მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ვიეტნამის ახლადდანიშნულ ელჩთან

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ვიეტნამის ახლადდანიშნულ ელჩთან (რეზიდენციით ქ. ასტანა) ნუენ თან ლესთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ვიეტნამს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობას და ამ კონტექსტში აღინიშნა, ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალსა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე.

საუბარი ასევე შეეხო ახლო მომავალში, ვიეტნამში საქართველოს საელჩოს გახსნის საკითხს, რაც მნიშვნელოვან იმპულსს შესძენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიეტნამის ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791213253

ახალი ამბები

პაატა სალია: დეესკალაციის ოთახში პატიმრების გადაყვანა არის არა სადამსჯელო არამედ უსაფრთხოების ღონისძიება, რათა არ მოხდეს ბრალდებულის, მსჯავრდებულის ან პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზიანება

„არანაირი სადამსჯელო ღონისძიება არ გატარებულა და ზოგადად, პენიტენციური სამსახური არ ატარებს მსგავსი სახის ღონისძიებებს. ორივე შემთხვევაში მოხდა თავდასხმა დაწესებულების თანამშრომლებზე და პატიმრების დეე...

პაატა სალია

1791212635

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი წითლიძის განცხადებაზე, რომ საპროცესო შეთანხმებაში დასაძრახს ვერაფერს ხედავს: ეს სიმართლეა, უბრალოდ, თქვენ არაფერ შუაში ხართ და ნუ ქმნით იმის იმიტაციას, რომ პროცესი თქვენი ჭკუით იმართება

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ანა წითლიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ყველას მოუწოდებს, რომ თუ აქვთ საშუალება და...

თენგიზ შარმანაშვილი

1791210679

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: ქალბატონი ნანული ჟორჟოლიანი უნდა გამხდარიყო პარტიის ახალი მასობრივი დარაზმვის სიმბოლო და ვხედავდით, რომ აქციაზე რამდენიმე ათეული ადამიანი იყო

იმყოფებოდა თუ არა ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე - ეს თემა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი დაპირისპირების მიზეზია. გავრცელებული ინფორმაციით აქციისგან დისტანცირებისთვის გიული ალა...

ირაკლი ქადაგიშვილი

1791208509

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი ევროკომისიის კვლევაზე: ქართველ ხალხს აქვს საკუთარი ხელისუფლების ნდობა

პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით, საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია. მსოფლიო ბანკმა გლობალური მმართველობის ინდიკატორების ფარგლებში ევროკომისიის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. საქართველოს პარლამენტმ...

ირაკლი ქადაგიშვილი

1791207639

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ქუთაისში ინდივიდუალური მეწარმე რ. გ.-ის (მისამართი: ქუთაისი, ჭავჭავაძის გამზირი N 67 ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობ...

აგროქიმიკატები