ლევან მაჭავარიანი ევროკომისიის კვლევაზე: ნებისმიერ ინდექსში, რომელიც ეხება დემოკრატიის ხარისხს, ჩვენ ვართ მოწინავე პოზიციაზე და ეს არის რეალობა

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ახალი ინდექსი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში დემოკრატიის მაღალ ხარისხს, ოპონენტებისა და ევრობიუროკრატების კრიტიკა კი რეალობას აცდენილია.

„ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე, როდესაც ევრობიუროკრატები აბრალებენ საქართველოსა და ჩვენს ხელისუფლებას ჰაერიდან მოტანილ, აღქმებზე დაფუძნებულ ბრალდებებს, რეალობა კი აბსოლუტურად სხვაა. ნებისმიერ ინდექსში, ნებისმიერ კვლევაში, რომელიც ეხება დემოკრატიის ხარისხს, ჩვენ ვართ მოწინავე პოზიციაზე. ეს არის რეალობა და ჩვენ გვესმის მხოლოდ ბრალდებები, ისეთი აბსურდი, თითქოს საქართველო არ არის შუა დერეფნის მონაწილე ქვეყანა, თითქოს საქართველო არ ესაზღვრება შავ ზღვას - მსგავსი აბსურდები. ეს ყველაფერი დაიწყო ზუსტად იმ დღიდან, რა დღესაც დაიწყო უკრაინაში რუსეთის აგრესია და ჩვენ უარი განვაცხადეთ საქართველოს პროქსი ქვეყნად გამოყენებაზე“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

შეგახსენებთ, მსოფლიო ბანკმა გლობალური მმართველობის ინდიკატორების ფარგლებში ევროკომისიის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. პროექტ „ევრომონიტორის“ ფარგლებში, ევროპის ორმოცამდე ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის მასშტაბური გამოკითხვის შედეგად, ნდობის რეიტინგების ინდექსები შემუშავდა. აღსანიშნავია, რომ წინა, ანუ 2024 წლის შეფასებით, საქართველო პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით ევროპაში მე-16 პოზიციაზე იყო. 2025 წლის პარლამენტის ნდობის ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს წევრ 23 სახელმწიფოს. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791210679

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: ქალბატონი ნანული ჟორჟოლიანი უნდა გამხდარიყო პარტიის ახალი მასობრივი დარაზმვის სიმბოლო და ვხედავდით, რომ აქციაზე რამდენიმე ათეული ადამიანი იყო

იმყოფებოდა თუ არა ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე - ეს თემა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი დაპირისპირების მიზეზია. გავრცელებული ინფორმაციით აქციისგან დისტანცირებისთვის გიული ალა...

ირაკლი ქადაგიშვილი

1791208509

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი ევროკომისიის კვლევაზე: ქართველ ხალხს აქვს საკუთარი ხელისუფლების ნდობა

პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით, საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია. მსოფლიო ბანკმა გლობალური მმართველობის ინდიკატორების ფარგლებში ევროკომისიის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. საქართველოს პარლამენტმ...

ირაკლი ქადაგიშვილი

1791207639

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ქუთაისში ინდივიდუალური მეწარმე რ. გ.-ის (მისამართი: ქუთაისი, ჭავჭავაძის გამზირი N 67 ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობ...

აგროქიმიკატები

1791206585

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩთან ლისე სინოვე ნურგორდთან. მხარეებმა ორმხრივი ურთიე...

მაკა ბოჭორიშვილ

1791205907

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6032 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6039 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ლარი, ვალუტა, კურსი