კახა კალაძე რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ: ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების გამჭვირვალობა და პრინციპულად მნიშვნელოვანია სამართლიანი დამოკიდებულება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველო საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებში პრინციპულ მნიშვნელობას ანიჭებს სამართლიან დამოკიდებულებას და მოლაპარაკებების გამჭვირვალობას.

როგორც დღეს კახა კალაძემ გიორგი ზურაბაშვილისა და მიხეილ გალუზუნის მინსკში გამართული შეხვედრის შეფასებისას აღნიშნა, ეს მიდგომა არ ეხება მხოლოდ რუსეთსა და რუსეთის წარმომადგენლებს.

„პრემიერ-მინისტრმა ძალიან ვრცლად ისაუბრა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. ჩემი მხრიდან რაც შემიძლია ვთქვა ისაა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა და ამას, რა თქმა უნდა, არა აქვს ალტერნატივა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ უნდა იცოდეს ყველა ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ, თუ რა გადაწყვეტილებების მიღება ხდება, რა არის გამოწვევები და რა სირთულეებია.

ასევე მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი - ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია სამართლიანი დამოკიდებულება. ეს არ ეხება მხოლოდ რუსეთს და რუსეთის წარმომადგენლებს. ზოგადად, როდესაც ვსაუბრობთ სხვადასხვა ქვეყანაზე, ვსაუბრობთ საგარეო პოლიტიკაზე, პრინციპულად მნიშვნელოვანია საქართველოსთან ურთიერთობებში სამართლიანი დამოკიდებულება.

ჩვენ გვაქვს სამწუხარო ფაქტები, მაგალითად, ევროკავშირი როგორ უსამართლოდ ექცევა ქართულ სახელმწიფოს. არაერთი განცხადება მოგვისმენია ამასთან დაკავშირებით და პირდაპირ, ღიად ვსაუბრობთ, არაფერი გვაქვს დასამალი.

იგივე არის ამ შემთხვევაშიც, რაც იქნა ბატონი გია ზურაბაშვილის მხრიდან გაჟღერებული. ჩვენი დამოკიდებულება ძალიან მარტივია და ძალიან ბევრი ახსნა-განმარტება გაკეთდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით.

ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვლება, იმიტომ რომ პირდაპირ რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებს ის კონკრეტული საკითხები, რომელიც გაჟღერდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795692652

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ყველა ქვეყანასთან ჩვენი ურთიერთობის პრინციპი ეფუძნება სამართლიანობის, ეს პრინციპი იქნება შეუცვლელი, მათ შორის რუსეთთან მიმართებით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო ყველა ქვეყანასთან ურთიერთობაში ეყრდნობა ერთი და იმავე პრინციპს, რაც გულისხმობს სამართლიანობაზე დაფუძნებულ დიალოგს. მისი თ...

შალვა პაპუაშვილი

1795691891

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: სააკაშვილის მოღალატეობრივი განცხადება პირდაპირი აღიარებაა, რომ „ნაცები“ სტრასბურგსა და ჰააგაში რუსების მოკავშირეები იყვნენ საქართველოს წინააღმდეგ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, საერთაშორისო სასამართლოში მტკიცებულების სახით წარსადგენად, დიდი ძალისხმევი...

რატი იონათამიშვილი

1795690265

ახალი ამბები

პრემიერი: ნებისმიერი, თუნდაც ტექნიკური საკითხის მოგვარება შეიძლება იყოს გასაღები ირიბად, საბოლოო ჯამში იმ მიზნის მიღწევამდე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია, ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა

„ნებისმიერი, თუნდაც ტექნიკური საკითხის მოგვარება შეიძლება იყოს გასაღები ირიბად საბოლოო ჯამში იმ მიზნის მიღწევამდე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია, რაც არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა“,...

ირაკლი კობახიძე

1795689664

ახალი ამბები

პრემიერი: რაც შეეხება ქართულ-რუსულ ურთიერთობებს, მდგომარეობა არის ურთულესი, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, ეს არ არის ჩვენს მიერ შექმნილი მოცემულობა, გადმოვიბარეთ მემკვიდრეობით

„რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20 %, ეს არის საწყისი წერტილი, რაც მემკვიდრეობით გადმოვიბარეთ ჩვენ, სამწუხაროდ, გვჭირდება თანმიმდევრული მიდგომით, მოთმინებით მუშაობა“, - ა...

ირაკლი კობახიძე

1795689243

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტმა საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. პრეზიდენტმა საარჩევნო ადმინისტრაციის პ...

საქართველოს პრეზიდენტი