ზურაბ პატარაძე: ძლიერი და წარმატებული მომავლის შენება სწორედ სკოლიდან იწყება - მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში თითოეულ ბავშვს ხარისხიანი განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.
„ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ მოსწავლეებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, ლექტორებს, მშობლებს, განათლების სფეროს წარმომადგენლებს და სასკოლო საზოგადოებას! დღეს, როდესაც ჩვენს სკოლებში პირველი ზარი ირეკება, თქვენთვის იხსნება ახალი შესაძლებლობებისა და აღმოჩენების გზა. ამ საპასუხისმგებლო ეტაპზე თანაბრად მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანის ჩართულობა და მონდომება, რადგან სასკოლო საზოგადოების ერთობა და ურთიერთპატივისცემა ქმნის ჩვენი ქვეყნის განვითარების უწყვეტ ჯაჭვს.
დღევანდელი დღე განსაკუთრებით ამაღელვებელია ჩვენი პირველკლასელებისთვის, რომლებიც დღეს პირველად შეაბიჯებენ ცოდნის ტაძარში და პირველი ზარის ემოციით შეაღებენ მშობლიური სკოლის და საკლასო ოთახის კარებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მათ ამ გარემოში დახვდნენ გულითადი, მოსიყვარულე, პროფესიონალი მასწავლებლები და მთელი გულით შეაყვარონ „აი ია“ და ჩვენი სამშობლო.
განათლება ქვეყნის და რეგიონის განვითარების მთავარი საყრდენია. ძლიერი და წარმატებული მომავლის შენება სწორედ სკოლიდან იწყება. წელს ჩვენს რეგიონს 5 660 პირველკლასელი შეემატა, ჯამში 73 000 მოსწავლე.
აღსანიშნავია, რომ ახალ სასწავლო წელს ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემა ხვდება სიახლეებით, რეფორმის ფარგლებში ახალი შესაძლებლობებით ჩვენი ხელისუფლება ქმნის თანასწორ და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოს, სადაც თითოეულ ბავშვს, აჭარის ნებისმიერ მუნიციპალიტეტში, ექნება საშუალება გამოავლინოს თავისი ნიჭი და ირწმუნოს საკუთარი ძალების.
ყველას გისურვებთ ნაყოფიერ, სიახლეებითა და დიდი გამარჯვებებით სავსე სასწავლო წელს!“, - ნათქვამია მთავრობის თავმჯდომარის განცხადებაში.
1789464341
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: საქართველო იბრუნებს ისტორიულ ფუნქციას „შუა დერეფანში“ დაკავშირებადობის კუთხით
„ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა, პირველი 8 თვის მონაცემებით, დაახლოებით 8%-ს შეადგენს. ეს არის უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი რეგიონში, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში გვაქვს. ეს, რა თქმა უნდა, აისა...
1789462768
საზოგადოებაგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისში ნადირობის წესების დარღვევის ფაქტები გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა თბილისში ნადირობის წესების დარღვევის 5 ფა...
1789462009
საზოგადოებამახაშვილი: ვინც გვეუბნება, რომ ევროკავშირის გზა MAGA-სთან ურთიერთობის გაწყვეტაზე გადის, ის გვთხოვს, რომ საკუთარი უსაფრთხოება ვაქციოთ სხვისი შიდა იდეოლოგიური დაპირისპირების საგნად
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბრიუსელის მხრიდან აშშ-ის მმართველ პოლიტიკურ ძალასთან (MAGA) ურ...
1789460964
საზოგადოებაირმა ინაშვილი ახობაძეზე: მას და მისნაირებს მორალი არ აქვთ, ეს სულ სხვა ჯიშია, თავისივე მხარდამჭერებმა არაერთი პოსტი მიუძღვნეს, რომ დებატებისთვის მზად არ იყვნენ და წააგეს, ამას მოჰყვა შემდეგ ბატონი ახობაძის გაბრაზებული კომენტარები
„თავისივე მხარდამჭერებმა არაერთი პოსტი მიუძღვნეს, რომ დებატებისთვის მზად არ იყვნენ და წააგეს. ამას მოჰყვა შემდეგ ბატონი ახობაძის გაბრაზებული კომენტარები“, - განუცხადა „იმედინიუსს“ ირმა ინაშვილმა. კერძ...
1789460705
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში კაფე-ბარ „ქენთ სთოფს“ საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს ინდივიდუალური მეწარმე კ. ზ.-ის (მისამართი: ბათუმი, ფარნავაზ მეფის N49) კუთვნილი კაფე...


























