ირაკლი ზარქუა: დასავლეთისთვის საქართველო, უკრაინაც უნდა ყოფილიყო ის პოლიგონი, სადაც რუსეთი უნდა დაეღალათ, ისინი გვიყურებდნენ როგორც სამსხვერპლოს, რაზედაც უარი ვთქვით და ამის გამო აქ რევოლუციას გვიწყობდნენ
„დასავლეთისთვის საქართველოც და უკრაინაც უნდა ყოფილიყო ის პოლიგონი, სადაც რუსეთი უნდა დაეღალათ. რუსეთს უნდა შევწირვოდით, რათა მაკრონებს, კალასებსა და კუბილიუსებს იქ მშვიდად განცხადებები ეკეთებინათ, აქ კი ჩვენ უნდა შევწირვოდით“, - განაცხადა დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ.
დეპუტატი გამოეხმაურა ფინეთის პრეზიდენტის განცხადებას იმის შესახებ, რომ უკრაინის არმია არის თანამედროვე სამხედრო ძალა, რომელიც დღეს ევროპაში რუსული აგრესიის პოტენციალის წინააღმდეგ ბუფერულ ზონასა და ბარიერს წარმოადგენს.
„ისინი გვიყურებდნენ როგორც სამსხვერპლოს, რაზედაც უარი ვთქვით და ამის გამო აქ რევოლუციას გვიწყობდნენ. ვთქვით, რომ საქართველოს თავისი ინტერესები აქვს და ეს ინტერესები მშვიდობის შენარჩუნებას გულისხმობს. კიდევ ერთხელ მადლობა ქართველ ხალხს ნდობისთვის. რომ არა მათი ნდობა, ალბათ აქ ტრაგედიები მოხდებოდა“, - აღნიშნა ზარქუამ.
1791214481
ახალი ამბებილადო სადღობელაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების აღიარებაზე: დადასტურდა, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლა, ძალადობა და კონსტიტუციური წყობილების შეცვლის მცდელობა დაუსჯელი არასდროს დარჩება
„მნიშვნელოვანი და ლოგიკური ნაბიჯია ის, რომ ირაკლი ჩხვირკია, მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე მზად არიან, ან უკვე მიმართეს კიდეც პროკურატურას საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით, რათა აღიარონ და მოინანიონ ჩა...
1791213253
ახალი ამბებიპაატა სალია: დეესკალაციის ოთახში პატიმრების გადაყვანა არის არა სადამსჯელო არამედ უსაფრთხოების ღონისძიება, რათა არ მოხდეს ბრალდებულის, მსჯავრდებულის ან პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზიანება
„არანაირი სადამსჯელო ღონისძიება არ გატარებულა და ზოგადად, პენიტენციური სამსახური არ ატარებს მსგავსი სახის ღონისძიებებს. ორივე შემთხვევაში მოხდა თავდასხმა დაწესებულების თანამშრომლებზე და პატიმრების დეე...
1791212635
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი წითლიძის განცხადებაზე, რომ საპროცესო შეთანხმებაში დასაძრახს ვერაფერს ხედავს: ეს სიმართლეა, უბრალოდ, თქვენ არაფერ შუაში ხართ და ნუ ქმნით იმის იმიტაციას, რომ პროცესი თქვენი ჭკუით იმართება
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ანა წითლიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ყველას მოუწოდებს, რომ თუ აქვთ საშუალება და...
1791210679
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ქალბატონი ნანული ჟორჟოლიანი უნდა გამხდარიყო პარტიის ახალი მასობრივი დარაზმვის სიმბოლო და ვხედავდით, რომ აქციაზე რამდენიმე ათეული ადამიანი იყო
იმყოფებოდა თუ არა ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე - ეს თემა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი დაპირისპირების მიზეზია. გავრცელებული ინფორმაციით აქციისგან დისტანცირებისთვის გიული ალა...
1791208509
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი ევროკომისიის კვლევაზე: ქართველ ხალხს აქვს საკუთარი ხელისუფლების ნდობა
პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით, საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია. მსოფლიო ბანკმა გლობალური მმართველობის ინდიკატორების ფარგლებში ევროკომისიის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. საქართველოს პარლამენტმ...






























