თამარ იოსელიანი: 2026 წლის პირველი ნახევრის შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს სატრანსპორტო სექტორის განვითარება ახალ ეტაპზე არის გადასული
„ყველა მიმართულებით და ყველა რეჟიმში გვაქვს ზრდა, ეს იქნება იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი, თუ ადგილობრივი გადაზიდვები და ეს ცალსახად არის იმ სწორი პოლიტიკის შედეგი, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს სატრანსპორტო სექტორში“, - ამის შესახებ განცხადებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი აკეთებს და 2026 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებლებს აფასებს.
როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, საქართველოს სატრანსპორტო სექტორის განვითარება ახალ ეტაპზე არის გადასული.
„2026 წლის პირველი ნახევრის შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს სატრანსპორტო სექტორის განვითარება ახალ ეტაპზე არის გადასული. რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება როგორც რკინიგზის გადაზიდვებში, ასევე საზღვაო ტრანსპორტის მიმართულებით. შესაბამისად, საზღვაო ნავსადგურებში გადამუშავებული ტვირთების მოცულობა დაახლოებით 22 პროცენტით გაიზარდა და დაახლოებით 10 მილიონი ტონა გადამუშავდა საზღვაო ნავსადგურებში, ხოლო საქართველოს რკინიგზამ მიახლოებით 7 მილიონი ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10-პროცენტიან ზრდას გვაძლევს და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რაც საქართველოს რკინიგზას გადაუზიდავს“, - აცხადებს თამარ იოსელიანი.
1785160590
ახალი ამბებილაშა აბაშიძე: სატვირთო ელმავლების საერთაშორისო ტენდერში ძირითადი კრიტერიუმია ფასი, ხარისხი და გამოცდილება - ეს არის ისტორიული ტენდერი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რკინიგზას ამ მასშტაბის ტენდერი არ ჰქონია
„ეს არის ისტორიული ტენდერი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რკინიგზას ამ მასშტაბის ტენდერი არ ჰქონია. ტენდერი მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით გამოცხადდა. ვგეგმავთ სალოკომი...
1785158336
საზოგადოებაალექსანდრე დარახველიძე: გუშინდელი ბანერები, რაც მათ ჰქონდათ გამოქვეყნებული, გარდა ამ სიტყვიერი შეურაცხყოფისა, რასაც იყენებდნენ აქციის მსვლელობის დროს, ეს არ ჯდება არც შეკრება-მანიფესტაციის თავისუფლებაში და არც გამოხატვის თავისუფლებაში
გუშინდელი ბანერები, რაც მათ ჰქონდათ გამოქვეყნებული, გარდა ამ სიტყვიერი შეურაცხყოფისა, რასაც იყენებდნენ აქციის მსვლელობის დროს, ეს არ ჯდება არც შეკრება-მანიფესტაციის თავისუფლებაში და არც გამოხატვის თავ...
1785158181
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6281 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6285 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1785157072
საზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში კუსტარულად მოწყობილი ფრინველთა სასაკლაოები გამოავლინა
ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ფიზიკური პირი ჯ. გ.-ს (მისამართი: მარნეული, წერეთლის ქ. 17) და ინდივიდუალური მეწარმე რ. ა.-ს (მისამართი: მარნეული, გურბანოვის...
1785156992
ახალი ამბებითორნიკე შენგელია „ბარსელონას“ ემშვიდობება - თორნიკეს ახალი კლუბი ცნობილია
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია კარიერას „დუბაიში“ გააგრძელებს. ესპანური მედიის ცნობით, „ბარსელონასთან“ ტრანსფერზე შეთანხმება მიღწეულია და 34 წლის კალათბურთელი კატალონიურ გ...





























