პიტ ჰეგსეტმა ავიამზიდ „ჯერალდ ფორდის“ ევროპიდან კარიბის ზღვაში გადაყვანის განკარგულება გასცა - CNN

 აშშ-ის ომის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა ავიამზიდ „ჯერალდ ფორდის“ ევროპიდან კარიბის ზღვაში გადაყვანის განკარგულება გასცა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

როგორც ტელეკომპანია იუწყება, პენტაგონის ხელმძღვანელმა გასცა განკარგულება, ავიამზიდ „ჯერალდ ფორდის“ დამრტყმელი ჯგუფი და მასთან დაკავშირებული საავიაციო ფრთა „კარიბის ზღვის რეგიონში ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ორგანიზაციების ლიკვიდაციისა და ნარკოტერორიზმთან საბრძოლველად გადავიდეს“.

CNN-ის ინფორმაციით, ავიამზიდ „ჯერალდ ფორდის“ დამრტყმელ ჯგუფში შემავალი ხომალდები 21 ოქტომბერს ხორვატიის ქალაქ სპლიტის ნავსადგურში იმყოფებოდნენ. კარიბის ზღვაში მათ გადაყვანას რამდენიმე დღე დასჭირდება.

ავიამზიდ „ჯერალდ ფორდს“ საზღვაო ძალები მსოფლიოს ყველაზე დიდ საბრძოლო ხომალდად მიიჩნევენ. მანამდე აშშ-ის ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ აშშ-მა განახორციელა დარტყმა ნავზე, რომელიც, მისი თქმით, ნარკოკარტელს ეკუთვნოდა. შედეგად, პენტაგონის ინფორმაციით, ექვსი ადამიანი დაიღუპა.

აშშ-ის სამხედროებმა კარიბის ზღვაში ნარკოტიკების გადაზიდვაში ჩართული გემების წინააღმდეგ დარტყმების განხორციელება სექტემბრიდან წამოიწყეს. ამ პერიოდში აშშ-ის სამიზნე ათი ხომალდი გახდა. დარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 43-მდეა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761321345

ახალი ამბები

პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ გაუპატიურების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

 საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნისმიმართ გაუპატიურების და გარყვნილი ქმედებისფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსმიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომბ...

პროკურატურა

1761319731

ახალი ამბები

გივი მიქანაძე: მთავრობის პრიორიტეტია სპეცმასწავლებელთა მხარდაჭერა და ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარება - სამინისტროში ფუნქციონირება დაიწყო ინკლუზიისა და სტრატეგიული განვითარების ახალმა დეპარტამენტმა

 საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი სპეცმასწავლებელთა მხარდაჭერა და ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარებაა. სწორედ ამას ადასტურებს ჩვენი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად სამინისტროს ცენტრალ...

გივი მიქანაძე

1761317615

ახალი ამბები

ირაკლი ჭეიშვილი: დღეს რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი საბრალდებო სკამზე ზის, ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს რეგალია, თანამდებობა, თანამდებობის პირი საქართველოში, რომელსაც გადაცდომა და კანონის დარღვევა ეპატიება

დღეს რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი საბრალდებო სკამზე ზის, ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს რეგალია, თანამდებობა, თანამდებობის პირი საქართველოში, რომელსაც გადაცდომა და კანონის დარღვევა ეპატიება, - განაცხ...

ირაკლი ჭეიშვილი

1761315672

ახალი ამბები

პროკურატურამ ძალადობის და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ძალადობის და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის...

პროკურატურაა

1761315071

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ჰერჩინსკის განცხადებაზე: ერთადერთი რასაც საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონები ეწინააღმდეგება, არის ბრიუსელის მოქმედი ბიუროკრატიის სურვილი ფარულად დააფინანსოს რადიკალიზმი და პროპაგანდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას ეხმაურება, სადაც ჰერჩინსკიმ განაცხადა: „საქართველომ მიიღო კანონები, რო...

შალვა პაპუაშვილი