გიორგი სოსიაშვილი: ჩვენი ხალხის მეხსიერებიდან ვერავინ ამოშლის გმირი მეფეების, ჩვენი წინაპრების სახეს, რომლებმაც თავიანთი სისხლის, ოფლისა და შრომის ფასად შეგვინახეს სამშობლო
„ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში შეყუჟული ფსევდოლიბერალი ფაშისტების აღვირახსნილი კამპანია მიზნად ჩვენი წინაპრების სახელის შებღალვას ისახავს. მათი განსაკუთრებული სამიზნე გახდა ჩვენი გმირი მეფე ერეკლე. სამწუხაროდ, ჩვენს ისტორიაში არაერთი მოღალატე გვახსოვს. გვახსოვს ღვთის მგმობელები, მამულის გამსხვისებლები, სამშობლოს დამსმენები, მაგრამ, საბედნიეროდ, ჩვენი ისტორია არის გმირების ისტორია“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი სოსიაშვილმა.
მისი თქმით, ამ ფსევდოლიბერალი ფაშისტების მიზანი ისტორიული საყრდენების მოშლა, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ კამპანიის გაძლიერება და ისტორიის გაყალბება, „პატკანოვების და კატკოვების“ გზის გაგრძელებაა, რომლებიც თავის დროზე საქართველოს ისტორიას და ჩვენს გმირულ წარსულს ებრძოდნენ.
„რა გასაკვირია, რომ ამ ბოლო პერიოდში მათ თავიანთი პატრონებისგან მიიღეს დავალება, რათა ჩვენს გმირ მეფეს, ერეკლე მეორეს გამოუცხადონ ბრძოლა. იმ მეფეს, რომელმაც უაღრესად რთულ სიტუაციაში, უაღრესად რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საკუთარი გონებით, საკუთარი გამჭრიახი პოლიტიკით და საკუთარი ხმლით მოახერხა სამშობლოს გადარჩენა. ასეთი გმირი მეფე გვყავდა და ამ გმირ მეფეს ესხმიან ეს ადამიანები თავს. ვურჩევდი მათ, რომ ვიდრე ერეკლე მეორეზე სიტყვა მოუტრიალდებათ და რაიმე ჩირქს მოსცხებენ ჩვენს წარსულს - უმჯობესია, ჩაიხედონ წიგნებში, გაეცნონ გამოცემებს და მერე იღლიცინონ ჩვენს გმირ წინაპრებზე“, - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.
მისი თქმით, მეფე ერეკლემ 1782 წელს ევროპელ ლიდერებს წერილი გაუგზავნა და ფულადი დახმარება ითხოვა იმისთვის, რომ თავისი ჯარი „ევროპულ რიგზე“ მოეწყო და იმისთვის, რომ მტრებისთვის თვალში საცემი ყოფილიყო.
„სამწუხაროდ, მან დახმარება ვერ მიიღო და იძულებული გახდა გმირი მეფე, ქვეყნის გადარჩენისთვის ეს ნაბიჯები გადაედგა. მას სხვა გზა უბრალოდ არ ჰქონდა.
ამიტომაც, მივმართავ ჩვენს საზოგადოებას, რომ არ აჰყვნენ სოციალურ ქსელში თავშეფარებულ ვაიქართველებს, მაგალითებს იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ქართველი კაცი. გავა რამდენიმე წელი და მათ სახელებსა და გვარებს ვეღარავინ გაიხსენებს, მაგრამ ჩვენი ხალხის მეხსიერებიდან ვერავინ ამოშლის გმირი მეფეების, ჩვენი წინაპრების სახეს, რომლებმაც თავიანთი სისხლის, ოფლისა და შრომის ფასად დაიცვეს და შეგვინახეს სამშობლო“, - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.
1789464341
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: საქართველო იბრუნებს ისტორიულ ფუნქციას „შუა დერეფანში“ დაკავშირებადობის კუთხით
„ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა, პირველი 8 თვის მონაცემებით, დაახლოებით 8%-ს შეადგენს. ეს არის უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი რეგიონში, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში გვაქვს. ეს, რა თქმა უნდა, აისა...
1789462768
საზოგადოებაგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისში ნადირობის წესების დარღვევის ფაქტები გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა თბილისში ნადირობის წესების დარღვევის 5 ფა...
1789462009
საზოგადოებამახაშვილი: ვინც გვეუბნება, რომ ევროკავშირის გზა MAGA-სთან ურთიერთობის გაწყვეტაზე გადის, ის გვთხოვს, რომ საკუთარი უსაფრთხოება ვაქციოთ სხვისი შიდა იდეოლოგიური დაპირისპირების საგნად
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბრიუსელის მხრიდან აშშ-ის მმართველ პოლიტიკურ ძალასთან (MAGA) ურ...
1789460964
საზოგადოებაირმა ინაშვილი ახობაძეზე: მას და მისნაირებს მორალი არ აქვთ, ეს სულ სხვა ჯიშია, თავისივე მხარდამჭერებმა არაერთი პოსტი მიუძღვნეს, რომ დებატებისთვის მზად არ იყვნენ და წააგეს, ამას მოჰყვა შემდეგ ბატონი ახობაძის გაბრაზებული კომენტარები
„თავისივე მხარდამჭერებმა არაერთი პოსტი მიუძღვნეს, რომ დებატებისთვის მზად არ იყვნენ და წააგეს. ამას მოჰყვა შემდეგ ბატონი ახობაძის გაბრაზებული კომენტარები“, - განუცხადა „იმედინიუსს“ ირმა ინაშვილმა. კერძ...
1789460705
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში კაფე-ბარ „ქენთ სთოფს“ საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს ინდივიდუალური მეწარმე კ. ზ.-ის (მისამართი: ბათუმი, ფარნავაზ მეფის N49) კუთვნილი კაფე...


























