ირაკლი კობახიძე: ხოშტარია იყო ყველაზე რადიკალური რიტორიკის, რადიკალური ნაბიჯების მომხრე რუსეთის წინააღმდეგ, ამ დროს პირდაპირ რუსეთის ბიუჯეტიდან იღებს თანხებს, ე.წ. ანტირუს ლიბერალებს, ნული რეაქცია აქვთ ამასთან დაკავშირებით

„ხოშტარია იყო ყველაზე რადიკალური რიტორიკის, რადიკალური ნაბიჯების მომხრე რუსეთის წინააღმდეგ, ამ დროს თავად პირდაპირ რუსეთის ბიუჯეტიდან იღებს თანხებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ე.წ. ანტირუს ლიბერალებს, რომლებიც გამოდიან და ხან შტაბთან აწყობენ აქციებს 30 კაცით, ხან სხვაგან მიდიან, რუსთაველის გამზირს კეტავენ, ნული რეაქცია აქვთ ამასთან დაკავშირებით.

„ხედავთ, რამდენად უხეშად მუშაობს ორმაგი სტანდარტები ჩვენს ქვეყანაში, არიან ადამიანები, რომლებსაც თავი მოაქვთ მთავარ ანტირუსებად ჩვენს ქვეყანაში და ამ დროს პირდაპირ რუსეთიდან, ბიუჯეტიდან, ხაზინიდან ერიცხებათ თანხები. ეს ადამიანი, ხოშტარია იყო ყველაზე რადიკალური რიტორიკის, რადიკალური ნაბიჯების მომხრე რუსეთის წინააღმდეგ, ამ დროს თავად პირდაპირ რუსეთის ბიუჯეტიდან იღებს თანხებს. აქ ყველაზე საინტერესო დეტალი რა არის, რომ ამ ე.წ. ანტირუს ლიბერალებს, რომლებიც გამოდიან და ხან შტაბთან აწყობენ აქციებს 30 კაცით, ხან სხვაგან მიდიან, რუსთაველის გამზირს კეტავენ და ა.შ. ნული რეაქცია აქვთ ამასთან დაკავშირებით. ყველა ეს ადამიანი არის ყალბი და ერთადერთი რაც მათ ამოძრავებთ, ეს არის დაკვეთა, რომელსაც იღებენ ქვეყნის გარედან, ეს არის ფული, რომელსაც იღებენ ქვეყნის გარედან. ჩვენ ვერც ერთი ქვეყნის სპეცსამსახურს ვერ მივცეთ ამ ქვეყანაში არეულობის შემოტანის საშუალებას, მნიშვნელობა არ აქვს ეს სპეცსამსახურები მოქმედებენ ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან თუ დასავლეთიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758030054

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - სამწუხარო პრაქტიკაა, როდესაც საერთაშორისო მედიაში ხდება კონკრეტული შინაარსის ყიდვა, ამ პრაქტიკას მიმართავენ პოლიტიკური ოპონენტები, ხშირად კრიმინალები, ამ პრაქტიკას მიმართა ბაჩიაშვილმა

„სამწუხარო პრაქტიკაა, როდესაც საერთაშორისო მედიაში ხდება კონკრეტული შინაარსის ყიდვა, ამ პრაქტიკას მიმართავენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები, ამ პრაქტიკას მიმართავენ ხშირად კრიმინალები, ამ პრაქტიკას მიმარ...

ირაკლი კობახიძე

1758028207

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7080 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7051 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ზოგადი

1758027836

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია პაატა ბურჭულაძეზე: 3 ოქტომბერს ადრე დაიძინოს, რომ 4-ში ხელისუფლება გადაიბაროს, ნეპალის მოვლენებზე ანიტა ხაბეიშვილებისა და კოლექტიური ბურჭულაძეების კომენტარები ამორალურია

„პაატა ბურჭულაძის განცხადება სერიოზულად როგორ უნდა აღვიქვათ? 4 ოქტომბერს აპირებს ხელისუფლების გადაბარებას? 3 ოქტომბერს ადრე დაიძინოს, რომ 4-ში გადაიბაროს“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა,...

ირაკლი კირცხალია

1758026340

მსოფლიო

მსახიობი რობერტ რედფორდი გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი რობერტ რედფორდი 89 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსახიობი ძილში გარდაიცვალა. სხვა დეტალები უცნობია.  რედფორდმა თავისი ყველაზე...

რობერტ რედფორდი

1758023838

საზოგადოება

პროკურატურამ სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული...

ელენე ხოშტარია