გიორგი ვოლსკი: არ შეიძლება პატარა ქვეყანას დააბრალო ისეთი რამ, რამაც შეიძლება განაპირობოს მისი ყოფნა-არყოფნა, ეკონომიკური დივერსია მოახდინო ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც არათუ არაფერს აშავებს, არამედ ზედმიწევნით იცავს ყველანაირ პირობას

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილება შეაფასა.

მისი თქმით, არ შეიძლება ეკონომიკური დივერსია მოახდინო ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც არათუ არაფერს აშავებს, არამედ ზედმიწევნით იცავს ყველანაირ პირობას, რომელიც გვაქვს მიცემული სანქციების გვერდის ავლის თემასთან დაკავშირებით.

„იყო საუბარი რუსულ გემზე, რომელმაც ნავთობი შემოიტანა გადასამუშავებლად და დიდი ამბავი ატყდა ამაზე. შემდეგ გაირკვა, რომ ეს გემი დასანქცირებული არაა. მოიარა ევროპული პორტები, შემოვიდა ჩვენთან. „ყულევის“ ადვოკატი არა ვარ, მაგრამ სახელმწიფოს პოზიციას ვიცავ და სწორად ვიცავ. არ შეიძლება პატარა ქვეყანას დააბრალო ისეთი რამ, რამაც შეიძლება განაპირობოს მისი ყოფნა-არყოფნა. ეკონომიკური დივერსია მოახდინო ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც არათუ არაფერს აშავებს, არამედ ზედმიწევნით იცავს ყველანაირ პირობას, რომელიც გვაქვს მიცემული სანქციების გვერდის ავლის თემასთან დაკავშირებით.

დარწმუნებული ვარ, 6 თვეში, როდესაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება - დასანქცირდება თუ არა „ყულევი“, დაადგენენ სიმართლეს, რომ ამ ხნის განმავლობაში ვერც იმ დოკუმენტს დამალავ და ვერც გემს, რომელიც პორტში შემოდის. თანამედროვე ტექნიკა და ინფორმაციის სისტემები არ ითვალისწინებს სურვილიც რომ გქონდეს რაიმეს გადამალვის შესაძლებლობას. რევიზია, რომელიც ტარდება, დაადგენს იმას, რომ არანაირი დანაშაული ამ შემთხვევაში პორტს და რასაკვირველია, სახელმწიფოს, არასდროს მიუძღოდა და დღესაც არ მიუძღვის საერთაშორისო ვალდებულებების წინაშე“, - აღნიშნა ვოლსკიმ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785160590

ახალი ამბები

ლაშა აბაშიძე: სატვირთო ელმავლების საერთაშორისო ტენდერში ძირითადი კრიტერიუმია ფასი, ხარისხი და გამოცდილება - ეს არის ისტორიული ტენდერი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რკინიგზას ამ მასშტაბის ტენდერი არ ჰქონია

„ეს არის ისტორიული ტენდერი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რკინიგზას ამ მასშტაბის ტენდერი არ ჰქონია. ტენდერი მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით გამოცხადდა. ვგეგმავთ სალოკომი...

ლაშა აბაშიძე

1785158336

საზოგადოება

ალექსანდრე დარახველიძე: გუშინდელი ბანერები, რაც მათ ჰქონდათ გამოქვეყნებული, გარდა ამ სიტყვიერი შეურაცხყოფისა, რასაც იყენებდნენ აქციის მსვლელობის დროს, ეს არ ჯდება არც შეკრება-მანიფესტაციის თავისუფლებაში და არც გამოხატვის თავისუფლებაში

გუშინდელი ბანერები, რაც მათ ჰქონდათ გამოქვეყნებული, გარდა ამ სიტყვიერი შეურაცხყოფისა, რასაც იყენებდნენ აქციის მსვლელობის დროს, ეს არ ჯდება არც შეკრება-მანიფესტაციის თავისუფლებაში და არც გამოხატვის თავ...

ალექსანდრე დარახველიძე

1785158181

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6281 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6285 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ლარის კურსი

1785157072

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში კუსტარულად მოწყობილი ფრინველთა სასაკლაოები გამოავლინა

ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ფიზიკური პირი ჯ. გ.-ს (მისამართი: მარნეული, წერეთლის ქ. 17) და ინდივიდუალური მეწარმე რ. ა.-ს (მისამართი: მარნეული, გურბანოვის...

სურსათის ეროვნულმა სააგენტო

1785156992

ახალი ამბები

თორნიკე შენგელია „ბარსელონას“ ემშვიდობება - თორნიკეს ახალი კლუბი ცნობილია

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია კარიერას „დუბაიში“ გააგრძელებს. ესპანური მედიის ცნობით, „ბარსელონასთან“ ტრანსფერზე შეთანხმება მიღწეულია და 34 წლის კალათბურთელი კატალონიურ გ...

თორნიკე შენგელია