პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშნული მოსამართლის, გიორგი მოდებაძის ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო

პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნული მოსამართლის, გიორგი მოდებაძის ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო.

„ვულოცავ ბატონ გიორგის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნას. ნებისმიერი იურისტისთვის ეს უმაღლესი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობაა. ეს არის მწვერვალი იურიდიული საქმიანობისთვის, რაც თავის თავში გულისხმობს, რომ ამ პატივს და ამავდროულად, ამ ტვირთს შესაბამისი ტარებაც სჭირდება“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი მოდებაძის ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს ქვეყნის სამართლებრივ განვითარებაში განსაკუთრებული როლი აქვს შესრულებული.

„საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობა, თავის თავში გულისხმობს, რომ ამ პატივს და ამავდროულად, ამ ტვირთს შესაბამისი ტარებაც სჭირდება. გისურვებთ, რომ ეს ტვირთი თქვენი საქმიანობით, უპირველეს ყოვლისა, თქვენი საკუთარი პროფესიისა და კონსტიტუციის წინაშე შესაბამისად გეტარებინოთ. წელს აღვნიშნავთ საქართველოს კონსტიტუციის მიღების 30 წლის იუბილეს და ამ მხრივაც განსაკუთრებული წელია. შესაძლებლობა გვაქვს, კიდევ ერთხელ გავაანალიზოთ ის კონსტიტუციური საფუძვლები, რომლებზეც ჩვენი ქვეყანა დგას. ამ მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს განსაკუთრებული როლი აქვს შესრულებული ჩვენი ქვეყნის სამართლებრივ განვითარებაში”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გიორგი მოდებაძე გუშინ დანიშნა.

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო შედგება 10 წლის ვადით განწესებული 9 მოსამართლისაგან, რომელთაგან 3 მოსამართლეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, 3 მოსამართლეს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი, ხოლო 3 მოსამართლეს ნიშნავს უზენაესი სასამართლო.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761321454

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ჭოუ ციენთან. საუბარი შეეხო საქართველოსა და ჩინეთის ს...

მაკა ბოჭორიშვილი

1761321345

ახალი ამბები

პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ გაუპატიურების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

 საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნისმიმართ გაუპატიურების და გარყვნილი ქმედებისფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსმიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომბ...

პროკურატურა

1761319731

ახალი ამბები

გივი მიქანაძე: მთავრობის პრიორიტეტია სპეცმასწავლებელთა მხარდაჭერა და ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარება - სამინისტროში ფუნქციონირება დაიწყო ინკლუზიისა და სტრატეგიული განვითარების ახალმა დეპარტამენტმა

 საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი სპეცმასწავლებელთა მხარდაჭერა და ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარებაა. სწორედ ამას ადასტურებს ჩვენი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად სამინისტროს ცენტრალ...

გივი მიქანაძე

1761317615

ახალი ამბები

ირაკლი ჭეიშვილი: დღეს რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი საბრალდებო სკამზე ზის, ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს რეგალია, თანამდებობა, თანამდებობის პირი საქართველოში, რომელსაც გადაცდომა და კანონის დარღვევა ეპატიება

დღეს რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი საბრალდებო სკამზე ზის, ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს რეგალია, თანამდებობა, თანამდებობის პირი საქართველოში, რომელსაც გადაცდომა და კანონის დარღვევა ეპატიება, - განაცხ...

ირაკლი ჭეიშვილი

1761315672

ახალი ამბები

პროკურატურამ ძალადობის და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ძალადობის და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის...

პროკურატურაა