ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციას გარე პატრონებისგან დაფინანსება სურს - ისინი ერთმანეთს ხოცავენ იმის გამო, ვისკენ წავა დეფიციტური დაფინანსება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, გარე პატრონებს სურთ აჩვენონ, თითქოს „ლელო“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დამოუკიდებელი დღის წესრიგით მოქმედებენ.
ამასთან, მაჭავარიანის თქმით, ოპოზიციურ ველზე დაპირისპირება ბუნებრივი პროცესია, რადგან მათ დაფინანსება საგრძნობლად შეუმცირდათ და ახლა თავის წარმოჩენასა და ამ გზით გარე პატრონებისგან დაფინანსების მიღებას ცდილობენ.
„ბევრჯერ გვისაუბრია, რომ, ერთი მხრივ, ეს ხელოვნური პროცესია და გარე პატრონებს სურთ, ამ ხმაურის მიღმა დატოვონ „ლელო“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“, რათა საზოგადოების თვალში წარმოაჩინონ, თითქოს ეს ორი პარტია დამოუკიდებელ დღის წესრიგს აყალიბებს. ეს, რა თქმა უნდა, გარე პატრონების მხრიდანაა დაგეგმილი. მეორე მხრივ, ეს არის ბუნებრივი პროცესი, ვინაიდან ეს ადამიანები ერთმანეთს ვერ იტანენ, ეზიზღებათ ერთმანეთი; გარე დაფინანსება საგრძნობლად შემცირებულია. ერთი მხრივ, რაც ბატონმა ტრამპმა USAID და NED აკრძალა, მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენმა კანონებმა იმუშავა და აგენტურულ ოპოზიციას ძალიან ბევრი შავი ხვრელი ამოევსო, რათა საქართველოში შავი ფული არ ტრიალებდეს. ისინი ერთმანეთს ხოცავენ იმის გამო, ვისკენ წავა დეფიციტური დაფინანსება. მათ სურთ, გარე პატრონებს დაუმტკიცონ, თითქოს ქართულ ოპოზიციურ ველზე ისინი ქმნიან ამინდს, შესაბამისად, გარე პატრონებისგან დაფინანსება სურთ. ვინც არის ფავორიტი, მას მეტი დაფინანსება აქვს და მეტი პრივილეგიით სარგებლობს“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
1789200328
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, რაც ჩვენ ადრეც გვინახავს ბრიუსელის მხრიდან და წარმოადგენს სუვერენული ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას
„ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, რაც ჩვენ ადრეც გვინახავს ბრიუსელის მხრიდან და წარმოადგენს სუვერენული ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომ...
1789198256
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა - მათ შორის, ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე,ნარკო...
1789197265
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „კომპლექსური ღონისძიებების შედე...
1789195345
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 12 სექტემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
12 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +32 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზიანი დ...
1789193143
ახალი ამბებიირაკლი ნადარეიშვილი: საქართველო და ჩინეთი შეთანხმდნენ საინვესტიციო დიალოგის სპეციალური მექანიზმის შექმნაზე, რომლის მიზანია ჩინური ინვესტიციების ხელშეწყობა ისეთ სტრატეგიულ სფეროებში, როგორებიცაა ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა საქართველოში
„ჩვენს ურთიერთობებს ჩინეთთან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და სპეციფიკური ადგილი უკავია“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა პეკინში გამართულ მ...






























