პროკურატურა: მცირეწლოვნის მიმართ ჩადენილი გაუპატიურების ფაქტზე გაერთიანებული სამეფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა, ძებნილი მსჯავრდებულის საქართველოში ექსტრადიციის შესახებ

მცირეწლოვნის მიმართ ჩადენილი გაუპატიურების ფაქტზე გაერთიანებული სამეფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა, ძებნილი მსჯავრდებულის საქართველოში ექსტრადიციის შესახებ. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„2024 წლის 15 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მცირეწლოვნის გაუპატიურების ჩადენისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2006 წლიდან 2013 წლამდე დროის პერიოდში, მსჯავრდებული ქალაქ თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით სისტემატურად აუპატიურებდა წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ დისშვილს.

ბრალდებული თავს არიდებდა საგამოძიებო ორგანოებს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-5 ნაწილით (გაუპატიურება, ესე იგი სქესობრივი კავშირი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ჩადენილი იმ პირის მიმართ, რომელსაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი - 2013 წლის 30 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) დაუსწრებლად წარედგინა, აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და გამოცხადდა ძებნა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, სასჯელის სახედ და ზომად 20 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ ძებნილი მსჯავრდებული 2024 წლის 22 ოქტომბერს სამართალდამცველებმა ქალაქ ლონდონში დააკავეს.

გაერთიანებული სამეფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა ძებნილი მსჯავრდებულის საქართველოში ექსტრადიციის შესახებ“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791208509

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი ევროკომისიის კვლევაზე: ქართველ ხალხს აქვს საკუთარი ხელისუფლების ნდობა

პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით, საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია. მსოფლიო ბანკმა გლობალური მმართველობის ინდიკატორების ფარგლებში ევროკომისიის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. საქართველოს პარლამენტმ...

ირაკლი ქადაგიშვილი

1791207639

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ქუთაისში ინდივიდუალური მეწარმე რ. გ.-ის (მისამართი: ქუთაისი, ჭავჭავაძის გამზირი N 67 ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობ...

აგროქიმიკატები

1791206585

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩთან ლისე სინოვე ნურგორდთან. მხარეებმა ორმხრივი ურთიე...

მაკა ბოჭორიშვილ

1791205907

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6032 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6039 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ლარი, ვალუტა, კურსი

1791205579

ახალი ამბები

გია ვოლსკი: 4 ოქტომბრის თემაზე არსებობს გარკვეული პოლიტიკური მიზანი, რომლისთვისაც უცხოა სამართლიანობა, არ უნდა ველოდოთ სამართლიანობას ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან

ბრიუსელის მხრიდან არც გვიკვირს უსამართლო დამოკიდებულება საქართველოს, ქვეყნის ხელისუფლების და არსებული ვითარების შეფასების მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხად...

გია ვოლსკი