემის ბენეფიციარია. როგორც ჩანს, ამ სტატუსით ყოფნა დიდხანს მოუწევს“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795686925

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ცესკოს თანამშრომლებს: თქვენი ერთადერთი ორიენტირი უნდა იყოს კანონი, თქვენი საქმიანობის ერთადერთი საზომი - ობიექტურობა, ხოლო თქვენი ერთგულების ერთადერთი ადრესატი - საქართველოს სახელმწიფო

„სიმბოლურია, რომ დღეს სწორედ იმ ისტორიულ შენობაში შევიკრიბეთ, სადაც 108 წლის წინ, 1918 წლის 22 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დაამტკიცა დამფუძნებელი კრების არჩევნების დებულება და აირჩია ცენტრა...

 შალვა პაპუაშვილი

1795685771

ახალი ამბები

ლადო სადღობელაშვილი: რუსეთის პროვოკაციული რიტორიკა და ღვინის კომპანიების დასანქცირების მუქარა საქართველოს დესტაბილიზაციასა და მოსკოვის დღის წესრიგის გატარებას ემსახურება – ეს ოპოზიციურ ცეცხლზე ნავთის დასხმაა

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, გიორგი ზურაბაშვილის ინტერვიუსა და მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ რუსეთის პროვ...

ლადო სადღობელაშვილი

1795685113

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: საარჩევნო ადმინისტრაცია არის ის საკვანძო სახელმწიფოებრივი რგოლი, რომელიც თითოეული მოქალაქის ნებას ასახავს - თქვენ დგახართ ქართველი ხალხის ნებისა და სახელმწიფოებრივი სტაბილურობის სადარაჯოზე

„დღეს განსაკუთრებული, ისტორიული დღეა - წელს პირველად აღვნიშნავთ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიულ დღეს! გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს თითოეულ თქვენგანს - ადამიანებს, რომელთა ყოველდღიუ...

მიხეილ ყაველაშვილი

1795684372

ახალი ამბები

შს მინისტრის მოადგილედ თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრის სულხან თამაზაშვილის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, თეიმურაზ კუპატაძე ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამი...

თეიმურაზ კუპატაძე

1795683640

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: გრძელდება USAID-ის და NED-ის მხილება, კარგია, რომ სიმართლე უკვე მაღალ პლატფორმებზე ისმის, ვინმეს თუ კიდევ ეჭვი ეპარებოდა, ბოლომდე ხდება ინფორმირებული

„USAID-ის და NED-ის მხილება გრძელდება. ეს ყველაზე არაგამჭვირვალე თანხებია, რომელიც საქართველოში დახარჯულა“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მილიარდ...

რატი იონათამიშვილი