მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ეროვნული ბირთვული კორპორაციის (CNNC) პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის ეროვნული ბირთვული კორპორაციის (CNNC) პრეზიდენტს ჭანგ თაოს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ენერგეტიკული სექტორის საინვესტიციო შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება.
ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში ენერგეტიკის სექტორი სწრაფად მზარდია, რასაც ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი. აღინიშნა, რომ საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით რეგიონში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს.
კერძოდ, მინისტრის თქმით, 2021-2025 წლებში ქვეყნის ეკონომიკა, საშუალოდ, ყოველწლიურად 9,5%-ით იზრდებოდა და ეს დადებითი დინამიკა მიმდინარე წელსაც შენარჩუნებულია.
თავის მხრივ, ჭანგ თაომ მარიამ ქვრივიშვილთან საუბრისას საქართველოს მიღწევები და ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალი დადებითად შეაფასა.
ჩინეთის ეროვნული ბირთვული კორპორაციის ხელმძღვანელთან გამართულ შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე მონაწილეობდნენ.
1795694569
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: მიხეილ სააკაშვილის მიზნებში ვეღარ გავერკვევით - ხან რას ამბობს, ხან რას, ერთადერთი საინტერესო, რაც გავიგეთ, ის არის, რომ ის რუსეთის ხელდასხმით გახდა პრეზიდენტი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ „ვარდების რევოლუციის“ შესახებ გამოქვეყნებულ და მალევე წაშლილ პოსტს გამოეხმაურა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით,...
1795693288
ახალი ამბებიცაგერის სოფელ ლაილაშში მეწყერი ჩამოწვა, მოხდა ადგილობრივების ევაკუაცია - შსს განცხადებას ავრცელებს
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, მათ შორის მეხა...
1795692652
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ყველა ქვეყანასთან ჩვენი ურთიერთობის პრინციპი ეფუძნება სამართლიანობის, ეს პრინციპი იქნება შეუცვლელი, მათ შორის რუსეთთან მიმართებით
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო ყველა ქვეყანასთან ურთიერთობაში ეყრდნობა ერთი და იმავე პრინციპს, რაც გულისხმობს სამართლიანობაზე დაფუძნებულ დიალოგს. მისი თ...
1795691891
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: სააკაშვილის მოღალატეობრივი განცხადება პირდაპირი აღიარებაა, რომ „ნაცები“ სტრასბურგსა და ჰააგაში რუსების მოკავშირეები იყვნენ საქართველოს წინააღმდეგ
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, საერთაშორისო სასამართლოში მტკიცებულების სახით წარსადგენად, დიდი ძალისხმევი...
1795690265
ახალი ამბებიპრემიერი: ნებისმიერი, თუნდაც ტექნიკური საკითხის მოგვარება შეიძლება იყოს გასაღები ირიბად, საბოლოო ჯამში იმ მიზნის მიღწევამდე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია, ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა
„ნებისმიერი, თუნდაც ტექნიკური საკითხის მოგვარება შეიძლება იყოს გასაღები ირიბად საბოლოო ჯამში იმ მიზნის მიღწევამდე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია, რაც არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა“,...






























