გურამ დუმბაძე: მთავრობამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა სახელმწიფო შესყიდვების მართვის ნაწილში, ორი კომპონენტი, რაზეც კომპრომისი ვერ იქნება, არის ხარისხი და ვადები
საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა სახელმწიფო შესყიდვების მართვის ნაწილში. შეიქმნა სახელმწიფო შესყიდვების ცენტრალიზებული ორგანო, რომელიც 500 ათას ლარს ზევით საქონლისა და მომსახურების შესყიდვას განახორციელებს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსმა გურამ დუმბაძემ განაცხადა.
როგორც გურამ დუმბაძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ დღეს უკვე დაამტკიცა ახალი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ტექნიკური რეგლამენტი და იზრდება ზედნადები ხარჯები სამშენებლო სამუშაოების ნაწილში.
„მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ მონიტორინგის კომპონენტიც, ვინაიდან, როდესაც გააფორმებს ხელშეკრულებას ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანო, მას, ასევე, ექნება მონიტორინგის ფუნქცია. ხელშეკრულების შესრულების ეტაპზე ის აუცილებლად შეამოწმებს ხარისხობრივ კომპონენტებს, რომელსაც შეისყიდის აღნიშნული შესყიდვის ნაწილში. ეს არის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შესყიდვის მართვის კუთხით. ასევე საქართველოს მთავრობამ დღეს უკვე დაამტკიცა ახალი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ტექნიკური რეგლამენტი.
იზრდება ზედნადები ხარჯები სამშენებლო სამუშაოების ნაწილში. შემოვიდა და განისაზღვრა ახალი დანარიცხები, რომელიც მანამდე ასე ცალსახად არ იყო განსაზღვრული. ეს არის დროებითი შენობა-ნაგებობების დანარიცხები, სასაწყობე დანახარჯების სპეციალური დანარიცხები. ეს გახლავთ ასევე ზამთრის სამუშაო პირობებში დანარიცხები, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი მთელი სამშენებლო პროცესის ეფექტიანი მართვისთვის.
დღეს ჩვენ უკვე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მთლიანი სამშენებლო ციკლის, სამშენებლო სამუშაოების დაწყებული სატენდერო პროცედურიდან, დასრულებული სამუშაოების ჩაბარებამდე სრულად პასუხობს ყველაზე კარგი პრაქტიკის მაგალითებს“, - განაცხადა გურამ დუმბაძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამშენებლო სამუშაოების მართვის პროცესი.
„აღნიშნულ ნაწილში მნიშვნელოვანია ორი კომპონენტი, როდესაც დღეს უკვე მთლიანად გასწორდა სახელმწიფო შესყიდვების, სამშენებლო სამუშაოების ნაწილი და მთლიანად პასუხობს საბაზრო პირობებს, ორი კომპონენტი, რაზეც სახელმწიფოს ყოველთვის ექნება აქცენტი და ამაზე კომპრომისი ვერ იქნება, ეს გახლავთ ხარისხი და სამუშაოების ჩაბარების ვადები.
ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ კონტრაქტორებისგან შესაბამის ხარისხს, რომელიც დავადგინეთ შესყიდვების გამოცხადებისას და ასევე იმ ვადებს, რომლებზეც შევთანხმდით ხელშეკრულების პირობებში. ეს საერთო ჯამში მოგვცემ იმ პროდუქტს, რომელიც საუკეთესო ალტერნატივა და საუკეთესო გადაწყვეტა იქნება ჩვენი შესყიდვისთვის“, - განაცხადა გურამ დუმბაძემ.
მისივე თქმით, დღეს სახელმწიფომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხელშეკრულებებში, სადაც მიწოდების ვადა 12 თვეზე მეტია, მე-13 თვიდან დაიწყება სამუშაოების ინდექსირება.
„სამუშაოების ინდექსირება გულისხმობს, რომ მიმწოდებელს ფაქტობრივად სახელმწიფო უზღვევს რისკებს, თუ ბაზარზე გაუძვირდა მას შესაბამისი მასალები, შესაბამისი მანქანა-მექანიზმები და მათი ღირებულება, სახელმწიფო ამ ნაწილში დაეხმარება და ინდექსირებას, შესაბამისად სხვაობას გაზრდილ საბაზრო ღირებულებასთან მიმართებით დაუფინანსებს.
ეს მნიშვნელოვანი რისკი, რომელიც მანამდე კონტრაქტორს ჰქონდა, ამას უკვე ინაწილებს სახელმწიფო, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სამშენებლო სამუშაოების წარმოებას დიდ ხელშეკრულებებში, ორ-სამ-ოთხწლიან ხელშეკრულებებში, სადაც მნიშვნელოვანი სახელმწიფო სამშენებლო პროექტები და სტრატეგიული სამშენებლო პროექტები გვაქვს“, - განაცხადა გურამ დუმბაძემ.
1780575565
მსოფლიოIntelligence Online: საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სააგენტოს თბილისში მყოფი სამი ოფიცრის გაწვევა მოუწია
საფრანგეთის საგარეო უსაფრთხოების გენერალური დირექტორატი ქართული დაზვერვის მიერ გამოვლენილი გახმაურებული ჯაშუშობის საქმის ცენტრშია, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა Intelligence Online. როგორც...
1780572152
ახალი ამბები7 ივნისს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის მორიგი, 73-ე ეტაპი გაიმართება
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, 7 ივნისს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის მ...
1780569729
ახალი ამბებიიონათამიშვილი: აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები მაშინ გაუარესდა, როდესაც ვნახეთ არაკეთილსინდისიერი და უსამართლო მიდგომები, ჩვენი მიზანია გადატვირთვა და ეს გადატვირთვა სწორედ სამართლიანობის პრინციპებს უნდა დაეფუძნოს
მმართველი გუნდის წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა აღდგენა სამართლიანობის პრინციპებზე უნდა იყოს დაფუძნებული. „ცხადია, ღირსეული ურთიერთობები...
1780569245
ახალი ამბებიიუსტიციის მინისტრმა თურქეთის ელჩთან ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაფართოების პოტენციალი განიხილა
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ თურქეთის ელჩ მუსტაფა თურქერ არისთან სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეების, აგრეთვე, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართ...
1780567788
მსოფლიობუდაპეშტის მერს ლგბტ მარშის ორგანიზების გამო წარდგენილი ბრალდებები მოუხსნეს
პროკურორებმა ბუდაპეშტის მერს გერგეი კარაჩონის ლგბტ მარშის ორგანიზების გამო წარდგენილი ბრალდებები მოუხსნეს. ამის შესახებ ბუდაპეშტის პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი. ბუდაპეშტის მერს ბრალდებები მარში...






























