გრეტა წიწავა: ჩვენი ყველა გადაწყვეტილება მიმართულია ხალხი კეთილდღეობაზე - ეს ყველაფერი საქმით დადასტურებულია, ხოლო უსამშობლო რადიკალების „სეზონური ალიანსებისთვის“ თუ „თემატური გაერთიანებებისთვის“, ქვეყნის წინსვლა უდრის მათ უკუსვლას!

„მინდა შევეხო რადიკალური ოპოზიციის სეზონურ გაერთიანებას და მათ მიერ დაანონსებულ ლიმიტირებულ შეხვედრებს კარდაკარ თუ სოფელ-სოფელ, რომელიც მორიგი დავალებაა მათი გარე უფროსების მხრიდან. ბოლო ორ არჩევნებს თუ გავიხსენებთ და ამ არჩევნებში რადიკალური ოპოზიციის ვაიმდგომარეობას, ხალხი კარგად ხედავს, როგორ არიან გადასულები მილევად რეჟიმში, მაგრამ პოლიტიკური გამჩენი ქვეყნის მიღმა არ ასვენებთ და უწევთ ასე ერთმანეთის წიოკში ურთიერთობა“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გრეტა წიწავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

წიწავას შეფასებით, სააკაშვილი, ბოკერია, გვარამია- ყველა ეს პოლიტიკური ფიგურები ოპოზიციაშიც აგრძელებენ ქვეყნისთვის საზიანო ქმედებებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დონეზე.

„სააკაშვილის, ბოკერიას, გვარამიას და ძმანი მათზე , ქართულ საზოგადოებას რაც ახსენდება, ეს არის ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი და ბევრი ტრაგიკული ისტორია. ხანდახან შემოგვაპარებენ სიტყვათაწყობას - „რა დროს მაგ ისტორიების გახსენებაა“-ო, უკაცრავად, თქვენ გინდათ უთხრათ ადამიანებს და ოჯახებს, რომლებმაც ეს ტრაგედიები და ტკივილები გადაიტანეს- დაივიწყონ ყველაფერი? ამ ტრაგედიების შემქმნელებმა და განმახორციელებლებმა, განახლებული პიჯაკებით და მენტორული ხმით, მორიგი დავალება მიიღეს, შემდეგ თავის თავს შემოუძახეს და გადაწყვიტეს - მოგიკაკუნონ კარებზე და ბოდიშის მოუხდელად გითხრათ -„არაუშავს რომ გაწამებდით“, და ხმაში რიხიც კი გაურიონ “ რით ვერ დაივიწყეთ ეს ჩვენი წამებაო“ ხელისუფლებაში რომ იყვნენ და მავნებლობდნენ ეს ვიცით და ვიგემეთ, მაგრამ მათზეა ნათქვამი „ჩვევა რჯულზე უმტკიცესიაო“ და ოპოზიციაშიც გააგრძელეს შეძლებისდაგვარად მავნებლობა - ბოლო წლების განმავლობაში მათი მავნებლობის ღია მაგალითები სად არ გვხვდება- ქვეყნის შიგნით თუ ევროსტრუქტურების დერეფნების მისადგომებთან. საინტერესოა

აღნიშნული ალიანსის წარმომადგენლები, ხალხთან შეხვედრას რომ აანონსებენ - რას იტყვიან მოზარდებში ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით? ან ოჯახურ ღირებულებასთან დაკავშირებით რა პოზიცია აქვთ? უნდა გააუქმონ კანონები, რომლის გაუქმებასაც ევრობიუროკრატები უსამართლო რეზოლუციებში თავში და ბოლოში დაჟინებით რომ მოითხოვენ? მილიონ ორასიათასამდე ამომრჩეველმა „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი - ეს იმას ნიშნავს რომ მხარი დაუჭირა მის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას. ჩვენი ყველა გადაწყვეტილება მიმართულია ხალხის კეთილდღეობაზე, მშვიდობის განმტკიცებაზე, ქვეყნის წარმატებაზე - და ეს ყველაფერი არის საქმით დადასტურებული . ხოლო უსამშობლო რადიკალების „სეზონური ალიანსებისთვის“ თუ „თემატური გაერთიანებებისთვის“, ქვეყნის წინსვლა უდრის მათ უკუსვლას! ამის შეგუება უჭირთ, მაგრამ მოუწევთ - ასეთია ნება ქართველი ხალხისა! მიუხედავად გამოწვევებისა და მასში გაზავებული ზოგ ზოგიერთი ევრობიუროკრატის გესლისა - ქართველი ხალხის გულიანი მხარდაჭერით ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ქვეყანას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც“, - განაცხადა გრეტა წიწავამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777371459

ახალი ამბები

მეუფე ანტონი პატრიარქობის კანდიდატის არჩევაზე: ახლა ისეთ მღელვარებაში ვარ, თქვენ წარმოიდგინეთ, როგორი არჩევანი მაქვს გასაკეთებელი, ძმათა შორის

ახლა ისეთ მღელვარებაში ვარ, თქვენ წარმოიდგინეთ, როგორი არჩევანი მაქვს გასაკეთებელი, ძმათა შორის, - ასე უპასუხა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონ ბულუხიამ ჟურნალისტებს კითხვაზე, პატრიარქობის...

მეუფე ანტონი პატრიარქობი

1777370897

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: საქართველოს არცერთი ელჩი არ იკადრებს, რომელიმე ქვეყნის ბნელ წარსულზე მითითებები გააკეთოს, მით უმეტეს, მუქარებით ელაპარაკოს მოსახლეობას

ამ თემასთან დაკავშირებით წიაღსვლებს მოვერიდები, სიტუაცია მარტივია, პაველ ჰერჩინსკი ელჩია და ვალდებულებები აქვს, რომ ადგილსამყოფელ ქვეყანას პატივი სცეს, მთელი კონტექსტი გაითვალისწინოს და ნეიტრალური პოზ...

ლევან მახაშვილი

1777370847

ახალი ამბები

არჩილ ბერიძე: რადიკალური ოპოზიცია დღეს უბრალოდ მარიონეტი კი არა, გარე ძალების ხელში არსებული ინსტრუმენტია, საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ, რომელიც გამუდმებით საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და ქვეყნის სტაბილურობას

ორმაგი სტანდარტია, როცა საჯაროდ ერთს ამბობ და კულისებში სხვას აკეთებ. ორმაგი სტანდარტია, როცა სხვას სთხოვ იმას, რასაც თავად არ ასრულებ. სწორედ ასეთი უსამართლო, ორმაგი სტანდარტის მქონე დამოკიდებულების...

არჩილ ბერიძე

1777370563

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: მამუკა მდინარაძე სუსს სულ რაღაც ნახევარი წელი ხელმძღვანელობდა და ეს სამსახური აბსოლუტურად სხვა სიმაღლეზე აიყვანა, საქართველო დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში

„თქვენ, მთლიანად ოპოზიციას, ძალიან მაგრად გაწუხებთ ის, რომ მამუკა მდინარაძე ახალი პოზიციიდან ერთი მხრივ, კოორდინაციას გაუწევს გეკა გელაძეს, სულხან თამაზაშვილს და მეორე მხრივ, ეს პოზიცია მას საშუალებას...

ლევან მაჭავარიანი

1777370507

ახალი ამბები

არჩილ ბერიძე: როდესაც საუბარია საქართველოზე, იდენტური საკითხი ხდება ყოველმხრივი კრიტიკის, ზეწოლისა და ხშირ შემთხვევაში ქვეყნის შიდა საქმეებში პირდაპირი ჩარევის საფუძველი

ჩვენი საზოგადოება, წლებია აკვირდება პროცესს, რომელიც პირდაპირ ეხება ჩვენს სახელმწიფო სუვერენიტეტს, შიდა საქმეებში უხეშ ჩარევას და მცდელობას, ნებისმიერი გზით შეინარჩუნონ გავლენის ქსელი, რომელსაც საკუთა...

არჩილ ბერიძე