შალვა პაპუაშვილი: ყველა ქვეყანასთან ჩვენი ურთიერთობის პრინციპი ეფუძნება სამართლიანობის, ეს პრინციპი იქნება შეუცვლელი, მათ შორის რუსეთთან მიმართებით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო ყველა ქვეყანასთან ურთიერთობაში ეყრდნობა ერთი და იმავე პრინციპს, რაც გულისხმობს სამართლიანობაზე დაფუძნებულ დიალოგს.

მისი თქმით, ეს პრინციპი იქნება შეუცვლელი, მათ შორის რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით.

„პრემიერ-მინისტრმა საკმაოდ დეტალურად ისაუბრა ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემი მხრიდან დავამატებდი ერთ რამეს, რომ ჩვენ ერთნაირი მიდგომა გვაქვს ყოველთვის, როდესაც სხვა ქვეყნებთან გვაქვს ურთიერთობა. რა მიდგომაც გვაქვს ბრიუსელთან, ის მიდგომა გვაქვს მოსკოვთან. როგორც ბრიუსელთან ჩვენი ურთიერთობის პრინციპი ეფუძნება სამართლიანობას, ასევე, მოსკოვთან ჩვენი ურთიერთობის პრინციპი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობას.

პრეტენზიები თუკი არის წამოყენებული, ის უნდა იყოს სამართლიანი და პრეტენზიებზე პასუხიც უნდა იყოს სამართლიანი. ღვინოსთან დაკავშირებით განმარტა სპეციალურმა წარმომადგენელმაც, პრემიერ-მინისტრმაც, რომ წარმოდგენილი პრეტენზიები არის უსაფუძვლო საბაბი საქართველოს მიმართ და აქედან გამომდინარე, არის უსამართლო.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადება გააკეთა სულ ახლახან, გუშინ თუ არ ვცდები, რომ ის მიესალმება პრაგმატულ მიდგომებს. შესაბამისად, ჩვენი პასუხიც სწორედ ეს არის, რომ მოველით პრაგმატულ მიდგომებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან.

უპირველეს ყოვლისა, მოველით, რომ ეს ურთიერთობები, თუ დიალოგი დაფუძნებული იქნება სამართლიანობაზე. ამიტომ ჩვენ ეს მიდგომა გვაქვს ყველას მიმართ და ალბათ მნიშვნელოვანი არის რუსეთის ფედერაციისთვის, ხელმძღვანელობისთვის, რომ აკვირდებიან ჩვენს ურთიერთობას ბრიუსელთან, იმას, რა პრინციპებს ვეყრდნობით ჩვენ. ასე რომ, ეს პრინციპები შეუცვლელი იქნება, მათ შორის რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795687974

ახალი ამბები

პრემიერი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრაზე: ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ ე.წ. „დიფ სთეითის“ მიერ მოსყიდული ევროპელი ბიუროკრატები იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდება ისევ და ისევ ევროპის ინტერესებს

„ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ ე.წ. „დიფ სთეითის“ მიერ მოსყიდული ევროპელი ბიუროკრატები იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდება ისევ და ისევ ევროპის ინტერესებს, ამ შემთხვევაშიც ვხედავ...

ირაკლი კობახიძე

1795686925

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ცესკოს თანამშრომლებს: თქვენი ერთადერთი ორიენტირი უნდა იყოს კანონი, თქვენი საქმიანობის ერთადერთი საზომი - ობიექტურობა, ხოლო თქვენი ერთგულების ერთადერთი ადრესატი - საქართველოს სახელმწიფო

„სიმბოლურია, რომ დღეს სწორედ იმ ისტორიულ შენობაში შევიკრიბეთ, სადაც 108 წლის წინ, 1918 წლის 22 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დაამტკიცა დამფუძნებელი კრების არჩევნების დებულება და აირჩია ცენტრა...

 შალვა პაპუაშვილი

1795685771

ახალი ამბები

ლადო სადღობელაშვილი: რუსეთის პროვოკაციული რიტორიკა და ღვინის კომპანიების დასანქცირების მუქარა საქართველოს დესტაბილიზაციასა და მოსკოვის დღის წესრიგის გატარებას ემსახურება – ეს ოპოზიციურ ცეცხლზე ნავთის დასხმაა

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, გიორგი ზურაბაშვილის ინტერვიუსა და მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ რუსეთის პროვ...

ლადო სადღობელაშვილი

1795685113

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: საარჩევნო ადმინისტრაცია არის ის საკვანძო სახელმწიფოებრივი რგოლი, რომელიც თითოეული მოქალაქის ნებას ასახავს - თქვენ დგახართ ქართველი ხალხის ნებისა და სახელმწიფოებრივი სტაბილურობის სადარაჯოზე

„დღეს განსაკუთრებული, ისტორიული დღეა - წელს პირველად აღვნიშნავთ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიულ დღეს! გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს თითოეულ თქვენგანს - ადამიანებს, რომელთა ყოველდღიუ...

მიხეილ ყაველაშვილი

1795684372

ახალი ამბები

შს მინისტრის მოადგილედ თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრის სულხან თამაზაშვილის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, თეიმურაზ კუპატაძე ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამი...

თეიმურაზ კუპატაძე