შინაგან საქმეთა სამინისტრო: მტკიცებულებების ერთობლიობით, კესო დეკანოსიძის საქმეზე თვითმკვლელობის ფაქტი დასტურდება

 შინაგან საქმეთა სამინისტრო კესო დეკანოსიძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ათეულობით საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, გამოიკითხა არაერთი მოწმე და დამუშავდა ვიდეოსამეთვალყურეო კამერებიდან ამოღებული ჩანაწერები. აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე, ამ ეტაპზე, დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია კესო დეკანოსიძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე კომპლექსურად განხორციელებული შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი გარემოებების თაობაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში კესო დეკანოსიძის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ჩატარდა ათეულობით საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხა არაერთი მოწმე, ასევე, დამუშავდა და გაანალიზდა ვიდეოსამეთვალყურეო კამერებიდან ამოღებული ჩანაწერები, რომლებიც კესო დეკანოსიძის ბათუმში ჩასვლისა და ზღვის სანაპიროს მიმართულებით გადაადგილების ტრაექტორიას ასახავს. აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით ამ ეტაპზე, დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი.

მიმდინარე წლის 29 აგვისტოს კესო დეკანოსიძემ იმგზავრა თბილისი-ბათუმის მატარებლით. ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერებით ირკვევა, რომ კესო დეკანოსიძე ბათუმის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიაზე 29 აგვისტოს 20:57 საათზე ტოვებს მატარებლის ვაგონს, 21:00 საათზე გამოდის შენობიდან და საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მარტო მიემართება ბათუმის ცენტრის მიმართულებით.

კესო დეკანოსიძე 21:34 საათზე, ბათუმში საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებაზე ჩამოდის საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან, რის შემდეგაც ჯერ იაკობ გოგებაშვილის ქუჩის, ხოლო შემდგომ ეგნატე ნინოშვილის ქუჩის გავლით მიემართება ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან, რის შემდგომაც ასევე მარტო განაგრძობს მოძრაობას ზღვის სანაპიროს მიმართულებით, ე.წ პიერ ბათუმის ხიდის მიმდებარედ. ზღვის სანაპიროზე გადასვლამდე, ბულვარის სასეირნო ზოლში განთავსებულ ჯიხურში მან შეიძინა სანთებელა.

თვითმხილველების ჩვენებებით დგინდება, რომ კესო დეკანოსიძემ აღნიშნული ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვის ნაპირთან მისვლისას დაანთო საეკლესიო სანთელი, პირადი ნივთები და ტანსაცმელი დატოვა სანაპიროზე, რის შემდეგაც ზღვაში შეცურა, თუმცა მას შემდეგ რაც ის უკან აღარ დაბრუნდა, თვითმხილველებმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს -112-ს აცნობეს.

შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე მყისიერად გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, მათ შორის მეხანძრე-მაშველები, რომლებიც შესაბამისი აღჭურვილობით ჩაერთნენ ძებნის ღონისძიებაში. ინტენსიური სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მეხანძრე-მაშველების მიერ მიმდინარე წლის 31 აგვისტოს კესო დეკანოსიძის ცხედარი ნანახი იქნა ქობულეთის ტერიტორიაზე ზღვაში. გარდაცვლილს სხეულზე
ძალადობის რაიმე კვალი არ აღენიშნებოდა.

საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789198256

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა - მათ შორის, ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე,ნარკო...

 ნარკოდანაშაული

1789197265

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „კომპლექსური ღონისძიებების შედე...

მიგრაციის დეპარტამენტი

1789195345

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 12 სექტემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

12 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +32 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზიანი დ...

მზიანი ამინდი

1789193143

ახალი ამბები

ირაკლი ნადარეიშვილი: საქართველო და ჩინეთი შეთანხმდნენ საინვესტიციო დიალოგის სპეციალური მექანიზმის შექმნაზე, რომლის მიზანია ჩინური ინვესტიციების ხელშეწყობა ისეთ სტრატეგიულ სფეროებში, როგორებიცაა ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა საქართველოში

„ჩვენს ურთიერთობებს ჩინეთთან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და სპეციფიკური ადგილი უკავია“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა პეკინში გამართულ მ...

ირაკლი ნადარეიშვილი

1789158829

საზოგადოება

GWP 12 სექტემბერს წყლის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფრმაციას  ავრცელებს. "12 სექტემბერს, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქუჩა N12-ის მიმდებარედ, წყალმომარა...

წყალი შეწყდება