გივი მიქანაძე: მთავრობის პრიორიტეტია სპეცმასწავლებელთა მხარდაჭერა და ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარება - სამინისტროში ფუნქციონირება დაიწყო ინკლუზიისა და სტრატეგიული განვითარების ახალმა დეპარტამენტმა
საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი სპეცმასწავლებელთა მხარდაჭერა და ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარებაა. სწორედ ამას ადასტურებს ჩვენი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ფუნქციონირება დაიწყო ინკლუზიისა და სტრატეგიული განვითარების ახალმა დეპარტამენტმა, - აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პროექტის - „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის“, შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა.
გივი მიქანაძემ სიტყვით გამოსვლისას პროექტში ჩართულ ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა და ინკლუზიური განათლების განვითარების მიზნით სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სპეციალური მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამას ხელს უწყობს რეგიონული ტურები, რომლის ფარგლებშიც პედაგოგებს ეძლევათ შესაძლებლობა, კოლეგებთან თანამშრომლობის გზით, გაიღრმაონ ცოდნა და მიიღონ ღირებული გამოცდილება.
პროექტი „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 2016 წლიდან წელიწადში სამჯერ ხორციელდება. თითოეულ ტურში რეგიონებიდან შერჩეული 90 სპეციალური მასწავლებელი მონაწილეობს, რომელიც პრაქტიკას თბილისის 10 საჯარო სკოლაში გადის და მათ სუპერვიზიას მასპინძელი სკოლების სპეციალური მასწავლებლები უწევენ.
პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლად დასაქმებული სპეციალური მასწავლებლებისთვის, რომლებსაც მცირეხნიანი პედაგოგიური გამოცდილება აქვთ.
პროექტის შედეგების მდგრადობის უზრუნველსაყოფად იგეგმება რეგიონებში სპეციალური მასწავლებლებისთვის ადგილობრივი სუპერვიზიის სისტემის ჩამოყალიბება და აქტიური პროფესიული კლუბების შექმნა, რაც ქვეყნის მასშტაბით გამოცდილების გაზიარებასა და ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
შემაჯამებელ ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ეკატერინე ხუციშვილმა, პროექტის მონაწილე მასწავლებლებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.
1761321454
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ჭოუ ციენთან. საუბარი შეეხო საქართველოსა და ჩინეთის ს...
1761321345
ახალი ამბებიპროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ გაუპატიურების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნისმიმართ გაუპატიურების და გარყვნილი ქმედებისფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსმიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომბ...
1761317615
ახალი ამბებიირაკლი ჭეიშვილი: დღეს რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი საბრალდებო სკამზე ზის, ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს რეგალია, თანამდებობა, თანამდებობის პირი საქართველოში, რომელსაც გადაცდომა და კანონის დარღვევა ეპატიება
დღეს რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი საბრალდებო სკამზე ზის, ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს რეგალია, თანამდებობა, თანამდებობის პირი საქართველოში, რომელსაც გადაცდომა და კანონის დარღვევა ეპატიება, - განაცხ...
1761315672
ახალი ამბებიპროკურატურამ ძალადობის და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ძალადობის და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის...
1761315071
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ჰერჩინსკის განცხადებაზე: ერთადერთი რასაც საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონები ეწინააღმდეგება, არის ბრიუსელის მოქმედი ბიუროკრატიის სურვილი ფარულად დააფინანსოს რადიკალიზმი და პროპაგანდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას ეხმაურება, სადაც ჰერჩინსკიმ განაცხადა: „საქართველომ მიიღო კანონები, რო...






























