ირაკლი კობახიძე: პირობას გაძლევთ, რაც კეთდება მთავრობის ჩართულობით, ყველაფერი კეთდება კეთილსინდისიერად, ჩვენი მიზანია, ბოლომდე გაიწმინდოს სისტემა კორუფციისგან

„ჩვენი მიზანია, რომ ბოლომდე გაიწმინდოს მთლიანად სისტემა კორუფციისგან“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ მიმართულებით ძალიან კონკრეტული, ხელშესახები ნაბიჯებია გადადგმული.

„მანამდეც, ვიდრე ჩვენ აქტიურ ნაბიჯებს გადავდგამდით, საქართველო იყო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ევროპაში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ჩვენ ევროკავშირის წევრ 7-8 ქვეყანას მუდმივად ვუსწრებდით ამ კუთხით. რა ნაბიჯებიც გადაიდგა წელიწად-ნახევრის განმავლობაში, თვისებრივად აუმჯობესებს მდგომარეობას. მე მარტივი დაპირება შემიძლია მივცე ნებისმიერ ადამიანს, შეუძლიათ მოიტანონ, დღეიდან ან გუშინდელი დღიდან ავიღოთ ნებისმიერი თემა, რასთან დაკავშირებითაც აქვთ ეჭვები კორუფციის მიმართულებით, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. მე პირობას გაძლევთ, რაც კეთდება მთავრობის ჩართულობით, ყველაფერი კეთდება კეთილსინდისიერად. დანარჩენი, დასვან კითხვები, ყველა თემასთან დაკავშირებით მიიღებენ პასუხს. ჩვენი მიზანია, რომ ბოლომდე გაიწმინდოს მთლიანად სისტემა კორუფციისგან. ამ მიმართულებით ძალიან კონკრეტული, ხელშესახები ნაბიჯებია გადადგმული“, - განაცხადა პრემიერმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758030054

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - სამწუხარო პრაქტიკაა, როდესაც საერთაშორისო მედიაში ხდება კონკრეტული შინაარსის ყიდვა, ამ პრაქტიკას მიმართავენ პოლიტიკური ოპონენტები, ხშირად კრიმინალები, ამ პრაქტიკას მიმართა ბაჩიაშვილმა

„სამწუხარო პრაქტიკაა, როდესაც საერთაშორისო მედიაში ხდება კონკრეტული შინაარსის ყიდვა, ამ პრაქტიკას მიმართავენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები, ამ პრაქტიკას მიმართავენ ხშირად კრიმინალები, ამ პრაქტიკას მიმარ...

ირაკლი კობახიძე

1758028207

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7080 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7051 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ზოგადი

1758027836

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია პაატა ბურჭულაძეზე: 3 ოქტომბერს ადრე დაიძინოს, რომ 4-ში ხელისუფლება გადაიბაროს, ნეპალის მოვლენებზე ანიტა ხაბეიშვილებისა და კოლექტიური ბურჭულაძეების კომენტარები ამორალურია

„პაატა ბურჭულაძის განცხადება სერიოზულად როგორ უნდა აღვიქვათ? 4 ოქტომბერს აპირებს ხელისუფლების გადაბარებას? 3 ოქტომბერს ადრე დაიძინოს, რომ 4-ში გადაიბაროს“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა,...

ირაკლი კირცხალია

1758026340

მსოფლიო

მსახიობი რობერტ რედფორდი გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი რობერტ რედფორდი 89 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსახიობი ძილში გარდაიცვალა. სხვა დეტალები უცნობია.  რედფორდმა თავისი ყველაზე...

რობერტ რედფორდი

1758023838

საზოგადოება

პროკურატურამ სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული...

ელენე ხოშტარია