გივი მიქანაძემ ნიუ-იორკში გამართულ გაეროს საერთაშორისო ფორუმზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ნიუ-იორკში გაეროს მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდობის ფორუმში (2026 ECOSOC Youth Forum) მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მათ ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარებისა და სერვისების გაუმჯობესების მიზნით, ბოლო წლებში საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ინიციატივები გააცნო.

„საქართველოს მთავრობა აგრძელებს ახალგაზრდების მხარდაჭერას და პრიორიტეტად მიიჩნევს მათი ჩართულობის გაძლიერებას ყველა საზოგადოებრივ სფეროში.

ჩვენი სტრატეგია, რომელიც ახალგაზრდული პოლიტიკის გაძლიერებას ემსახურება, თანხვედრაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან.

ყოველწლიურად საქართველოში 20 000-ზე მეტი ახალგაზრდა სარგებლობს სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული პროგრამებით, მათ შორის ბანაკებით, ფორუმებით, ფესტივალებითა და მოხალისეობრივი ინიციატივებით.

მიმდინარე წელს უკვე დაახლოებით 100 ახალგაზრდული პროექტი დაფინანსდა, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდობის სააგენტოს ბიუჯეტმა წელს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის ახალგაზრდების განვითარებისა და გაძლიერების მხარდაჭერა“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ფორუმი გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა და ის მიზნად ისახავდა 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობას და ამ პროცესში ახალგაზრდების როლის გაძლიერებას.

ახალგაზრდული ფორუმის 2026 წლის თემაა - „ინოვაცია, ერთიანობა და ტრანსფორმაცია: ახალგაზრდები ქმნიან გზას 2030 წლისკენ“.

ECOSOC-ის ახალგაზრდული ფორუმი წარმოადგენს გლობალურ პლატფორმას, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდობის მინისტრებს, ახალგაზრდა დელეგატებსა და სხვადასხვა პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს აერთიანებს.

ღონისძიება მოიცავდა პლენარულ და თემატურ სამუშაო სესიებს, სადაც მონაწილეებს სხვადასხვა საკითხზე დისკუსიებში ჩართვის შესაძლებლობა მიეცათ. ფორუმში 100-მდე ქვეყნის ახალგაზრდობის მინისტრი, სფეროს ლიდერი და ახალგაზრდა დელეგატი მონაწილეობდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776334925

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ოპოზიციისთვის არც ნეპალის შემოდგომა, არც უნგრული გაზაფხული დადგა და არც დადგება, განულებული არიან, თავიანთ პატრონებს უსმენენ

ოპოზიციისთვის არც „ნეპალის შემოდგომა“, არც „უნგრული გაზაფხული“ დადგა, არც ნებისმიერი სხვა ქვეყნის ზაფხული და ზამთარი დადგება, განულებული არიან, არ უსმენენ ქართველ ხალხს, უსმენენ თავიანთ პატრონებს, - ა...

არჩილ გორდულაძე

1776333934

ახალი ამბები

ხუბუა: მეცნიერები აცხადებენ, ობსერვატორიის თავზე ფრენა ჩვენს საქმიანობას უშლის ხელს, ავიამარშრუტის ცვლილება ჩვენი თხოვნა იყოო, მაგრამ, აბა, „რადიო თავისუფლებას", ტელეკომპანია „მეორეხარისხოვანსა" და „ტვ უკანასკნელს" რაში აინტერესებთ?

ივანიშვილმა აბასთუმნის თავზე ცა დაკეტაო,- საკუთარ წყაროებზე, ნაკადულებსა და ღელეებზე დაყრდნობით იუწყება „რადიო თავისუფლება". მართალია, მეცნიერები აცხადებენ, ასტროფიზიკური ობსერვატორიის თავზე თვითმფრინ...

ჯაბა ხუბუა

1776333878

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი ვიეტნამის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის პარლამენტის - ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე თრან თან მანს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა თრან თჰან მანს ეროვნული ასა...

შალვა პაპუაშვილი

1776332211

საზოგადოება

ირაკლი მეზურნიშვილი: ბოლო ათწლეულებში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია როგორც ენერგომომარაგების უსაფრთხოების, ისე მდგრადი სისტემის განვითარებაში

საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი მეზურნიშვილი, ბრიუსელში, ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე, სიტყვით გამოვიდა. მისი განცხადებ...

ირაკლი მეზურნიშვილი

1776331747

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პარლამენტის - ფედერალური ეროვნული საბჭოს პრეზიდენტ საქრ ღობაშს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და არ...

შალვა პაპუაშვილი