თორნიკე ფაღავა: ქართული საზოგადოებისთვის, სახელმწიფოსა და დემოკრატიისათვის ძალიან სასარგებლო თვითმხილების პროცესი მიმდინარეობს რადიკალური ოპოზიციის რიგებში

„სულ ახლახან ნიკა გვარამიასგან დადასტურებულად გავიგეთ, რომ წინასაარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო მანდატებს ყიდის და პარტიის ოფისში პოლიტიკური დახლი აქვს მოწყობილი. ეს ნამდვილად არის ქართული საზოგადოებისა და პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობის“ მცირე, მაგრამ მაინც მხარდამჭერების შეურაცხყოფა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი ამომრჩევლის ნებით ვაჭრობს და მათთვის ცნება - „საკუთარი ამომრჩეველი და ქართული საზოგადოების ინტერესი“ არ არსებობს, რაც დამამცირებელია უპირველესად მათი მხარდამჭერებისათვის და მკაფიოდ წარმოაჩენს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მორალურ სახეს“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ფაღავამ.

მისივე თქმით, ნიკა გვარამიამ განცხადება გააკეთა ნინო წილოსანთან დაკავშირებით, სადაც ის საქართველოს პარლამენტის წევრს პირდაპირ ეთერში დაემუქრა.

„სწორედ ამათზეა ნათქვამი - ვერც ვერაფერი დაივიწყეს და ვერც ვერაფერი ახალი ვერ ისწავლეს. ეს ხალხი ძალადობდა მაშინ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში, ეს ხალხი ძალადობს ახლა, როდესაც არიან ოპოზიციაში. ეს ხალხი ქართულ საზოგადოებას ჰპირდება ძალადობას იმ შემთხვევაში, თუ სამომავლოდ ხელისუფლებაში მოვლენ.სწორედ ამიტომ ისინი ვერასოდეს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში. სწორედ ამიტომ ისინი ვერასოდეს აიღებენ ძალაუფლებას ხელში და სწორედ ამიტომ ქართულმა საზოგადოებამ ისინი გაუშვა პოლიტიკურ მოუსავლეთში.საბოლოო ჯამში, ქართული საზოგადოებისათვის, ქართული სახელმწიფოსა და ქართული დემოკრატიისათვის ძალიან სასარგებლო თვითმხილების პროცესი მიმდინარეობს რადიკალური ოპოზიციის რიგებში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს თვითმხილების პროცესი მიგვიყვანს რადიკალური ოპოზიციის თვითგანადგურებამდე“, - აღნიშნა თორნიკე ფაღავამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789465730

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: საქართველოს საგარეო პოლიტიკა გადაწყდება თბილისში და არა რომელიმე კომისრის კაბინეტში. იგი გადაწყდება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოსა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით

ბოლო სოციოლოგიური კვლევებით, რიგი ევროპელი ლიდერების საზოგადოებრივი მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა. დიდი ევროპული სახელმწიფოების ლიდერებისადმი მოსახლეობის ნდობის სისტემური დეფიციტია. ამ ქვეყნებში ამომ...

ლევან მახაშვილი

1789464702

ახალი ამბები

ირაკლი ჭეიშვილი გახარიას პარტიაზე: სრულად იზიარებენ „ნაცმოძრაობის“ რიტორიკას და მტრობენ ქვეყანას

საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, რომელიც პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს, „გახარია საქართველოსთვის“ დაემატება. „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელს მიმდინარე კვირას წარუდგენ...

ირაკლი ჭეიშვილ

1789464341

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: საქართველო იბრუნებს ისტორიულ ფუნქციას „შუა დერეფანში“ დაკავშირებადობის კუთხით

„ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა, პირველი 8 თვის მონაცემებით, დაახლოებით 8%-ს შეადგენს. ეს არის უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი რეგიონში, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში გვაქვს. ეს, რა თქმა უნდა, აისა...

ლევან მაჭავარიანი

1789462768

საზოგადოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისში ნადირობის წესების დარღვევის ფაქტები გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა თბილისში ნადირობის წესების დარღვევის 5 ფა...

ნადირობის წესების დარღვევის ფაქტები

1789462009

საზოგადოება

მახაშვილი: ვინც გვეუბნება, რომ ევროკავშირის გზა MAGA-სთან ურთიერთობის გაწყვეტაზე გადის, ის გვთხოვს, რომ საკუთარი უსაფრთხოება ვაქციოთ სხვისი შიდა იდეოლოგიური დაპირისპირების საგნად

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბრიუსელის მხრიდან აშშ-ის მმართველ პოლიტიკურ ძალასთან (MAGA) ურ...

ლევან მახაშვილი