კახა კალაძე: 4 ოქტომბრის საქმეზე ევროპარლამენტი რას იტყვის ჩემთვის საინტერესო არ არის, რადგან ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მისთვის საინტერესო არ არის 4 ოქტომბრის საქმეზე ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. აღნიშნულის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებს ევროპარლამენტში გამართულ დებატებსა და 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, მათ შორის ოპოზიციონერ პაატა ბურჭულაძის გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით, კახა კალაძე პასუხობს, რომ ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რასაც გარე ძალები უწყობდნენ ხელს.

„ევროპარლამენტი და მათი გადაწყვეტილებები რეალურად საინტერესო არ არის, თუმცა მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ჩვენს დამოკიდებულებას, ჩვენს მიდგომას იმ მძიმე კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით, რაც დაკავშირებული იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან. თქვენ იცით, რომ მთელი თვეების განმავლობაში პირდაპირ კამპანიას აწარმოებდნენ სახელმწიფო გადატრიალებასთან, რევოლუციის მოწყობასთან დაკავშირებით.

სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ამაში ჩართულნი იყვნენ გარე ძალები, კონკრეტული საელჩოს წარმომადგენლები. ისინი ხელს უწყობდნენ, ეხმარებოდნენ ამ პროცესებს და 4 ოქტომბერს გადაწყვიტეს ამ კამპანიის, ანუ სახელმწიფო გადატრიალების სისრულეში მოყვანა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, შესაბამისი სამსახურების დროული რეაგირების შედეგად დამნაშავე პირები დააკავეს, თუმცა სახელმწიფომ მათ მიმართ ჰუმანური მიდგომა გამოიჩინა.

„ჩვენმა შესაბამისმა სამსახურებმა მოახდინეს რეაგირება, გვყავს კონკრეტული დამნაშავეები დაკავებული და მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ძალიან მძიმე ფაქტი, ხაზი მინდა გავუსვა სახელმწიფოს ჰუმანურ დამოკიდებულებას ამ ადამიანების მიმართ, რადგან ის პიროვნებები, ვინც დანაშაული აღიარეს, დღეს თავისუფლები არიან“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795690265

ახალი ამბები

პრემიერი: ნებისმიერი, თუნდაც ტექნიკური საკითხის მოგვარება შეიძლება იყოს გასაღები ირიბად, საბოლოო ჯამში იმ მიზნის მიღწევამდე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია, ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა

„ნებისმიერი, თუნდაც ტექნიკური საკითხის მოგვარება შეიძლება იყოს გასაღები ირიბად საბოლოო ჯამში იმ მიზნის მიღწევამდე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია, რაც არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა“,...

ირაკლი კობახიძე

1795689664

ახალი ამბები

პრემიერი: რაც შეეხება ქართულ-რუსულ ურთიერთობებს, მდგომარეობა არის ურთულესი, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, ეს არ არის ჩვენს მიერ შექმნილი მოცემულობა, გადმოვიბარეთ მემკვიდრეობით

„რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20 %, ეს არის საწყისი წერტილი, რაც მემკვიდრეობით გადმოვიბარეთ ჩვენ, სამწუხაროდ, გვჭირდება თანმიმდევრული მიდგომით, მოთმინებით მუშაობა“, - ა...

ირაკლი კობახიძე

1795689243

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტმა საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. პრეზიდენტმა საარჩევნო ადმინისტრაციის პ...

საქართველოს პრეზიდენტი

1795688215

ახალი ამბები

პრემიერი: საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული ნებისმიერი მოლაპარაკებების შინაარსის თაობაზე, ეს პრინციპი უნდა იყოს უზრუნველყოფილი რუსეთთან მოლაპარაკებების შემთხვევაშიც, სპეცწარმომადგენელმა ახსენა 3 საკითხი, რომელიც დააყენა ბატონმა გალუზინმა

„საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული ნებისმიერი მოლაპარაკებების შინაარსის თაობაზე. ბუნებრივია, ეს პრინციპი უნდა იყოს უზრუნველყოფილი რუსეთთან მოლაპარაკებების შემთხვევაშიც“, - ამის შესახებ საქართველოს პ...

ირაკლი კობახიძე

1795688064

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: დიალოგი უნდა გაგრძელდეს ერთი მარტივი მიზეზის გამო, რუსეთი არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა, თუმცა ეს დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს

დიალოგი უნდა გაგრძელდეს ერთი მარტივი მიზეზის გამო, რუსი ხალხი არის ჩვენთვის ძვირფასი ხალხი, ეს არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გ...

ირაკლი კობახიძე