შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური 25 ნოემბერს გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც თითქოს, შემოსავლების სამსახურმა მოქალაქე გიორგი სიხარულიძის კუთვნილი კომპანია პოლიტიკური მოტივით ნახევარი მილიონი ლარის ოდენობით, უკანონოდ დააჯარიმა.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, სურს გამოეხმაუროს მიმდინარე წლის 25 ნოემბერს, გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, შემოსავლების სამსახურმა მოქალაქე გიორგი სიხარულიძის კუთვნილი კომპანია პოლიტიკური მოტივით ნახევარი მილიონი ლარის ოდენობით, უკანონოდ დააჯარიმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, უწყება განმარტავს, რომ შპს „ვივა პლასტიკში“, რომლის დამფუძნებელია გიორგი სიხარულიძე, კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებული სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად, გამოვლინდა 1 000 054 ლარის ღირებულების დანაკლისი.

აღნიშნული ფაქტის საფუძველზე, 2025 წლის 19 დეკემბერს შედგა სამართალდარღვევის ოქმი და კომპანიას დაეკისრა დანაკლისის ღირებულების 10%-ის ოდენობის ჯარიმა — 100 005,40 ლარი.

2026 წლის 14 იანვარს კომპანიამ თავად წარადგინა 2025 წლის დეკემბრის დღგ-ისა და მოგების გადასახადის დეკლარაციები, რომელთა მიხედვითაც აღიარებულმა საგადასახადო ვალდებულებებმა ჯამურად - 3 07 832 ლარი შეადგინა, რაც ბიუჯეტში გადახდილი არ არის.

აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიმართ, მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანიას შემოსავლების სამსახურმა ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა უკანონოდ დააკისრა, ფაქტობრივად არასწორია და არ ასახავს გადასახადის გადამხდელის მიმართ განხორციელებული ღონისძიებების რეალურ შინაარსს“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795690265

ახალი ამბები

პრემიერი: ნებისმიერი, თუნდაც ტექნიკური საკითხის მოგვარება შეიძლება იყოს გასაღები ირიბად, საბოლოო ჯამში იმ მიზნის მიღწევამდე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია, ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა

„ნებისმიერი, თუნდაც ტექნიკური საკითხის მოგვარება შეიძლება იყოს გასაღები ირიბად საბოლოო ჯამში იმ მიზნის მიღწევამდე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია, რაც არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა“,...

ირაკლი კობახიძე

1795689664

ახალი ამბები

პრემიერი: რაც შეეხება ქართულ-რუსულ ურთიერთობებს, მდგომარეობა არის ურთულესი, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, ეს არ არის ჩვენს მიერ შექმნილი მოცემულობა, გადმოვიბარეთ მემკვიდრეობით

„რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20 %, ეს არის საწყისი წერტილი, რაც მემკვიდრეობით გადმოვიბარეთ ჩვენ, სამწუხაროდ, გვჭირდება თანმიმდევრული მიდგომით, მოთმინებით მუშაობა“, - ა...

ირაკლი კობახიძე

1795689243

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტმა საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. პრეზიდენტმა საარჩევნო ადმინისტრაციის პ...

საქართველოს პრეზიდენტი

1795688215

ახალი ამბები

პრემიერი: საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული ნებისმიერი მოლაპარაკებების შინაარსის თაობაზე, ეს პრინციპი უნდა იყოს უზრუნველყოფილი რუსეთთან მოლაპარაკებების შემთხვევაშიც, სპეცწარმომადგენელმა ახსენა 3 საკითხი, რომელიც დააყენა ბატონმა გალუზინმა

„საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული ნებისმიერი მოლაპარაკებების შინაარსის თაობაზე. ბუნებრივია, ეს პრინციპი უნდა იყოს უზრუნველყოფილი რუსეთთან მოლაპარაკებების შემთხვევაშიც“, - ამის შესახებ საქართველოს პ...

ირაკლი კობახიძე

1795688064

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: დიალოგი უნდა გაგრძელდეს ერთი მარტივი მიზეზის გამო, რუსეთი არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა, თუმცა ეს დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს

დიალოგი უნდა გაგრძელდეს ერთი მარტივი მიზეზის გამო, რუსი ხალხი არის ჩვენთვის ძვირფასი ხალხი, ეს არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გ...

ირაკლი კობახიძე